მიიღეთ დღეში ერთხელ, ძილის წინ და მალევე შეამჩნევთ რომ გულის პრობლემები წარსულში მოიტოვეთ! საშუალება რომელიც ყველასთვის ხელმისაწვდომია

1488

მიიღეთ დღეში ერთხელ, ძილის წინ და მალევე შეამჩნევთ რომ გულის პრობლემები წარსულში მოიტოვეთ! საშუალება რომელიც ყველასთვის ხელმისაწვდომია

"ხანში რომ შევედი, გულმა შემაწუხა. არადა, ოჯახი ჩემს იმედზეა, ამიტომ მოდუნების უფლებაც არ მაქვს. არც ექიმებთან სიარული მიყვარს და არც წამლების სმა. ვცადე რამდენიმე ხალხური რეცეპტი. მიშველა — უკვე აღარ მეშინია, რადგან ვგრძნობ, გული უწინდებურად ძგერს. სიამოვნებით გაგიზიარებთ ამ რეცეპტებს.

ამ ყველაფრის მომზადება სრულიად მარტივი და ხელმისაწვდომი იქნება ყველასათვის, რაც შეეხება რეცეპტს დედაჩემის წიგნაკში აღმოვაჩინე, რომელიც ხალხური მედიცინის დიდი მოყვარული იყო და სულ მისი დახმარებით გვმკურნალობდა ჩვენც!

დანაყილ 350 გ ნიორს დააწურეთ 24 ც საშუალო ზომის ლიმონი. ქილას თავზე დოლბანდის ნაჭერი შემოახვიეთ და 24 საათით სიბნელეში დადგით. სვით დღეში ერთხელ, ძილის წინ. დალევამდე 1 ჩ/კ ნარევი 100 მლ წყალში კარგად გახსენით.

პირველ ეფექტს მკურნალობის დაწყებიდან 15-17 დღის შემდეგ შეამჩნევთ: მოგიწესრიგდებათ ძილი, შეგიმცირდებათ ქოშინი და დაღლილობის შეგრძნებაც გაგიქრებათ. ...

ამავე მიზნისთვის გამოდგება მეორე წამალიც: აიღეთ 10 ლიმონი და 10 თავი საშუალო ზომის ნიორი, გაატარეთ ხორცსაკეპ მანქანაში და დაასხით 1 კგ თაფლი. მინის ჭურჭელში მოთავსებული ნარევი ასევე დოლბანდით პირმოკრული, შვიდი დღით დადგით სიბნელეში. შემდეგ მიიღეთ 4 ჩ/კ ნარევი დღეში ერთხელ ძილის წინ, ოღონდ ერთბაშად არ ჩაყლაპოთ, ჯერ ერთი კოვზი გაიჩერეთ პირში,ნელ-ნელა დაღეჭეთდა გადაყლაპეთ, შემდეგ მეორე, მესამე და მეოთხე. მკურნალობის კურსი 2 თვეა. ამ ხნის განმავლობაში ერთი დღის გამოტოვებაც კი არ შეიძლება.

ექიმის კომენტარი: ნიორი ხალხურ მედიცინაში ცნობილია, როგორც ათეროსკლეროზის საწინააღმდეგო საშუალება, იგი აუმჯობესებს სისხლძარღვთა სანათურის გამავლობას და ზოგადად გულ-სისხლძარღვთა სისტემის ფუნქციას. ლიმონი კი სისხლის რეოლოგიურ თვისებებს აწესრიგებს, აქვს გარკვეული ანტიკოაგულაციური ეფექტი. ამრიგად, ნივრისა და ლიმონის კომბინაცია ერთად საკმაოდ კარგ შედეგს იძლევა სისხლძარღვოვანი უკმარისობის დროს. მაგრამ ამასთანავე აუცილებლად გაიარეთ კარდიოლოგის კონსულტაცია, რათა გულის სისხლძარღვთა (ანუ კორონარების) სერიოზული დაზიანება გამოირიცხოს და თავიდან ავიცილოთ შემდეგი ზედმეტი გართულებები.

Facebook კომენტარები

ფრენის კომპენსაცია
ფრენის კომპენსაცია