ტუჩზე გამონაყარი თითქმის ყოველი გაციების შემდეგ მიჩნდება. როგორც ექიმმა მითხრა, ამას მარტივი ჰერპესი ჰქვია. გამონაყართან ბრძოლის ყველაზე საიმედო და სწრაფი მეთოდი კი . .

460

ტუჩზე გამონაყარი თითქმის ყოველი გაციების შემდეგ მიჩნდება. როგორც ექიმმა მითხრა, ამას მარტივი ჰერპესი ჰქვია. გამონაყართან ბრძოლის ყველაზე საიმედო და სწრაფი მეთოდი კი . .

ყინულია!

როგორც კი იგრძნობთ ჰერპესის პირველ ნიშნებს — შეწითლებასა და ქავილს, მაშინვე დაიდეთ ამ ადგილზე ყინულის ნაჭერი და 2 საათის განმავლობაში ცვალეთ. ეს ტიბეტური მეთოდია და 100%-იან შედეგს იძლევა. მე ორჯერ გამოვიყენე და ორივეჯერ წარმატებით — გამონაყარი აღარ განვითარდა. მაგრამ ამ მეთოდს ნაკლიც აქვს: ჯერ ერთი, არ უნდა გამოგეპაროთ გამონაყარის საწყისი, როცა ყინულის გამოყენება ეფექტიანია და მეორეც — საჭიროა ორი საათის განმავლობაში მაცივართან ჯდომა და ყინულის გამოცვლა.

ამიტომ ვეცადე, სხვა ხალხური რეცეპტიც მეპოვა და მართლაც მივაგენი: ნივრის კბილი გაჭერით და გაჭრილი ზედაპირით ნახევარი საათის განმავლობაში ისვით ჰერპესული გამონაყარის არეში. გარდა ამისა, შეურიეთ 250 გ ჭარხლის, 2 ცალი სტაფილოს, 1 ვაშლის და 1 კონა ოხრახუშის წვენი და სვით დღის განმავლობაში. ამ ნარევში იმუნიტეტისთვის სასარგებლო ბევრი ვიტამინი და მინერალი ყოფილა — იმუნიტეტის ამაღლება კი მნიშვნელოვანია ჰერპესის დროს.

ექიმის კომენტარი: ტუჩის ჰერპესი ჰერპესვირუსით გამოწვეული გამონაყარია. იგი იმ შემთხვევაში ვითარდება, როცა ორგანიზმის იმუნიტეტი სუსტდება. იმუნიტეტის დასუსტების მიზეზი კი შეიძლება იყოს გადატანილი ინფექციები, ქრონიკული დაავადებები, სტრესული სიტუაციები, დღის რეჟიმისა და კვების რაციონის ბალანსის დარღვევა; გამონაყარი უპირატესად გაციებისას იმიტომ ვლინდება ხოლმე, რომ ე.წ. რესპირატორული ვირუსული ინფექცია კიდევ უფრო აძაბუნებს ორგანიზმის იმუნიტეტს. ახლა მკითხველის მიერ მოწოდებული რეცეპტები განვიხილოთ:

ყინულის გამოყენება სავარაუდოდ მართლაც დადებით შედეგს მოგცემთ, რადგან ადგილობრივი ანთებით-ალერგიული რეაქციების დროს ცივის გამოყენებისას ანთებითი და შეშუპებითი პროცესები უკუგანვითარდება, თუმცა ამ მეთოდის გამოყენებისას სიფრთხილეა საჭირო, რომ არ განვითარდეს ნერვის ანთება. ნიორში შემავალ ეთერზეთებს მართლაც გააჩნია ანტივირუსული და ანტიანთებითი მოქმედება. ასევე მნიშვნელოვანია ცოცხალი ბოსტნეულის ახალგამოწურული წვენის მიღება, რადგან ასეთი წვენი უდავოდ გააძლიერებს თქვენს იმუნიტეტს და თავად ორგანიზმიც შეებრძოლება ჰერპესვირუსის გააქტიურებას.

წყარო _ კარაბადინი

Facebook კომენტარები

ფრენის კომპენსაცია
ფრენის კომპენსაცია