ამ რეცეპტით ნამცხვარი ცხვება 3 წუთში მიკროტალღურ ღუმელში. თუკი ჩვეულებრივ ღუმელში გსურთ გამოცხობა, 180 გრადუსზე 30-40 წუთი დასჭირდება.
ინგრედიენტები
- ფქვილი - 220 გ
- კაკაო - 30 გ
- გამაფხვიერებელი - 10 გ
- შაქარი - 130 გ
- ზეთი - 100 მლ
- თბილი წყალი - 300 მლ
მინანქარი
- შოკოლადი - 150 გ
- ზეთი - 3-4 სკ
- მიწისთხილი
მომზადების წესები
ფქვილი, კაკაო და გამაფხვიერებელი გაცერით, დაუმატეთ შაქარი, ზეთი და თბილი წყალი. კარგად გათქვიფეთ.
ეს მასა გადაიტანეთ ცხიმწასმულ ფორმაში (ჩვენთან 16X26 სმ) და მოათავსეთ მიკროტალღურ ღუმელში მაქსიმალურ ტემპერატურაზე 3 წუთით.
გამომცხვარ ბისკვიტს თავი გადაუსწორეთ და მოასხით მინანქარი (შოკოლადი გაადნეთ, დაუმატეთ ზეთი და კარგად ამოურიეთ, სურვილისამებრ დაუმატეთ მიწისთხილი).
გემრიელად მიირთვით!
Facebook კომენტარები