ამ რეცეფტების გამოყენების შემდეგ თქვენ მოიცილებთ კბილებიდან ნადებს და პირის უსიამოვნო სუნს
უმრავლეს შემთხვევაში (85-90%) პირიდან ცუდი სუნის მიზეზი თვით პირის ღრუა. კერძოდ, ის მიკროორგანიზმები ანუ ბაქტერიები, რომლებიც პირის ღრუში ბუდობენ.
პირის ღრუში მიკროორგანიზმების დაახლოებით 600 სახეობაა აღმოჩენილი და მათი უმრავლესობა ენის უკანა ზედაპირზეა ლოკალიზებული. ენის ეს ნაწილი შედარებით მშრალია და ცუდად იწმინდება, რაც ბაქტერიების ზრდის საუკეთესო პირობაა, რომლებიც საკვების ნარჩენებზე კარგ გარემოს პოულობენ ზრდისთვის.
პირიდან ცუდი სუნის ინტენსივობა დღის განმავლობაში იცვლება და დამოკიდებულია პირის ღრუს სიმშრალის სხვადასხვა ხარისხზე, საკვების შემადგენლობაზე (ნიორი, ხახვი, ხორცი, თევზი და ყველი), თამბაქოსა და ალკოჰოლის მოხმარებაზე.
დილით ცუდი სუნის ინტენსივობა მატულობს ღამით პირის ღრუს სიმშრალის გამო. პირიდან ცუდი სუნი შეიძლება გარდამავალი იყოს და შემცირდეს, ან გაქრეს ჭამის, კბილის გახეხვის, ან სპეციალური სავლების პირის ღრუში გამოვლების შემდეგ.
როდესაც საქმე კბილების გახეხვას ეხება, მნიშვნელოვანია, რომ კბილი გარეთა, შიდა და ზედა მხარეს გავწმინდოთ, თუმცა არის კიდევ ერთი ადგილი, რომელიც არანაკლებ მნიშვნელოვანია. ეს არის კბილებს შორის არსებული სივრცე. კარიესი და ღრძილების დაავადებები, როგორც წესი, სწორედ აქედან იღებს ხოლმე სათავეს.
ახლა გავეცნოთ ხალხური მედიცინის რეცეფტებს:
რეცეპტი № 1
დაგჭირდებათ:
- მწიკვი დაფქული ფენჰელი (დიდი კამა)
- 1/3 ჩაის კოვზი დარიჩინი
- 2 ჩ.კ. საჭმელი სოდა
- 4 წვეთი ჩაის ხის ეთერზეთი
- მწიკვი ზღვის მარილი
- 1 ჩ.კ. ქოქოსის ზეთი
მომზაების წესი:
- ყველა კომპონენტი შეურიეთ ერთმანეთში, გარდა ქოქოსის ზეთისა.
- 1 ჩაის კოვზ ქოქსის ზეთს დაუმატეთ მომზადებული ნარევი უშუალოდ კბილების გამოხეხვის წინ.
- გამოიყენეთ ეს ნატურალური პატა კვირაში მაქსიმუმ 2-ჯერ.
რეცეპტი № 2
დაგჭირდებათ:
- 60 გრამი თეთრი თიხა
- 2-3 წვეთი სალბის ზეთი
- 2-3 წვეთი გვირილის ზეთი
- 1 ჩ.კ. თაფლი
- 5-8 წვეთი პროპოლისი
ინსტრუქცია:
- თიხას დაასხით იმ რაოდენობით წყალი, რომ მიიღოთ ბლანტი, არაჟნის კონსისტენციის მასა.
- დაუმატეთ დარჩენილი კომპონენტები და კარგად გადაურიეთ.
- ნატურალური კბილი პასტა, რომელიც გაგითეთრებთ ემალ, გაანადგურებს მავნე მიკრობებ და მოგაშორებთ უსიამოვნო სუნს, მზად არის.
- ის შეგიძლიათ გამოიყენოთ ყოველდღიურად.
რეცეპტი № 3
დაგჭირდებათ:
- 1/2 ჩ.კ. ზღვის მარილი
- 1/2 ჩ.კ. დაფქული მური (ზმირინი, არომატული გუმფისი)
- 2 ჩ.კ. საჭმელი სოდა
- პიტნის 3-4 ფოთოლი
- 1/2 ჩ.კ. თეთრი თიხა
- 2 ჩ.კ. გლიცერინი
- 6-8 წვეთი სასურველი ეთერზეთი (ლიმონის, როზმარინის, ფორთოხლის და ა.შ.)
ინსტრუქცია:
- შეურიეთ ყველა კომპონენტი ერთმანეთში.
- სამკურნალო ნატურალური პასტა მზად არის
- გამომდინარე იქიდან, რომ ის სოდას შეიცავს, გამოიყენეთ კვირაში მაქსიმუმ 2-ჯერ.