მაშ ასე, გავარკვიოთ რისი თქმა შეუძლია ენის ცვლილებას ჩვენს ჯანმრთელობაზე?

1170

მაშ ასე, გავარკვიოთ რისი თქმა შეუძლია ენის ცვლილებას ჩვენს ჯანმრთელობაზე?

ყველას კარგად მოგეხსენებათ, რომ ენა ესააორგანო, რომელიც ჩვენს ცხოვრებაში საკმაოდ მნიშვნელოვან როლს თამაშობს. ის გვჭირდება საკვების გემოს აღსაქმელად.გადასამუშავებლად და მეტყველებისთვის. როგორც თავად ორგანო ენა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ჩვილებისთვის, რომლებიც ენას დედის რძის მოსაწოვად იყენებენ.

გარდა ამისა შესაძლოა ბევრმა არც კი იცის, რომ ენა ჩვენს ჯანრმთელობაზე საკამოდ ბევრს მეტყველებს. სწორედ ამ კუთხით დღევანდელ სტატიაში გვინდა გაგაცნოთ ინფორმაცია, თუ რის მანიშნებელია ენის გარეგანი ცვლილებები ჩვენს ჯანმრთელობაზე!

გაინტერესებთ რას ამბობს ენის ცვლილება თქვენს ჯანმრთელობაზე?, მოდით დავიწყოთ :

თეთრი ლაქები ენის ზედაპირზე:

ენაზე თეთრი ლაქები ხშირად პირის ღრუს ჰიგიენასთან დაკავშირებული სერიოზული პრობლემების მანიშნებელია. იშვიათ შემთხვევაში შეიძლება სახიფათო დაავადების მანიშნებელი კი იყოს, მათ შორის ადრეული სტადიის სიმსივნის.

განსაკუთრებით კი ენაზე თეთრი ლაქები შეიძლება გამოიწვიოს:

  • დიდი რაოდენობით რბილი საკვების მოხმარებამ; გაუწყლოებამ
  • მოწევამ ან ალკოჰოლის მიღებამ; პირის სიმშრალემ; და ციებ-ცხელებამაც კი

ყურადღება მიაქციეთ აქ ჩამოთვლილ გარემოებებს!

როდესაც ენის შეფერილობა შავია! :

მაშინვე ნუ შეშინდებით საშიში შესახედაობის მიუხედავად, ენის სიშავე სერიოზული დაავადების მანიშნებელი არაა. ის, რაც გარეგნულად თმას გავს, სინამდვილეში ორგანოს ზედაპირზე ზომაში გაზრდილი თავებია, რომელშიც საკვების ნარჩენები რჩება. ეს კი მიკრობების და ბაქტერიების განვითარებას იწვევს.

ასეთი მდგომარეობა შეიძლება პირის ღრუში არასაკმარისად წარმოებული ნერწყვის,ცუდი ჰიგიენი ან ზოგიერთი მედიკამენტის გვერდითი მოვლენით იყოს გამოწვეული.

ღია-მოწითალო შეფერილობის ენაც საყურადღებო საკითხია:

ეს შეიძლება კავასაკის დაავადების ნაადრევი ნიშანი იყოს. კავასაკი იშვიათი და სერიოზული დაავადებაა, რომელსაც კორონარული და სხვა სისხლძარღვების დაზიანება ახასიათებს. თან ის ყველაზე ხშირად ბავშვებში გვხვდება. ასევე ღია-მოწითალო ფერის ენა შეიძლება B3 ვიტამინის დეფიცით ან სკარლატინის სიმპტომით იყოს გამოწვეული.

მოცემული ინფორმაცია შესაძლოა ნაკლებად ცნობილი იყოს თქვენს გარშემო მყოფთათვის, ამიტომ სჯობს თუ მათაც გაუზიარებთ!

ჯანმრთელობას გისურევებთ!

Facebook კომენტარები

ფრენის კომპენსაცია
ფრენის კომპენსაცია