ბაბუაწვერას ფესვები 12 დაავადების წინააღმდეგ. მოამზადეთ საოცარი ნაყენი მარტივად

1118

ბაბუაწვერას ფესვები 12 დაავადების წინააღმდეგ. მოამზადეთ საოცარი ნაყენი მარტივად

ბაბუაწვერა არის მრავალწლიანი ბალახოვანი მცენარე. მიეკუთვნება რთულყვავილოვანთა ოჯახს. იზრდება 5 – 50 სმ. სიმაღლის. აქვს მსხვილი მთავარღერძა ფესვი. ფოთლები მწვანეა და აქვს დაკბილული ფორმა. მათი სიგრძე მერყეობს 10 – 25 სმ. ხოლო სიგანე 1.5 – 5 სმ.

ყვავილები გამოაქვს მაისში ან ივნისში. ყვავილის ფერი შეიძლება იყოს როგორც ყვითელი ასევე ოქროსფერი. ყვავილობის შემდეგ იკეთებს ნაყოფს (თესლურა), რომლის ფერია ღია – წაბლისფერი. ხოლო ნაყოფის სიგრძე 3 – 4 სმ.

ბაბუაწვერას ფესვების  შემადგენლობა

შეიცავს: ინულინს, სტერინს, ნიკოტინ მჟავას, ვაშლის მჟავას, გლიკოზიდებს, ქოლინს, სტერინებს, ფისებს, კაუჩუკს, ცხიმოვან ზეთს.

ბაბუაწვერას დადებითი თვისებები:

ბაბუაწვერას ფესვები გამოიყენება ხალხურ მედიცინაში ნაყენის სახით. ქვემოთ მოცემულია ფესვებისგან ცხელი ნაყენის დამზადების წესი. ასევე ქვემოთ ჩამოთვლილია მისი თვისებები და ის დაავადებები რომელთა განკურნებაშიც დაგეხმარებათ ფესვების ნაყენი.აუმჯობესებს კუჭ–ნაწლავის მოქმედებას, აძლიერებს მადას, ღვიძლის დაავადება, არის კარგი ნაღველმდენი, სიცხის დამწევი, ოფლმდენი.

შარდმდენი, ბუასილი, ძირმაგარები.

ფერისმჭამელები, კანზე გამონაყარი, ყაზბობის დროს.

ბაბუაწვერას ნაყენის  მომზადების წესი 

ცხელი ნაყენის დამზადება.

აიღეთ 10 გრამი (1 სუფრის კოვზი) დაქუცმაცებული ხმელი ბაბუაწვერას ფესვები, მოათავსეთ მინის ან ემალის ჭურჭელში და დაასხით 200 მილილიტრი ადუღებული (მდუღარე) წყალი. შეფუთეთ და გააჩერეთ 2 სთ. შემდეგ გადაწურეთ და მიიღეთ 50 მლ დღეში 4 – ჯერ ჭამამდე 30 წუთით ადრე.

გაფრთხილება: 

– არ გამოიყენოთ ორსულობის დროს.

– არ მიიღოთ 18 წლის ქვევით ასაკის მქონე ბავშვებმა.

– არ მიიღოთ თუ გაქვთ ალერგია ამბროზიაზე, გვირილაზე ან საერთოდ ყვავილებზე.

Facebook კომენტარები