რატომაა ასე მნიშვნელოვანი ორგანიზმში ჟანგბადის დონის ამაღლება?

933

რატომაა ასე მნიშვნელოვანი ორგანიზმში ჟანგბადის დონის ამაღლება?

ჩვენი სხეულის ყველა უჯრედი საჭიროებს ჟანგბადის უწყვეტ მიწოდებას, სადაც იგი გამოიყენება სხვადასხვა მეტაბოლურ რეაქციებში. როდის სჭირდება ჩვენს ორგანიზმს მეტი O2 და როგორ გავზარდოთ მისი დონე ორგანიზმში?

დიეტოლოგმა ტატიანა ფიალკოვამ ისაუბრა დოქტორ ოტო ვარბურგის მიერ ჩატარებულ საინტერესო კვლევაზე (ამ კვლევას ნობელის პრემია მიენიჭა).

მან აღმოაჩინა, რომ არცერთი დაავადების გამომწვევ ვირუს, ბაქტერიას ან სოკოს არ შესწევს უნარი იარსებოს ჟანგბადით სავსე გარემოში. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ყველა დაავადების გამომწვევი "აგენტი" აქტიურია იმ ორგანიზმში, რომელიც ცუდადაა მომარაგებული O2-ით.

ჩვენგან უმეტესობას წლებია აწუხებს O2-ის მუდმივი ნაკლებობა 👉 მოძრაობის შეზღუდვა + საკვები, რომელიც ამცირებს სისხლის pH-ს.

მრავალი წლის განმავლობაში ორჯერ (!) ნობელის პრემიის აღმოჩენამ მეცნიერულ სამყაროში კამათი გამოიწვია. ცოტა ხნის წინ, ბოსტონის კოლეჯის და ვაშინგტონის უნივერსიტეტის სამედიცინო სკოლის მკვლევარებმა მიიღეს ახალი მტკიცებულება ოტო ვარბურგის თეორიის მხარდასაჭერად. ჩვენ შეგვიძლია გამოვიყენოთ ეს ინფორმაცია მხოლოდ ჩვენი და საყვარელი ადამიანების სასარგებლოდ.

სხეულში O2%-ის გაზრდა მარტივია:

- გაატარეთ ბუნებაში რაც შეიძლება დიდი დრო. დაიძინეთ სუფთა ჰაერზე.

- მეტი ფიზიკური აქტივობა. აერობული დატვირთვები.
- საკვები, რომელიც ხელს უწყობს სისხლის pH-ის ნორმალიზებას - უმი მცენარეული საკვები, ბოსტნეულის წვენები.
- დიეტაში შეამცირეთ საკვები, რომელიც მკვეთრად ცვლის სისხლის pH-ს მჟავე მხარეს: ხორცი, რძის პროდუქტები, ფქვილის პროდუქტები და ყველა სახის ტკბილეული.

უნდა აღინიშნოს, რომ ყველაზე ეფექტური ბუნებრივი მინერალი, რომელიც ხელს უწყობს სისხლის pH-ის შენარჩუნებას არის Ca. მაგრამ ის ამავდროულად ყველაზე რთულად მოსანელებელი მინერალიცაა. და ყოველ მეორე ადამიანს აქვს ორგანიზმში მისი დეფიციტი. Ca შეიწოვება მხოლოდ მაგნიუმის თანდასწრებით, 1:2 თანაფარდობით (+ ორგანიზმში D ვიტამინის საკმარისი რაოდენობით და ნაღვლის სადინარში კარგი ნაღვლის აქტივობით). ასევე ბოსტნეულის მწვანე ფოთლებში Mg და Ca-ის იდეალური თანაფარდობაა წარმოდგენილი. ამიტომაც გირჩევთ მიირთვით ბევრი ახალი მწვანილი, საკვებ რაციონს დაამატეთ სეზამის სოუსი/ტაჰინი სალათებს, ასევე დაფქული ყაყაჩოს თესლი და ნუში.

ასევე საკვებ რაციონს შეგიძლიათ დაამატოთ ლეღვი, რომელიც ასევე ძალიან სასარგებლო ტკბილეულია, როგორც ახალი, ასევე ჩირის სახით. ის ვიტამინების და მიკროელემენტების ნამდვილი საწყობია, რაც საშუალებას აძლევს ორგანიზმს შეინარჩუნოს სიჯანსაღე.

ჯანმრთელობას გისურვებთ!

Facebook კომენტარები

ფრენის კომპენსაცია
ფრენის კომპენსაცია