რა იწვევს აკნეს და როგორ ვებრძოლოთ მას?! ეს რეცეპტები დაგეხმარებათ
აკნეს ძირითადი გამომწვევი მიზეზები ძირითადად, ცხიმოვანი ჯირკვლებისა და თმის ფოლიკულის პათოლოგიაა. აკნესთან კვება დაკავშირებული არ არის, უბრალოდ არსებულ დაავადებას ალერგიული საკვების მიღება კიდევ უფრო აღიზიანებს. ხელი უნდა შევუწყოთ, რომ აკნეს გაღიზიანება არ მოვახდინოთ, უნდა მოვერიდოთ ცხარე საკვებს, ტკბილეულს, შოკოლადსა და ასეთ საკვებს. საჭიროა, სწორად შევარჩიოთ, დასაბანი გელები, გამწმენდები, დღის და ღამის კრემები, იმისთვის, რომ ცხიმიანობის შემცირება მოვახდინოთ.
1. ადგილები, სადაც აკნე გაქვთ, დღეში ორჯერ, ნაზად, სახის თქვენი კანისთვის შესაბამისი გამწმენდით ჩამოიბანეთ (სახის კანს ნუ გამოიშრობთ, რადგან ამან ანთებით პროცესს, შესაძლოა, ხელი შეუწყოს);
2. გამოიყენეთ მზისგან დამცავი კრემები და ჰიპოალერგიული კოსმეტიკა;
3. არ გამოიყენოთ ფორების შემკვრელი ნივთიერებები და ტონიკები, რომლებიც სახის კანს აშრობს;
4. ნუ აწვალებთ მუწუკებს, რადგან ისინი მორჩენის შემდეგ კანზე ნაწიბურებს ტოვებს;
5. ეცადეთ, არ ჩავარდეთ დეპრესიაში, რადგან ეს კანზე პირდაპირ აისახება;
6. აუცილებლად დაიწყეთ დროულად მკურნალობა. სცადეთ სახლში თაფლისა დარიჩინის ნიღაბი. მართალია, თაფლის სახეზე წასმა კონსისტენციის გამო სასიამოვნო არაა, მაგრამ ის ეფექტური ანტიბაქტერიული საშუალებაა. დარიჩინი კი მიკრობებს კლავს. ამ ორი ჯადოსნური ინგრედიენტის კომბინაცია თქვენს კანზე ინფექციის გაჩენის შანსს მინიმუმამდე დაიყვანს.
ორი ჩაის კოვზი თაფლი და ერთი ჩაის კოვზი დარიჩინი აურიეთ ერთმანეთში და წაისვით სახეზე, 10-15 წუთში კი ჩამოიბანეთ თბილი წყლით.
კვერცხის ცილა ამცირებს აკნეს, რადგან ის გაჯერებულია სასარგებლო ვიტამინებით. გარდა ამისა, პროტეინი კანის დაზიანებულ უბნებსა და მოუშუშებელ ნაწიბურებსაც აღადგენს. დაგჭირდებათ 3-4 კვერცხის ცილა, რომელიც კარგად უნდა ათქვიფოთ. სახეზე პირველი ფენის დადებამდე სახე დაისველეთ თბილი წყლით, ყოველი მომდევნო ფენა დაიმატეთ მაშინ, როდესაც წინა კარგად გაშრება. 4-5 ფენის წასმის შემდეგ სახე კარგად ჩამოიბანეთ.
რძის პროდუქტების სიჭარბე სახის კანზე უარყოფითად მოქმედებს, მაგრამ თუ მას სახის ნიღაბში გამოიყენებთ, სახის კანზე დამამშვიდებელ ეფექტს იგრძნობთ. ერთი სუფრის კოვზი მაწონი და თაფლი აურიეთ ერთმანეთში და წაისვით სახეზე. ნიღაბი კარგად რომ გაშრება, ჩამოიბანეთ. მასთან ერთად სახიდან მოიცილებთ კანის მკვდარ უჯრედებსა და მავნე ბაქტერიებს.
შეურიეთ კეფირი და შვრიის ფაფა, რომელსაც მანამდე დააბლენდერებთ, დაამატეთ ლიმონის წვეთი, მიღებული მასა წაისვით სახეზე 20 წუთის განმავლობაში გაიჩერეთ და ჩამოიბანეთ.
მუწუკების ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური ხალხური საშუალებაა გვირილის ინფუზია. 1 ჩაის კოვზ გვირილას დაასხით ერთი ჭიქა მდუღარე წყალი, გააჩერეთ 30 წუთი და გაწურეთ.
შემოგვიერთდით ხალხური მედიცინის საჯარო ჯგუფში. მიიღეთ სასარგებლო რჩევები ჯანმრთელობისა და თავის მოვლის შესახებ.
Vap.ge არის სივრცე, რომელიც გთავაზობთ რჩევებს ჯანმრთელობის, თავის მოვლისა და ყოველდღიური საქმიანობის შესახებ. ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ინფორმაცია ისეთი ნატურალური საშუალებებისა და რეცეპტების შესახებ, რომლებიც დაგეხმარებათ გაიუმჯობესოთ ჯანმრთელობა, გახდეთ უფრო ლამაზები და გაიმარტივოთ ყოველდღიური საქმეები. რაც მთავარია, ამ ყველაფერს აკეთებთ სახლში, სიამოვნებას იღებთ პროცესით და ზოგავთ საკმაოდ დიდი თანხას.
ბევრი ინფორმაცია, რომელსაც ჩვენი საიტიდან შეიტყობთ, თქვენი ყოველდურობის ნაწილი გახდება. თქვენს გამოცდილებას გაუზიარებთ ახლობლებსაც და კიდევ უფრო მეტ ადამიანს გავუმარტივებთ ყოველდღიურობას. Vap.ge დაგარწმუნებთ, რომ სულაც არ არის ძვირადღირებული პროცედურები ან პროდუქტები საჭირო იმისათვის, რომ იყოთ ჯანმრთელები, ლამაზები და საუკეთესო დიასახლისები. თქვენ სახლის პირობებშიც შეგიძლიათ მიაღწიოთ სასურველ შედეგებს ისეთი საშუალებების დახმარებით, რომლებიც ყველას სამზარეულოში თუ ეზოში მოიპოვება.
Vap.ge-ზე გამოქვეყნებული რეცეპტები და რჩევები არ არის საზიანო ჯანმრთელობისთვის. თუმცა, სასურველია, რომელიმე სამკურნალო რეცეპტის გამოყენებამდე კონსულტაცია გაიაროთ ექიმთან.