იცოდით, რომ ჭინჭარი არის ღირებული მულტივიტამინური მცენარე, ვიტამინების ერთგვარი ბუნებრივი კონცენტრატი !

761

იცოდით, რომ ჭინჭარი არის ღირებული მულტივიტამინური მცენარე, ვიტამინების ერთგვარი ბუნებრივი კონცენტრატი !

ჭინჭარი – ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული მცენარეა, ცნობილია დედამიწის ყველა კონტინენტზე. ჭინჭარი შეიცავს შემდეგ ვიტამინებს: В, С, Е, К და კაროტინს.

ასკორბინის მჟავით განსაკუთრებით მდიდარია ახალგაზრდა, გაზაფხულზე ამოსული ჭინჭარი. მდიდარია კალციუმით და ჰლოროფილით, რომელიც შეიცავს მაგნიუმს. ის არამარტო ჯანსაღია, არამედ გემრიელიცაა, ოდითგანვე გამოიყენება სუპების, პიურეს და სალათების მოსამზადებლად.

ჭინჭარი წმენდს ორგანიზმს ტოქსინებისგან, ამაღლებს სისხლში ჰემოგლობინს და ააქტიურებს ყველა ორგანოს და სისტემის მუშაობას.

გამოკვლევებმა აჩვენა, რომ ჭინჭრის წვენი სასარგებლოა ანემიის, ავიტამინოზის, შაკიკის, კანზე გამონაყარის დროს. ყოველდღიურად მისი გამოყენება ძალიან კარგია ძვლების გასამაგრებლად, ღვიძლის, შარდის ბუშტის, სასუნთქი გზების გასაწმენდად, აუმჯობესებს ბუასილის მდგომარეობას, ეხმარება ისეთ დაავადებებს, როგორიცაა: ათეროსკლეროზი, რევმატიზმი, პოდაგრა, დიაბეტი, პროსტატა, გასტრიტი, გულსისხლძარღვთა დაავადებები. ჭინჭარს გააჩნია ანტიკანცეროგენური თვისებებიც.

ამიტომ ისეთი დაავადებების დროს, როგორიცაა კუჭის სიმსივნეები და წინამდებარე ჯირკვლის ჰიპერპლაზია, რეკომენდებულია ჭინჭრის და  თაფლის გამოყენება, რომელიც მზადდება შემდეგნაირად: 1 ლ ახლადდაწურულ ჭინჭრის წვენს დაამატეთ 200 გ თაფლი, მიიყვანეთ ადუღებამდე და გადმოდგით. როცა გაცივდება მიიღეთ 1 ს.კ. დღეში 2-ჯერ 1 თვის განმავლობაში.

თუ არ გაქვთ იმის შესაძლებლობა, რომ ყოველდღიურად ამზადოთ ჭინჭრის ახალი წვენი, შეგიძლიათ მოამზადოთ ჭინჭრის ექსტრაქტი. ამისათვის აპრილი-მაისში მოჭერით 20 სმ სიგრძის ჭინჭრის ქორფა ღეროები ფოთლებთან ერთად, კარგად გარეცხეთ, დააქუცმაცეთ, ჩაყარეთ 3 ლიტრიან ქილაში (მჭიდროდ არა) და დაასხით პირამდე ცივი ანადუღარი წყალი. 10 საათის შემდეგ მიიღეთ 1 ჭიქა 2-ჯერ დღეში.

თმის ცვენის დროს აიღეთ 1 სუფრის კოვზი ჭინჭრის ფოთოლი, დაასხით 200 მლ (1 ჩაის ჭიქა) მდუღარე წყალი, გააჩერეთ 1,5 სთ, გაწურეთ შეიზილეთ ნაყენი ახალადაბანილ და გამშრალ თმაში კვირაში ერთხელ, ხანგრძლივი დროის განმავლობაში.

ჭინჭარი ნივთიერებათა ცვლის დასარეგულირებელი და გასახდომი საშუალებაა. ამისთვის – 1 სადილის კოვზ წვრილად დაჭრილ ჭინჭარს დაასხით ერთი ჭიქა ადუღებული წყალი, გააჩერეთ 10-15 წუთი, გადაწურეთ და გააცივეთ. მიიღეთ ყოველი ჭამის წინ.

ცხვირიდან სისხლდენის ან მოჭარბებული მენსტრუაციის დროს სვამენ ახალგამოწურულ ჭინჭრის წვენს, 1 ჩაის კოვზი – 3-ჯერ დღეში. წვენით ასევე შეგიძლიათ მოიბანოთ ცხვირი.

Facebook კომენტარები

ფრენის კომპენსაცია
ფრენის კომპენსაცია