გაიგეთ რატომ უნდა დადგათ ეს მცენარე სახლში! “მე ქრონიკული ბრონქიტი მაქვს და ეს ნაყენი ძალიან დამეხმარა, ბავშვები კი გაციებისას უწამლოდ მოვარჩინე!

833

გაიგეთ რატომ უნდა დადგათ ეს მცენარე სახლში! "მე ქრონიკული ბრონქიტი მაქვს და ეს ნაყენი ძალიან დამეხმარა, ბავშვები კი გაციებისას უწამლოდ მოვარჩინე!

სოფელში ჩვენს ბაღში მრავლადაა ღვიის ბუჩქები. აზრად არასოდეს მომსვლია, რომ მისი გამოყენება შემეძლო. შევნიშნე, ერთი ქალბატონი საგულდაგულოდ აგროვებდა ღვიის ნაყოფს. ვკითხე — რად გინდა-მეთქი.

ღვია ბრონქიტის და გაციების საუკეთესო მკურნალიაო, – მიპასუხა. ნაყოფი ნაძვის და ფიჭვის გირჩებს წააგავს, მოლურჯო ფერისაა და შიგნით რბილობი აქვს. მისგან მზადდება ჩაი, რომელიც ბრონქიტის დროს არბილებს ხველას და ნახველის ამოღებას აადვილებს.

მე ქრონიკული ბრონქიტი მაქვს და ეს ნაყენი ძალიან დამეხმარა, ბავშვები კი გაციებისას უწამლოდ მოვარჩინე.

ჩაი ასე მზადდება: 1 ჩ/კ ღვიის კენკრას დაასხით 0,5 ლ წყალი და ადუღეთ 20 წუთი. შემდეგ დადგით ნახევარი საათი. შეგრილდება თუ არა, გადაწურეთ. ნახარში მომწაროა, კარგი იქნება თუ თაფლით დაატკბობთ. უნდა მიიღოთ 1 ჭიქა დღეში 4 მიღებაზე. 2-3 დღეში ბრონქიტის ნიშნები ქრება. ბავშვებს ყელის ტკივილის დროს ნახარშს ყელშიც ვავლებ. ღვიის ნაყოფი უნდა მოაგროვოთ შემოდგომაზე და გამოაშროთ. მისი გამოყენება ზამთრის განმავლობაში და გაზაფხულზეც შეგიძლიათ.

პირადად მე ძალიან კმაყოფილივარ მისი შედეგით, იმედია თქვენც გამოგადგებათ!

ჯანმრთელობას გისურვებთ!

ექიმის კომენტარი: ღვია 8-10 მეტრამდე სიმაღლის მარადმწვანე ბუჩქია. აი ჩვენში ღვიის ხესაც ეძახიან და საკმაოდ გავრცელებულია. ნაყოფი შეიცავს ეთერზეთებს, ტრიტერაპენიდებს, ძმრის, ვაშლის და ჭიანჭველმჟავებს, ფლავონოიდებს, გლიკოზიდებს, პიგმენტებს. ღვიის ნახარში შარდმდენია და აძლიერებს თირკმლის მილაკების ფილტრაციას. ღვიის პრეპარატები ასევე აძლიერებს ნაღვლის წარმოქმნას და გამოყოფას, კუჭის წვენის სეკრეციას, ნაწლავების პერისტალტიკას, აქვს ბაქტერიოციდული ეფექგი.

ღვიაში შემავალი ეთერზეთი აძლიერებს ბრონქების ჯირკვლების სეკრეციას, ათხელებს ბრონქულ სეკრეტს და აადვილებს მის გამოყოფას. ღვიის პრეპარატებს ნიშნავენ თირკმლის უკმარისობით და სისხლის მიმოქცევის დარღვევით გამოწვეული შეშუპებების დროს. ასევე იყენებენ ქრონიკული ცისტიტისა და პიელიტის, თირკმელკენჭოვანი დაავადების დროსაც. ღვიის პრეპარატები შედეგიანია სასუნთქი გზების ქრონიკული დაავადებების (ტრაქეიტის, ლარინგიტის, ბრონქიტების) დროს. მას ნიშნავენ გასტროენტერიტების, ნაღვლის შეგუბებით გამოწვეული ჰეპატოპათიების დროს.

Facebook კომენტარები

ფრენის კომპენსაცია
ფრენის კომპენსაცია