თუ გაწუხებთ კუჭის წყლული, მაშინ ეს პროდუქტი მოგიგვარებთ ამ პრობლემას

1895

აღმოჩნდა, რომ ბანანი, უბრალოდ, სასიამოვნო ხილი კი არა, გუნება-განწყობის ასამაღლებელი ბუნებრივი ნარკოტიკია. გარდა ამისა, დიდი რაოდენობით შეიცავს კალიუმს, ის რეკომენდებულია კუჭის წყლულის, დამწვრობისა და ჭრილობის შეხორცებისას. მაშ ასე, რა თვისებები აქვს ბანანს?

ბანანს ხშირად “ბუნებრივ ნარკოტიკსაც” უწოდებენ, მასში შემავალი ტრიპტოფანის, ნორადრენალინის, სეროტონინისა და B ვიტამინის გამო. ამ ნივთიერებათა უმრავლესობა ხსნის დაძაბულობას და აუმჯობესებს გუნება-განწყობას. ამიტომ ბანანი საუკეთესო საშუალებაა დეპრესიის დასაძლევად და მოსადუნებლად.

კუჭის წყლული

ბანანი ერთ-ერთია იმ მცირე პროდუქტთაგან, რომლის მირთმევაც კუჭის წყლულით დაავადებულებს უმტკივნეულოდ შეუძლიათ. საქმე ის არის, რომ ბანანი, მასში შემავალი ნივთიერებების წყალობით, ამცირებს კუჭის წვენის მჟავიანობას და კუჭის კედლებზე ერთგვარ დამცავ ფენას წარმოქმნის.

ენერგია

ბანანი ერთდროულად სამი სახის შაქარს შეიცავს: საქაროზა, ფრუქტოზა და გლუკოზას. ამიტომაც ის ორგანიზმს აუცილებელი ენერგიით უზრუნველყოფს.

დამწვრობა და ჭრილობა

თუ დამწვრობის შედეგად ძალიან არ დაშავდით და მხოლოდ მსუბუქი იარით გადარჩით, შეხორცების პროცესისთვის დამახასიათებელ ტკივილს ბანანი შეგიმსუბუქებთ. ამისთვის გაფცქვნილი ბანანი კარგად გაქენით, დაიდეთ დაზიანებულ ადგილზე და შეიხვიეთ.

სისხლის წნევა

ცნობილია, რომ ნატრიუმის მაღალი შემცველობა ხელს უწყობს სისხლის წნევის მომატებასა და გულის დაავადებების განვითარებას. სწორედ ამ დაავადებების მქონე ადამიანებისთვისაა ბანანი განსაკუთრებით სასარგებლო, რადგან ის უხვად შეიცავს კალიუმს, რომელიც ამცირებს სისხლის წნევასა და გულის დაავადებების განვითარების რისკს.

Facebook კომენტარები