არ გამოიყენოთ ეს მეთოდი, გაეცანით ექიმის რჩევას, რომელიც გვასწავლის ყურების გასაწმენდად ყველაზე ეფექტურ გზას
ფრთხილად იყავით!
მიუხედავად იმისა, რომ ესაა ერთ-ერთი ყველაზე ხშირად გამოყენებული პირადი მოვლის ნივთი, ბამბის ჩხირებს უფრო მეტი ზიანის მოტანა შეუძლია, ვიდრე სიკეთის. ფაქტია, რომ ჩვენ ვიყენებთ ბამბის ჩხირებს ყურის ცვილისა და ნარჩენების მოსაშორებლად, მაგრამ ამით უფრო მეტ ზიანს ვაყენებთ ორგანიზმს, ვიდრე წარმოგვიდნენია.
ბამბის ჩხირების გამოყენებამ, განსაკუთრებით არასწორი მიმართულებით, შეიძლება გამოიწვიოს სერიოზული პრობლემები, როგორიცაა ყურის არხის ბლოკირება ან ყურის ინფექციიების განვითარება
ხშირად ადამიანები ბამბის ჩხირების გარდა მიმართავენ ყურის გასუფთავების სხვა მეთოდებსაც , რაც ასევე შეიძლება საკმაოდ საშიში აღმოჩნდეს. ამერიკელი პედიატრის, დოქტორ დევიდ გილის თქმით, ყურის ცვილი არასოდეს უნდა მოვიშოროთ ძალით. ის ასევე გვირჩევს სხვა უფრო ეფექტური მეთოდების გამოყენებას. ერთ-ერთი ასეთი გზაა ცვილის მოცილებისთვის ზეთის გამოყენება.
თუ საქმე გაქვთ ყურის ცვილის ზედმეტად დიდი რაოდენობის დაგროვებასთან, პირველი რაც უნდა გააკეთოთ არის მისი დარბილება ცოტაოდენი ზეთის დახმარებით. ამისათვის დაასველეთ ბამბის პატარა დისკი ზეთში, შემდეგ ნაზად მოათავსეთ ყურში, მაგრამ არც ისე ღრმად.
რას გააკეთებთ შემდეგ: ოდნავ შეანჯღრიეთ თავი (ისევე, როგორც თქვენ ცდილობთ ყურიდან წყლის გამოდევნას ბანაობის შემდეგ), ისე, რომ ყურის ცვილი ყურის ღიობისკენ გადმოსრიალდეს. 2-3 წუთის შემდეგ ყურში მოათავსეთ ზეთის რამდენიმე წვეთი და შემდგომ უკვე ნაზი, წრიული მოძრაობით ეცადეთ ცვილის მოშორებას! მთავრია გამოიჩინოთ სიფრთხილე.
ერთი შეხედვით უმარტივესმა ქმედებამ შესაძლოა საკმაოდ სერიოზული საფრთხე შეგიქმნათ ამიტომ გთხოვთ ნუ უგულებელყობთ ჩვენს რჩევებს!
ჯანმრთელობას გისურვებთ!