მშრალი ხველის მკურნალობა სახლის პირობებში მხოლოდ 1 ინგრედიენტით
როგორ ვითარდება ხველა?
მშრალი ხველა ხველების მშრალი ფორმაა, როდესაც არ გამოიოფა ლორწო. ეს შეიძლება გამოიწვიოს:
- მტვერმა
- კვამლის ნაწილაკებმა
- ვირუსებმა
- ბაქტერიებმა
მშრალი ხველა ხშირად თავს იჩენს გაციების ან გრიპის ადრეულ ეტაპებზე.
ხველა არის თანდაყოლილი რეფლექსი, რომელიც წმინდავს სასუნთქ გზებს შეტევისგან.
მოქმედება
ხორხი იკეტება, სუნთქვის კუნთები იკუმშება და ფილტვებიდან ჰაერი 480 კმ/სთ სიჩქარით გადის.
მშრალი ხველის წინააღმდეგ საბრძოლველად შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი საშინაო საშუალებები:
- ჩაი
- თაფლი
- ცხელი ორთქლი
ჩაი ხველების სამკურნალოდ
ხველების მოსარჩენად ძალიან კარგი საშუალებაა ბევრი სითხის მიღება, განსაკუთრებით ჩაის დალევა, ხველას ძალიან ეხმარება მალინის და მოცვის ჩაი, ასევე ძალიან კარგია გვირილის ჩაი. დღეში 6 დან 10 ჭიქამდე დალიეთ და შედეგს მალევე ნახავთ.
თაფლით მშრალი ხველების მკურნალობა
თაფლი ძალიან კარგი საშუალებაა ხველების სამკურნალოდ, ყელს თაფლი მალამოდ ედებე. ეს გამოწვეულია თაფლის ანტიოქსიდანტური და ანტიბაქტერიული თვისებებით. მეცნიერები ასევე ეჭვობენ, რომ მუქი ჯიშები უკეთესად ეხმარება, ვიდრე მსუბუქი.
თაფლის გამოყენება:
ძილის წინ ერთი – ორი სუფრის კოვზი თაფლი დაიდნეთ პირში.
ასევე, შეგიძლიათ თაფლის ჩაიც მიირთვათ, ძლიან უხდება ყელს.
კიდევ ძალიან კარგი საშუალებაა, მოამზადოთ სიროფი თაფლისგან და ხახვისგან, მიიღეთ დღეში 2 ჯერ დილა საღამოს.
ცხელი ორთქლით ხველების მკურნალობა
შეავსეთ თასი ცხელი წყლით და ნელა შეისუნთქეთ ორთქლი, ეს პროცესი გაიმეორეთ დღეში 4 ჯერ.
გისურვებთ ჯანმრთელობას!
Vap.ge არის სივრცე, რომელიც გთავაზობთ რჩევებს ჯანმრთელობის, თავის მოვლისა და ყოველდღიური საქმიანობის შესახებ. ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ინფორმაცია ისეთი ნატურალური საშუალებებისა და რეცეპტების შესახებ, რომლებიც დაგეხმარებათ გაიუმჯობესოთ ჯანმრთელობა, გახდეთ უფრო ლამაზები და გაიმარტივოთ ყოველდღიური საქმეები. რაც მთავარია, ამ ყველაფერს აკეთებთ სახლში, სიამოვნებას იღებთ პროცესით და ზოგავთ საკმაოდ დიდი თანხას.
ბევრი ინფორმაცია, რომელსაც ჩვენი საიტიდან შეიტყობთ, თქვენი ყოველდურობის ნაწილი გახდება. თქვენს გამოცდილებას გაუზიარებთ ახლობლებსაც და კიდევ უფრო მეტ ადამიანს გავუმარტივებთ ყოველდღიურობას. Vap.ge დაგარწმუნებთ, რომ სულაც არ არის ძვირადღირებული პროცედურები ან პროდუქტები საჭირო იმისათვის, რომ იყოთ ჯანმრთელები, ლამაზები და საუკეთესო დიასახლისები. თქვენ სახლის პირობებშიც შეგიძლიათ მიაღწიოთ სასურველ შედეგებს ისეთი საშუალებების დახმარებით, რომლებიც ყველას სამზარეულოში თუ ეზოში მოიპოვება.