დაამზადეთ სახლში კრემი, რომელიც ეფექტურად ებრძვის ნაოჭებსა და გამონაყარს

2872

დაამზადეთ სახლში კრემი, რომელიც ეფექტურად ებრძვის ნაოჭებსა და გამონაყარს

 

ამჟამად კანის ყველაზე გავრცელებული პრობლემაა წვრილი ნაოჭები და მუწუკები. ეს პრობლემები ძალიან დიდ დისკომფორტს უქმნის ადამიანებს. ისინი შესახედაობითაც ულამაზოა, ამიტომ ადამიანები, ვისაც ეს პრობლემები აქვთ, მიმართავენ არაერთ გზას მათ მოსაცილებლად. 

ბაზარზე ბევრი პროდუქტი არსებობს, მაგრამ, სამწუხაროდ, ისინი სავსეა მავნე და ქიმიური ნივთიერებებით და ასევე ძალიან ძვირი ჯდება მათი შეძენა. ზოგჯერ ისინი არც კი მკურნალობს პრობლემებს, მეტიც შეიძლება პირიქით უფრო გააუარესოს მდგომარეობა. სწორედ ამიტომ, ამ სტატიაში გადავწყვიტეთ წარმოგიდგინოთ სპეციალური ხელნაკეთი კრემი, რომელიც დაგეხმარებათ ნებისმიერი სახის აკნეს, ასევე სახისა და კისრის ნაოჭების მოცილებაში.

ამ რეცეპტის მოსამზადებლად თქვენ დაგჭირდებათ:

  • 1 ჩაის კოვზი ლიმონის წვენი
  • 1 ჩაის კოვზი თაფლი
  • 1 ჩაის კოვზი ჯავზი(მუსკატის კაკალი)
  • 1 ჩაის კოვზი დარიჩინის ფხვნილი

და როგორ მოვამზადოთ აღნიშნული კრემი?

განათავსეთ ყველა ინგრედიენტი თასში და კარგად აურიეთ. სქელი ტექსტურის მიღების შემდეგ წაისვით ნარევი მთელ სახეზე და გააჩერეთ 10 წუთის განმავლობაში. არ წაისვათ თვალებისა და პირის გარშემო! შეიძლება დისკომფორტი ან წვა იგრძნოთ, მაგრამ ნუ შეგეშინდებათ! ეს იმის ნიშანია, რომ კრემი კარგად მუშაობს! უსიამოვნო გრძნობა ძალიან სწრაფად გაქრება! ეს ინგრედიენტები შესანიშნავია კანის დასაწყნარებლად და სიწითლის შესამცირებლად!

თუ თქვენ გაქვთ აკნე ან ნაოჭები, ახლავე სცადეთ ეს ხელნაკეთი კრემი! შედეგები სასიამოვნოდ გაგაოცებთ და კმაყოფილს დაგტოვებთ!

Vap.ge არის სივრცე, რომელიც გთავაზობთ რჩევებს ჯანმრთელობის, თავის მოვლისა და ყოველდღიური საქმიანობის შესახებ. ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ინფორმაცია ისეთი ნატურალური საშუალებებისა და რეცეპტების შესახებ, რომლებიც დაგეხმარებათ გაიუმჯობესოთ ჯანმრთელობა, გახდეთ უფრო ლამაზები და გაიმარტივოთ ყოველდღიური საქმეები. რაც მთავარია, ამ ყველაფერს აკეთებთ სახლში, სიამოვნებას იღებთ პროცესით და ზოგავთ საკმაოდ დიდი თანხას.

ბევრი ინფორმაცია, რომელსაც ჩვენი საიტიდან შეიტყობთ, თქვენი ყოველდურობის ნაწილი გახდება. თქვენს გამოცდილებას გაუზიარებთ ახლობლებსაც და კიდევ უფრო მეტ ადამიანს გავუმარტივებთ ყოველდღიურობას. Vap.ge დაგარწმუნებთ, რომ სულაც არ არის ძვირადღირებული პროცედურები ან პროდუქტები საჭირო იმისათვის, რომ იყოთ ჯანმრთელები, ლამაზები და საუკეთესო დიასახლისები. თქვენ სახლის პირობებშიც შეგიძლიათ მიაღწიოთ სასურველ შედეგებს ისეთი საშუალებების დახმარებით, რომლებიც ყველას სამზარეულოში თუ ეზოში მოიპოვება.

Vap.ge -ზე გამოქვეყნებული რეცეპტები და რჩევები არ არის საზიანო ჯანმრთელობისთვის. თუმცა, სასურველია, რომელიმე სამკურნალო რეცეპტის გამოყენებამდე კონსულტაცია გაიაროთ ექიმთან.  ხოლო, სახის ნებისმიერი ნიღბის გამოყენებამდე დარწმუნდით, რომ მასში შემავალ ინგრედიენტებზე არ ხართ ალერგიულები. ამისათვის საჭიროა მომზადებული ნიღაბი პირველ რიგში წაისვათ ხელზე და დაელოდოთ რამდენიმე წუთი. თუ ალერგიული რეაქცია არ მოგცათ, ეს იმას ნიშნავს, რომ თამამად შეგიძლიათ წაისვათ ნიღაბი სახეზე.

Facebook კომენტარები

ფრენის კომპენსაცია
ფრენის კომპენსაცია