“როდესაც ბავშვებს ძლიერი ხველა აწუხებთ, მე ერთ ღამეშივე ამ მეთოდით ვმკურნალობ მათ!”. .

3749

"როდესაც ბავშვებს ძლიერი ხველა აწუხებთ, მე ერთ ღამეშივე ამ მეთოდით ვმკურნალობ მათ!". .

ზამთრის სეზონზე როდესაც ვირუსები ყველაზე აქტიურ ფაზაში არიან, გაციებისკენ ყველაზე მეტად მიდრეკილები სწორედ ბავშვები არიან, რომელთა იმუნური სისტემა ჯერ არც თუ ისე ძლიერია.

მათ შორის კი ყველაზე გავრცელებული ქრონიკული ხველაა – პრობლემა, რომელიც უდიდეს დისკომფორტს გვიქმნის და მოსვენების საშუალებას არ გვაძლევს. ამ მდგომარეობის საკურნალოდ ხსირად სააფთიაქო საშუალებებს იყენებენ სიროფების სახით, თუმცა სამწუხაროდ მათ საკმაოდ ბევრი გვერდითი ეფექტი ახასიათებთ რის გამოც ღირს მათი გამოყენებისგან თავი შევიკავოთ, განსაკუთრებით კი მაშინ როდესაც საქმე ჩვენი შვილების ჯანმრთელობას ეხება

ამის ნაცვლად ეცადეთ გამოიყენოთ თან ბევრად ბიუჯეტური და თან ნატურალური საშუალებები, რომელთა ეფექტიც არანაკლებ გასაოცარია!

სწორედ ასეთი საშუალება უნდა გაგაცნოთ დღეს და ეს ჯანჯაფილის კომპრესია – საშუალება, რომელიც მარტივად, თანაც მინიმალურ დროში გაუმკლავდება პრობლემას. აღნიშნული მეთოდი აბსოლუტურად უსაფრთხოა და შეგიძლიათ, თამამად გამოიყენოთ თქვენი შვილებისთვის. მეც უკვე არა ერთი წელია ამ საშუალების ხშირი მომხამრებელი ვარ და შედეგით ყოველთვის კმაყოფილი ვიყავი!

მოდით უკეთ გავეცნოთ თუ როგორ დავამარცხოთ ძლიერი ხველა:

თქვენ დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები: 

  • 1 ს.კ. დაფქვილი ჯანჯაფილი (იგივე კოჭა)
  • 1 ს.კ. ზეითუნის ზეთი
  • 1 ს.კ. ფქვილი
  • ქაღალდის ხელსახოცები
  • დოლბანდი
  • მარლა

გამოყენების წესი შემდეგია:

თავდაპირველად დაუმატეთ ფქვილს ზეითუნის ზეთი და ურიეთ კარგად ერთგვაროვანი მასის მიღებამდე.

შემდგომ უკვე ფქვილისა და ზეთის ნარევში ჩაამატეთ მითითებული რაოდენობით თაფლი და კიდევ ერთხელ კარგად მოურიეთ.

ამავდროულად კარგად გარეცხეთ ჯანჯაფილი და გაასუფთავეთ ის კანისგან, ხოლო უკვე გასუფთავებული დაჭერით პატარა კუბიკებად და გაატარეთ ნივრის საჭყლეტში ან გახეხეთ წვრილ სახეხზე. ამი შემდგომ კი დაუმატეთ ის თაფლის, ფქვილისა და ზეთის ნარევს. ურიეთ იქამდე, სანამ ყველა ინგრედიენტი ერთმანეთში ბოლომდე არ გაიხსნება.

ბოლოს უკვე გადაკეცეთ მარლა 7 ფენად და მის ერთ ნახევარზე დაიტანეთ მომზადებული მასა. გადაკეცეთ მარლის კუთხეები და დააფიქსირეთ ის პლასტირით, რათა შიგთავსი გარეთ არ გადმოიღვაროს.

ბავშვს დააფინეთ მზა კომპრესი მკერდზე და ზემოდან შემოახვიეთ დოლბანდი ან დააფიქსირეთ კვლავ პლასტირების გამოყენებით. კომპრესი სამოქმედოდ მაქსიმუმ 3 საათით დატოვეთ. ხოლო ზრდასრული პაციენტების შემთხვევაში, ჯანჯაფილის კომპრესის მთელი ღამით დატოვებაა რეკომენდებული.

გაფრთხილება: მოცემული საშუალება უკუჩვენებითია თქვენთვის, თუ რეცეპტში შემავალი რომელიმე ინგრედიენტის მიმართ ალერგიული ხართ!

Facebook კომენტარები

ფრენის კომპენსაცია
ფრენის კომპენსაცია