ცუდი სისხლის მიმოქცევა გაქვთ? ნახეთ, როგორ შეგიძლიათ გადაჭრათ ეს პრობლემა!

659

ცუდი სისხლის მიმოქცევა გაქვთ? ნახეთ, როგორ შეგიძლიათ გადაჭრათ ეს პრობლემა!

გამოსადეგი ინფორმაციაა!

სისხლის მიმოქცევა მნიშვნელოვანი ფაქტორია ჩვენს ცხოვრებაში. სანამ ეს პროცესი მიმდინარეობს, ორგანიზმი იღებს ყველა საკვებ ნივთიერებას, ვიტამინს და მინერალს, რომელიც საჭიროა სათანადო ფუნქციონირებისთვის.

თუმცა ზოგჯერ სხვადასხვა ფაქტორები ხელს უწყობს სისხლის მიმოქცევის გაუარესებას: არასწორი კვება, ფიზიკური აქტივობის ნაკლებობა და გენეტიკური პრობლემებიც კი.

როდესაც ეს ხდება, ჩვენი ჯანმრთელობა უარესდება, რადგან ორგანოები ვერ იღებენ იმას, რაც მათ რეალურად სჭირდებათ, რათა გამართულად იფუნქციონირონ.

მაგრამ საბედნიეროდ, არსებობს სისხლის მიმოქცევის გაუმჯობესების გზები იმ მედიკამენტების საჭიროების გარეშე, რასაც შეიძლება ჰქონდეს გვერდითი მოვლენები.

ამ ყველაფერს კი დღეში მხოლოდ 20 წუთი სჭირდება და შედეგი ფანტასტიკურია.

მიჰყევით ამ მარტივ ვარჯიშებს და გააუმჯობესეთ სისხლის მიმოქცევა 100%-ით.

ცუდი ცირკულაციის ძირითად სიმპტომებს შორისაა: ტკივილი ფეხებში სიარულის დროს, კრუნჩხვები ხელებში, უკიდურესად ცივი ფეხები, ტკივილი ბარძაყის არეში, ფეხის ძლიერი დაბუჟება, ნაწიბურები.

ამ ვარჯიშების გამოყენებამდე აუცილებელია ცხოვრების წესის შეცვლა. დაკავდით სპორტით, გააუმჯობესეთ დიეტა და შეინახეთ სხეული დატენიანებული. ეს უზრუნველყოფს სწორ სისხლის ნაკადს მთელს სხეულში.

- სიარული:

როდესაც ფეხით გადავაადგილდებით, კუნთები იკუმშება და დუნდება ისეთნაირად, რომ ამ პროცეს შეუძლია სისხლის გადატუმბვის სტიმულირება. ასევე იმისდა გამო, რომ თქვენ ამ მეთოდით ასევე შეგიძლიათ შეამციროთ არტერიული წნევა, დარწმუნდით, რომ კვირაში მინიმუმ 2-3 ჯერ მაინც ივლით ფეხით.

- ცურვა:

ცურვა მოიცავს ყველა კუნთს და ასტიმულირებს სისხლის ნაკადს. ეს კარგია ყველა ასაკის ადამიანისთვის, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია მათთვის, ვისაც აქვს სახსრებისა და კუნთების გარკვეული პრობლემები.

- იოგა:

ესაა კარგი სუნთქვის კონტროლის ტექნიკა, რომელიც აუმჯობესებს მთელ სისხლში ჟანგბადის კონცენტრაციას და ასევე დიდ გავლენას ახდენს მთელ სისხლის მიმოქცევაზე.

- ველოსიპედი და ცეკვა: ველოსიპედით სიარული დაგეხმარებათ გააუმჯობესოთ სისხლის მიმოქცევა მთელს ქვედა ტანში. ცეკვა კი ასევე ხელს უწყობს სისხლის მიმოქცევის გაუმჯობესებას.

Facebook კომენტარები

ფრენის კომპენსაცია
ფრენის კომპენსაცია