ზედმეტად ხშირად გიწევთ საპირფარეშოში სიარული? აი რისი თქმა სურს თქვენს ორგანიზმს
ნორმალურად ითვლება დღის განმავლობაში რვაჯერ (სიფხიზლის დროს) და ღამით ერთჯერ. თუ დღეში ოთხზე ნაკლებად შარდავთ შეიძლება არასაკმარისი სითხის მიღება იყოს მიზეზი. ეს განსაკუთრებით ეხება იმ შემთხვევებს, როცა თქვენი შარდი არის ღია ან მუქი ყვითელი ფერის, რაც მიუთითებს გაუწყლოებაზე. თუ დღეში ოთხჯერ ან რვაჯერ მიდიხართ ტუალეტში და შარდი ღია ყვითელი ან სუფთაა, ეს კარგი მაჩვენებელია იმის შესახებ, რომ თქვენ სხეულს საკმარისად აქვს სითხე მიღებული და შარდის ბუშტი სწორად მუშაობს.
თუ უფრო ხშირად შარდავთ, ეს შეიძლება მიანიშნებდეს, რომ თქვენს შარდსასქესო სისტემაში რაღაც წესრიგში არ არის.
4 მიზეზი ხშირი შარდვის:
1. თქვენ ღებულობთ დიდი რაოდენობით კოფეინს. კოფეინი, რომელსაც შეიცავს ყავა, ჩაი და ზოგიერთი გამაგრილებელი სასმელი, ისინი არის შარდმდენი საშუალება, რაც ნიშნავს, რომ ამან შეიძლება გამოიწვიოს შარდვის გახშირება. ითვლება, რომ იგი ასტიმულირებს შარდის ბუშტის გლუვ კუნთებს და ასევე შეუძლია შარდის ბუშტის ქსოვილების გაღიზიანება, რამაც შეიძლება გამოიწვიოს უნებლიე შეკუმშვა. სცადეთ დღეში 3 ჭიქაზე ნაკლები კოფეინიანი სასმელის დალევა და ნახავთ შედეგს – თქვენი ტუალეტში გასვლა, სავარაუდოდ შემცირდება.
2. ინფექციები შარდის ბუშტში. ეს მტკივნეული ინფექციები ხდება ბაქტერიების შარდის ბუშტში შეღწევისას. ჩვეულებრივ ასეთ პრობლემებს თან ახლავს წვის შეგრძნება. ინფეციები შარდსასქესო გზიდან გადამდებია სქესობრივი კავშირისას. ასეთ შემთხვევაში უნდა მიმართოთ ექიმს.
3. სუსტი მენჯის კუნთები. მენჯის კუნთები ხელს უწყობენ საშარდე სისტემის მრავალ ორგანოს, შარდის ბუშტის ჩათვლით. მაგრამ თუ ეს კუნთები შესუსტდა – რაც ხდება ბუნებრივი მშობიარობის დროს და ასევე დროთა განმავლობაში სხეულის დაბერების გამო, ამის გამო გახშირდება შარდვა. ვარჯიშები მენჯის ძვლის კუნთების გასაძლიერებლად საუკეთესო გზაა. შეკუმშეთ მენჯის ძვლის კუნთები – თითქოს შარდის ნაკადის შეჩერებას ცდილობთ – სამი წამით. დაისვენეთ, შემდეგ რამდენჯერმე გაიმეორეთ.
4. ჰიპერაქტიური შარდის ბუშტი. ქალების დაახლოებით 15 პროცენტს აქვს ზედმეტად აქტიური შარდის ბუშტი. თუმცა ეს შეიძლება მოხდეს ნებისმიერ დროს. ერთ-ერთი ადრეული მკურნალობა არის შარდის ბუშტის ვარჯიში, რაც გულისხმობს ტუალეტის გამოყენებას გრაფიკით. დაიწყეთ შარდვა რეგულარული ინტერვალებით მთელი დღის განმავლობაში. თუ სასწრაფოდ დაგჭირდებათ მოშარდვა დაგეგმილ დროზე ადრე, შეეცადეთ აღკვეთოთ ეს სურვილი ვარჯიშების გაკეთებით. მას შემდეგ რაც გაუმჯობესდება ეს მდგომარეობა, კიდევ უფრო გაზარდეთ ინტერვალი.
თუ ამის გაკეთება გიჭირთ, მაშინ არსებობს მედიკამენტები, რომლებიც დაგეხმარებათ სურვილის შემცირებაში. მაგრამ ამ წამლებს აქვთ გვერდითი მოვლენები, როგორიცაა პირის სიმშრალე და ყაბზობა.
კიდევ ერთი ვარიანტია საკრალური ნერვის სტიმულატორი, კარდიოსტიმულატორის ზომის მოწყობილობა, რომელიც ქირურგიულად იდება თქვენს დუნდულოში და უკავშირდება ქვედა ზურგის ნერვს. ის ელექტრონულ იმპულსებს აგზავნის ნერვში, რათა გაუმკლავდეს სურვილს. თუ თქვენ სცადეთ და შეამცირეთ სითხისა და კოფეინის მიღება, მაგრამ მაინც ბევრს შარდავთ, ეწვიეთ ექიმს მიზეზების გასარკვევად.