ჟოლოს ფოთლების სამკურნალო თვისებები!..

2903

ჟოლოს ფოთლების სამკურნალო თვისებები!..

ორგანული მჟავების არსებობა ჟოლოში (ვაშლის, ღვინის, ლიმონის) მნიშვნელოვნად ასტიმულირებს საჭმლის მონელებას და, გარდა ამისა, მავნე გავლენას ახდენს მიკროორგანიზმებზე, ვირუსებსა და სოკოებზე, რითაც ამცირებს ნაწლავური ინფექციების განვითარების ალბათობას.

ფოთლების მოსავლის აღება უნდა ჩატარდეს 1 აგვისტოდან 10 აგვისტომდე, როდესაც ის მაქსიმალორად სავსე იქნება სამკურნალო და სასარგებლო თვისებებით. ფოთლები უნდა მოიჭრას ყლორტის ზემოდან, დაახლოებით 15-20 სმ. უმჯობესია ველური ჟოლოს ფოთლების მოსავალი, რადგან ის უსწრებს ბაღის ჟოლოს საკვები ნივთიერებების შემცველობით. შემდგომ ფოთლები გააშრეთ ჩრდილში და დაკეპვის გარეშე მოათვასეთ ცელოფნებში.ჟოლოს სასარგებლო თვისებები ორგანიზმს ნოემბრიდან აპრილის ბოლომდე ჟოლოს ფოთლის ჩაის მიღებით გადაეცემა. ეს ჩაი მზადდება შემდეგნაირად: ჩაიდანში მოათავსეთ ფოთოლი, დაასხით მდუღარე წყალი (300 - 350 მლ) და შედგით ორთქლის აბაზანაზე 10 - 15 წუთის განმავლობაში. შემდეგ კი ნახარში გაფილტრეთ და გააცივეთ

ნახარშს შაქარი არ უნდა დაუმატოთ, უმჯობესია დალიოთ თაფლიან პურთან ერთად. ჩაის დასალევად საუკეთესო დროა საღამო, დაძინებამდე მინიმუმ 30 წუთით ადრე.

ჟოლოს სამკურნალო თვისებები:

ყველა თავისდა მიხედვით განსაზღვრავს ჩაიში ჟოლოს ფოთლების კონცენტრაციას. ყოველთვის არ არის საჭირო ჟოლოს ნახარშის გამოყენება, მაგრამ პერიოდულად - დალიეთ 15 დღე, 10 დღიანი შესვენება. და ასე მთელი ზამთარი.

რა თქმა უნდა, დღესდღეობით უამრავი სამკურნალო საშუალების მოძიებაა შესაძლებელი, რომლებიც უფრო ეფექტურიც კია. მაგრამ ჟოლოს სარგებელი ისაა, რომ მას, პირველ რიგში, ესტროგენის მსგავსი ეფექტი აქვს, ანუ გარკვეულწილად აახალგაზრდავებს მთელ სხეულს. გარდა ამისა, ის უფრო ხელმისაწვდომია.

Facebook კომენტარები

ფრენის კომპენსაცია
ფრენის კომპენსაცია