მხოლოდ ორი ინგრედიენტი და შავი წერტილები სამუდამოდ გაქრება!
ფერიმჭამელების მოსაშორებელი უნივერსალური ნიღბის დამზადება ძალიან ადვილია. ნიღბისთვის შემდეგი ინგრედიენტები დაგჭირდებათ:
1 ს/კ უცხიმო რძე;
1 ს/კ საჭმელი ჟელატინი;
1 ტაბლეტი ნახშირი.
მომზადების წესი:
ნახშირი დაფშვენით და შეურიეთ ჟელატინი. დაამატეთ თბილი რძე და კარგად აურიეთ ერთმანეთში, მიღებული ნაზავი მიკროტალღოვან ღუმელში 15-20 წამით გააჩერეთ.
მიღების წესი:
როდესაც გამზადდება აცადეთ, რომ გაცივდეს, შემდეგ ფუნჯით იმ ადგილებზე წაისვით, სადაც ფერიმჭამელები გაქვთ. გირჩევთ ნაზავის სქელი ფენა წაისვათ, ასე მოშორება უფრო გაგიადვილდებათ. წასმული ნაზავი 15-20 წუთის განმავლობაში გაიჩერეთ სახეზე, როცა ნიღაბი კარგად გაშრება ხელის სწრაფი მოძრაობით მოიცილეთ.
პროცედურის წინ აუცილებლად დაიორთქლეთ სახე, რათა ფორები გაიხსნას
ერთადერთი მინუსი რაც ამ პროცედურას აქვს არის ის, რომ მოშორების დროს მტკივნეულია.
გაითვალისწინეთ: ამ პროცედურის ჩატარება არ შეიძლება თუ:
ძალიან მგრძნობიარე კანი გაქვთ;
სახეზე სისხლძარღვები ჩანს (კუპეროზი გაწუხებთ).
Vap.ge არის სივრცე, რომელიც გთავაზობთ რჩევებს ჯანმრთელობის, თავის მოვლისა და ყოველდღიური საქმიანობის შესახებ. ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ინფორმაცია ისეთი ნატურალური საშუალებებისა და რეცეპტების შესახებ, რომლებიც დაგეხმარებათ გაიუმჯობესოთ ჯანმრთელობა, გახდეთ უფრო ლამაზები და გაიმარტივოთ ყოველდღიური საქმეები. რაც მთავარია, ამ ყველაფერს აკეთებთ სახლში, სიამოვნებას იღებთ პროცესით და ზოგავთ საკმაოდ დიდი თანხას.
ბევრი ინფორმაცია, რომელსაც ჩვენი საიტიდან შეიტყობთ, თქვენი ყოველდურობის ნაწილი გახდება. თქვენს გამოცდილებას გაუზიარებთ ახლობლებსაც და კიდევ უფრო მეტ ადამიანს გავუმარტივებთ ყოველდღიურობას. Vap.ge დაგარწმუნებთ, რომ სულაც არ არის ძვირადღირებული პროცედურები ან პროდუქტები საჭირო იმისათვის, რომ იყოთ ჯანმრთელები, ლამაზები და საუკეთესო დიასახლისები. თქვენ სახლის პირობებშიც შეგიძლიათ მიაღწიოთ სასურველ შედეგებს ისეთი საშუალებების დახმარებით, რომლებიც ყველას სამზარეულოში თუ ეზოში მოიპოვება.
Vap.ge -ზე გამოქვეყნებული რეცეპტები და რჩევები არ არის საზიანო ჯანმრთელობისთვის. თუმცა, სასურველია, რომელიმე სამკურნალო რეცეპტის გამოყენებამდე კონსულტაცია გაიაროთ ექიმთან. ხოლო, სახის ნებისმიერი ნიღბის გამოყენებამდე დარწმუნდით, რომ მასში შემავალ ინგრედიენტებზე არ ხართ ალერგიულები. ამისათვის საჭიროა მომზადებული ნიღაბი პირველ რიგში წაისვათ ხელზე და დაელოდოთ რამდენიმე წუთი. თუ ალერგიული რეაქცია არ მოგცათ, ეს იმას ნიშნავს, რომ თამამად შეგიძლიათ წაისვათ ნიღაბი სახეზე.