5 ტიპის მუცელი და მათი მოშორების მეთოდები… წაიკითხე და გაილამაზე შენი ცხოვრება!

779

საზღვაო სეზონი მოდის და სანამ პლაჟზე გასუქებული მუცლის გამო სირცხვილით დაიწვებით, გადახედეთ რჩევებს, რომლებსაც მწვრთნელი და ტელეწამყვანი ჯეიმს დუგიანი გიზიარებთ.

1. სათადარიგო საბურავი

ასეთი ტიპის მუცელი უჩნდება ყველა იმ ქალს, ვისაც მჯდომარე სამსახური აქვს და უზომოდ უყვარს ტკბილეული. “თუ ცოტას მოძრაობთ, მიირთმევთ პურ-ფუნთუშეულს, ღვეზელებსა და კანფეტებს, მუცელზე ცხიმის ნაოჭები გაგიჩნდებათ” – ამბობს ჯეიმსი.

გამოსწორების სწრაფი გეგმა
შეამცირეთ ალკოჰოლის დოზა. გახსოვდეთ, სპირტი ნამდვილი შაქარია. უპირატესობა მიანიჭეთ კვერცხს, ხორცს, ბოსტნეულს, თხილეულსა და ავოკადოს.
მეტი იმოძრავეთ. თუ სპორტდარბაზში სიარულს ვერ ახერხებთ, ფეხით უნდა ისეირნოთ ბევრი. დილაობით გამამხნევებელი ვარჯიში და იოგა განსაკუთრებით სასარგებლოა.

იაფი ავიაბილეთები avia.ge
იაფი ავიაბილეთები avia.ge

მთავარი რჩევა
როცა კი ტორტის ნაჭრის შეჭმას გადაწყვეტთ, რამდენიმე წუთით მიიდეთ მუცელთან და კარგად დაფიქრდით, იქნებ იქ აღარაა მისი ადგილი.

2. სტრეს-მუცელი

ასეთი მუცელი აქვს ადამიანს, რომელსაც ყველაფერი ეცოტავება და მუდამ აგვიანებს. სტრესის გამო მათ მუდამ აწუხებთ მუცლის შებერილობა.
პირველი მიზეზია ჰორმონ კორტიზოლის უხვი რაოდენობა, რის გამოც ცხიმი ჭიპის გარშემო გიგროვდებათ. აგრეთვე, ასეთი მუცლის ქონის მიზეზია ის, რომ არარეგულარულად ჭამთ და ძალიან ბევრ ყავას სვამთ.

გამოსწორების სწრაფი გეგმა
“დასაძინებლად ადრე დაწექით ან გვიან გაიღვიძეთ. ქალებს, რომლებსაც ცოტა ან ცუდად სძინავთ, ჰორმონ ლეპტინის გამოყოფა ერღვევათ. იგი მადასა და ნივთიერებათა ცვლაზე აგებს პასუხს. შედეგად, გაცილებით მეტს ჭამთ და ენერგიის აღსადგენად ტკბილეულს ეტანებით” – ამბობს ჯეიმსი.
სცადეთ ღრმა რელაქსაცია, მედიტაცია, იოგა, ძილის წინ ცხელი აბაზანა. გამოდგება ყველაფერი, რაც დაგამშვიდებთ და ნუ დალევთ ორი ჭიქა ყავაზე მეტს დღეში.

თქვენთვის ფიზიკური დატვირთვაც არ შეიძლება. მხოლოდ ხანგრძლივი სეირნობა.
გაამდიდრეთ რაციონი მაგნიუმის შემცველი პროდუქტებით, ბრაზილიური თხილითა და მწვანილეულით. სვით მეტი წყალი.

მთავარი რჩევა
გვირილის ჩაი და იოგა მოდუნების საუკეთესო საშუალებაა და კორტიზოლის დონეც დაგირეგულირდებათ, რაც გახდომის პროცესს დააჩქარებს.

3. პატარა ლეკვი

უჩნდებათ ქალებს, ვინც სპორტდარბაზში ვარჯიშით იკლავს თავს, კარიერისტია და ძალიან მზრუნველ დედიკოებს. მიზეზი ერთია: დაწოლა ხერხემალზე მუცლის კუნთებს წინ აგდებს.

გამოსწორების სწრაფი გეგმა
სწორი კვება: უჯრედისი და მწვანილეული. ნუ გადატვირთავთ კუჭს. ვარჯიშისას ბუქნებს ნუ გააკეთებთ, ეს კიდევ უფრო გაღუნავს თქვენს ხერხემალს. სამაგიეროდ, შეგიძლიათ გააკეთოთ იოგის რამდენიმე ასანა, რაც ხერხემალს გაგიმაგრებთ.

მთავარი რჩევა
სვით მეტი წყალი, მიირთვით ადვილად გადასამუშავებელი პროდუქტები. უპირატესობა მიანიჭეთ ხორცს, თევზს, ქათამს, მწვანე ბოსტნეულს.

4. “მუმი-ტუმი”

თუ ბავშვი ახლახან გააჩინეთ, ასეთი მუცლის მფლობელი იქნებით, მაგრამ ნუ იდარდებთ, იგი 6 კვირაში უნდა გაგიქრეთ. “ნუ ეცდებით მუცლის დაგდებას სპორტდარბაზში ვარჯიშით, ეს მცდარი შეხედულებაა. ორგანიზმს ადაპტაციის პერიოდი (2-3 თვე) ესაჭიროება” – გირჩევთ ჯეიმსი.

გამოსწორების სწრაფი გეგმა
მიირთვით ჯანსაღი ცხიმები: თხილი, ზეთისხილი, ზეთი. ისინი აგრეთვე შეებრძოლებიან დაღლილობის სინდრომს, რაც ახალგაზრდა დედებს მუდმივად აწუხებთ. დაივიწყეთ ბუქნები, თუ არ გსურთ, “სტრიები” სამუდამოდ დაგრჩეთ.

მთავარი რჩევა
მიეჩვიეთ შუადღის ძილს. ჩამოაფარეთ ოთახში მუქი ფერის ფარდები და იძინეთ.

5. მუცელი-ღრუბელი

თუ საღამოობით მუდმივად გებერებათ მუცელი, შეიძლება ალერგია გაქვთ ან საკვების მოუნელებლობით იტანჯებით. ზოგჯერ კი ასეთი მუცელი მათ უჩნდებათ, ვინც საუზმეზე უარს ამბობს.

გამოსწორების სწრაფი გეგმა
მოერიდეთ მაკარონს, პურ-ფუნთუშეულს, ტორტებსა და მარცვლოვან საკვებს, ალკოჰოლს, საფუარს, რძის პროდუქტებს (რძე, კარაქი). ეს ჩამონათვალი მუცლის შებერილობას იწვევს.

ჩაატარეთ ექსპერიმენტი. ერთი კვირით უარი თქვით ფქვილოვან პროდუქტებზე. თუ მუცლის შებერილობა შეგიმცირდათ, ასე გააგრძელეთ და გაამდიდრეთ რაციონი კვერცხით, ხორცით, თევზითა და ბოსტნეულით.
გარდა ამისა, მიეჩვიეთ დილაობით საუზმობას. ლუკმა დიდხანს (20-25-ჯერ) დაღეჭეთ და სვით მეტი წყალი. გაამდიდრეთ რაციონი მაწვნით, ხორცით, წვნიანებით, ხახვითა და ნივრით. როცა ნაწლავებს გამოაჯანმრთელებთ, მუცელიც გაგიქრებათ.

გამოსწორების სწრაფი გეგმა

“გინდ დაიჯერეთ და გინდა – არა, მაგრამ თქვენი მუცლისთვის საუკეთესოა სუნთქვითი ვარჯიშები. ყოველ დილით დაწექით ზურგზე, მოდუნდით და დაიწყეთ ღრმა სუნთქვა, ოღონდ მკერდით კი არა, მუცლით. სუნთქვა რომ დაარეგულიროთ, მუცელზე შეგიძლიათ ხელი დაიდოთ. გააკეთეთ 10 ჩასუნთქვა-ამოსუნთქვა. დაბოლოს, სადილობის შემდეგ კი ნუ წამოწვებით, ცოტა ხნით ფეხით გაისეირნეთ”. – გირჩევთ ჯეიმსი.

აუცილებლად სანახავი:20 მიზეზი თუ რატომ უნდა ჭამოთ ბანანი და რა სარგებელი აქვს ორგანიზმისთვის

Facebook კომენტარები