საოცარია ჰემოგლობინის მომატება ასეთი მარტივი ჯერ არასდროს არ ყოფილა!!

1237

საოცარია ჰემოგლობინის მომატება ასეთი მარტივი ჯერ არასდროს არ ყოფილა!!

რამდენიმე წლის წინათ მძიმე ოპერაცია გადავიტანე და მკვეთრად დამიქვეითდა ჰემოგლობინი. დამინიშნეს რკინის პრეპარატები, რომლებმაც სულ მალე კუჭი გამიღიზიანა. ამიტომ გადავწყვიტე, თვითონ მიმეხედა ამ სატკივრისთვის.

დავიწყე ხალხური ფიტოთერაპიული საშუალებების ძებნა. ასეთ დროს ხალხურ მედიცინაში ყველაზე ხშირად გამოიყენება სტაფილოს, ჭარხლისა და ვაშლის წვენების ნარევი. თავდაპირველად ამ ნარევს ვსვამდი, მაგრამ მერე უკეთესი რეცეპტი მასწავლეს:

1/4 ჩ/ჭ ჭარხლის წვენი რამდენიმე საათით შედგით მაცივარში, დაუმატეთ ნახევარი ჩ/ჭ ახალგამოწურული სტაფილოს წვენი და 1/4 ჩ/ჭ 50 გრადუსამდე შემთბარი ნაღები. ფრთხილად მოურიეთ და დალიეთ. ეს ნარევი უნდა მიიღოთ დილით, ჭამამდე 30 წუთით ადრე. სვით ერთი თვის განმავლობაში და შემდეგ შეიმოწმეთ ჰემოგლობინი.

ასეთი ნარევი არ აღიზიანებს კუჭს, ორგანიზმს ძალას მატებს, აუმჯობესებს მხედველობას და თან ძალიან გემრიელია. კურსის ჩატარება უმჯობესია შემოდგომაზე, როცა ბოსტნეული სავსეა ვიტამინებით (თუმცა წლის ნებისმიერ დროსაც შეგიძლიათ). მე ორი კურსი ჩავიტარე (შემოდგომობით). მას შემდეგ ჰემოგლობინი ნორმაში მაქვს და თავსაც კარგად ვგრძნობ.

ექიმის კომენტარი: ჭარხალი მდიდარია ცხიმებით, საღებავებით, მინერალური მარილებით (მაგნიუმი, კალიუმი, კალციუმი, რკინა, იოდი), ასკორბინის მჟავით, B, B, P, PP ვიტამინებით, ფოლიუმის მჟავით, ბეტაინით. ამიტომ წარმატებით გამოიყენება არაერთი დაავადების სამკურნალოდ. უჯრედისი და ორგანული მჟავები ააქტიურებს კუჭის სეკრეციას და ნაწლავის პერისტალტიკას, რის გამოც ჭარხალი ეფექტიანია სპაზმური კოლიტების დროს.

ჭარხალი ეფექტიანია ანემიების დროს, რადგანაც ვიტამინები და რკინა ასტიმული- რებს სისხლწარმოქმნას. ჭარხალს უნიშნავენ თირეოტოქსიკოზის, ათეროსკლეროზის, მინერალებისა და ვიტამინების დეფიციტის დროს. სტაფილო ასევე მდიდარია ვიტამინებით, განსაკუთრებით კაროტინით (A პროვიტამინით). ნაღები კი იცავს კუჭის ლორწოვანას მჟავების გამაღიზიანებელი ზემოქმედებისგან და ამავე დროს აძლიერებს პროვიტამინის შეწოვას. ასეთი წვენების ნარევი განსაკუთრებით ეფექტიანია ანემიისა და მხედველობის დაქვეითების დროს.

წყარო: სტატია მომზადებულია "კარაბადინზე" დაყრდნობით

Facebook კომენტარები

ფრენის კომპენსაცია
ფრენის კომპენსაცია