დღევანდელ სტატიაში გვინდა გიამბოთ წარმოუდგენლად გემრიელი სასმელის შესახებ, რომელიც ბევრისთვის სიახლეც კი იქნება! გსმენიათ მანდარინის ჩაის სარგებელზე?. .

440

დღევანდელ სტატიაში გვინდა გიამბოთ წარმოუდგენლად გემრიელი სასმელის შესახებ, რომელიც ბევრისთვის სიახლეც კი იქნება! გსმენიათ მანდარინის ჩაის სარგებელზე?. .

სიმართლე რომ გითხრათ, მანდარინის ჩაის შესახებ მეც ცოტა ხნის წინ გავიგე. ხოლო ახლა მინდა თქვენც გაგიზიაროთ მისი სასარგებლო თვისებების შესახებ.

მიუხედავად იმისა, რომ მანდარინი ისედაც საკმაოდ ტკბილია, 100 გრამი ციტრუსი მხოლოდ 35 კალორიას შეიცავს. ამასთან ერთად მანდარინი შეიცავს უჯრედისს, პექტინს და ფლავანოიდებს, რომელიც არეგულირებენ სისხლში შაქრის და ქოლესტერინის დონეს. მანდარინის რბილობი კი დამატებით აუმჯობესებს ნაწლავების მუშაობას. სწორედ ამიტომ მას შეუძლია დაგეხმაროთ ზედმეტი წონის მოცილებაშიც კი.

ხოლო მანდარინის კანი არანაკლებ სასარგებლოა. სწორედ მისი კანისგან მომზადებული ჩაი დაგეხმარებათ სისხლში შაქრის დონის დარეგულირებაში და კუჭ-ნაწლავის მუშაობის გაუმჯობესებაში. ამ სასმელის რეგულარული გამოყენება ხელს უწყობს ცხიმების დაშლის პროცესს. თუმცა თუ თქვენ გაწუხებთ კუჭის წყლული ან კუჭ-ნაწლავის ტრაქტის სხვა დაავადებები, ჯობია თავი შეიკავოთ ამ სასმელის მიღებისგან.

მანდარინის ჩაის მომზადება ძალიან მარტივია. კარგად გარეცხეთ ციტრუსი და განაცალკევეთ რბილობისგან. კანი კი დაჭერით კვადრატებად, გადაიტანეთ ფურცელზე და გადაანაწილეთ თანაბრად. გააშრეთ გამათბობებლში ერთი დღე მაინც.

გამომშრალ კანს კი დაასხით ადუღებული წყალი და გააჩერეთ 30 წუთით. მისი ჩამატება კი შავ ან მწვანე ჩაიშიც შეგიძლიათ. მანდარინის ჩაი უნდა დალიოთ 1-2 კვირის განმავლობაში ყოველდღე.

ამრიგად ჩვენ გირჩევთ არ გადაყაროთ მანდარინის კანი და მოამზადოთ მისგან უგემრიელესი და ძალიან სასარგებლო ცხელი სასმელი, რომელიც არა მარტო წონის დაკლებაში დაგეხმარებათ არამედ ზამთრის ცივ ამინდშიც მშვენივრად გაგათბობთ!

Facebook კომენტარები

ფრენის კომპენსაცია
ფრენის კომპენსაცია