გსურს ძლიერი იმუნიტეტი? მოამზადეთ “ჯანმრთელობისვის საოცარი ნაზავი” – 2 უნიკალური რეცეპტი უფროსებისთვის და ბავშვებისთვის! რეცეპტები

1776

გსურს ძლიერი იმუნიტეტი? მოამზადეთ "ჯანმრთელობისვის საოცარი ნაზავი" - 2 უნიკალური რეცეპტი უფროსებისთვის და ბავშვებისთვის! რეცეპტები

"ჯანმრთელობის ნაზავი" არის ის, რაც ახლა ძალიან გვჭირდება! იმუნიტეტი გაძ₾იერდება100%- ით, აუცილებლად სცადეთ!

მოგეხსენებათ, ჩვენს ორგანიზმში არსებობს ჯანმრთელობის დაცვის მთელი სისტემა, რომელსაც იმუნიტეტი ეწოდება.

იმუნიტეტი უჯრედულ დონეზე ბარიერს უქმნის ნებისმიერ უცხო ცილას, იქნება ეს ვირუსები, ბაქტერიები თუ უცნობი საკვები! ესაა ძალიან რთული სისტემა, რომელიც საჭიროებს ზრუნვას.

მაგრამ ყველა საშუალება, რომელსაც რეკლამა ან ფარმაცევტის რჩევა გვაკისრებს, არ იქნება სასარგებლო. უფრო ხშირად ის უსარგებლოა იმუნიტეტის მდგომარეობის წამიერი ცვლილების გამო.

მხოლოდ ადამიანის სხეულის მძიმე პირობები და მისი ანალიზების გარკვეული ცვლილებები მოითხოვს მედიკამენტების გამოყენებას, რომლებსაც ექიმი დანიშნავს.

მაგრამ არის საკვები, რომელიც სასარგებლო გავლენას ახდენს საჭმლის მონელებაზე, ჰემატოპოეზზე, სისხლის მიმოქცევაზე, ძილსა და ადამიანის განწყობაზე, რითაც აძლიერებს ჩვენს ჯანმრთელობას. ეს პროდუქტები ყველასათვის თანაბრად ხელმისაწვდომია, შესაფერისია როგორც მოზრდილებისთვის, ასევე სამი წელზე უფროსი ასაკის ბავშვებისთვისაც.

გთავაზობთ ასეთი ჯანსაღი ნარევების ორ რეცეპტს, რომელთა მომზადებაც მარტივიცაა და მოსახერხებელიც, ხოლო ეფექტურობის გამო მათ „ჯანმრთელობის ბომბს“ უწოდებენ.

საოცარი ნაზავი ბავშვებისთვის:

ინგრედიენტები:

- 100 გრ ქიშმიში, 150 გრ თხილი
- 100 გრ ნუში, 2 მთლიანი ლიმონი
- 100გრ ხმელი გარგარი, 100 გრ ქლიავი
- 250-300 გრ თაფლი

მომზადება:

გაატარეთ ხორცსაკეპ მანქანაში (შეგიძლიათ დაფქვათ ბლენდერში ან კვების პროცესორშიც): ქიშმიში, ნიგოზი, ნუში, ლიმონი, ქლიავი და გარგრის ჩირი. დაუმატეთ თაფლი და კარგად აურიეთ. გადაიტანეთ მინის ან კერამიკულ ჭურჭელში, გააჩერეთ ბნელ ადგილას 1-2 დღით.

გამოიყენეთ 3 წელზე უფროსი ასაკის ბავშვებისთვის: დღეში 1 ჩაის კოვზი, უფროსი ასაკის ბავშვებისთვის კი- დღეში 1-2 ჩაის კოვზი. შეინახეთ მაცივარში.

მხოლოდ მოზრდილებისთვის:

ინგრედიენტები:

- 200გრ გამხმარი გარგარი
- 200 გრ ქლიავი, 200 გრ ლეღვის ჩირი
- 200 გრ თხილი, 1 ლიმონი
- 50 მლ კონიაკი, 250 გრ თაფლი

მომზადება:

ჩირი და ლიმონი ერთად გაატარეთ ხორცსაკეპ მანქანაში, დაუმატეთ თაფლი და კონიაკი. კარგად აურიეთ, გადაიტანეთ მინის ან კერამიკულ ჭურჭელში. შეინახეთ მაცივარში.

მიიღეთ 1 სუფრის კოვზი ყოველი ჭამის წინ.

თუ ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები გაქვთ, მაშინ ნებისმიერი ხალხური საშუალების გამოყენებამდე რეკომენდებულია ექიმთან კონსულტაცია.

Facebook კომენტარები

ფრენის კომპენსაცია
ფრენის კომპენსაცია