იცოდით, რომ მანდარინის კანი ამცირებს ქოლესტერინსა და შაქრის დონეს? ნახეთ რეცეპტი!

3193

იცოდით, რომ მანდარინის კანი ამცირებს ქოლესტერინსა და შაქრის დონეს? ნახეთ რეცეპტი!

მანდარინის არომატული ცედრა ეფექტურად გამოიყენება ქოლესტერინისა და შაქრის დონის შესამცირებლად, კუჭის წყლულის სამკურნალოდ, ხელს უწყობს საჭმლის მონელებას, უზრუნველყოფს მშვიდ ძილს.

მანდარინის კანის ჩაი ღვიძლის დეტოქსიკაციისთვის საუკეთესო საშუალებაა. მისი წყალობით გაიძლიერებთ იმუნურ სისტემას. ჩაი ამშვიდებს კუჭ-ნაწლავის ტრაქტს და ამ გზით, ხელს უწყობს კუჭის პრობლემების მოგვარებას.

ანტიოქსიდანტებით მდიდარი ჩაი გაციებისა და სურდოს საწინააღმდეგო საშუალებაა, განსაკუთრებით ეფექტურია მუდმივი ხველისა და ლორწოს აღმოსაფხვრელად.

მანდარინის ცედრა შეიცავს ჰესპერიდინს, რომელიც ანთების საწინააღმდეგო საშუალებაა და შეგიძლიათ გამოიყენოთ ართრიტით გამოწვეული ტკივილისა და შეშუპების აღმოსაფხვრელად.

მანდარინის ქერქის გამოყენება უფრო გავრცელებულია ტრადიციულ ჩინურ მედიცინაში. გამოიყენება პრემენსტრუალური სინდრომის სამკურნალოდ, სტრესის მოსახსნელად, ღვიძლის დეტოქსიკაციისთვის, სისხლში შაქრის დონის შესამცირებლად, ელენთის სამკურნალოდ, ხველისა და  გაციების აღმოსაფხვრელად.

ამ სტატიაში შემოგთავაზებთ სასმელის რეცეპტს, რომელიც უზრუნველყოფს მშვიდ ძილსა და მოსვენებას.

სასმელი მოგადუნებთ, დაგამშვიდებთ, მოგიხსნით დაძაბულობასა და სტრესს

სამკურნალო ნაყენის მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:

გვირილა, ლავანდი, ვალერიანის ფესვები და მანდარინის ქერქი (ახალი და არა გამხმარი).

მომზადების წესი:

პირველ რიგში, ამზადებთ ინგრედიენტებში მითითებულ სამკურნალო მცენარეთა ნარევს (თანაბარი რაოდენობით აიღეთ თითოეული მათგანის ფხვნილი და აურიეთ). დიდ ფინჯანში მოათავსეთ მომზადებული ნარევის 1 ს. კ., დაამატეთ 1 ჩ. კ. მანდარინის ცედრა (გახეხილი ქერქი), დაასხით 400 მლ ადუღებული წყალი, დააყოვნეთ 10 წუთი, შემდეგ გადაწურეთ.

მიღების წესი: ნაყენი მიიღეთ თბილ-თბილი საღამოს, ძილის წინ. შედეგს ძალიან სწრაფად მიიღებთ.

მოამზადეთ შემოთავაზებული ნაყენი და მისი წყალობით დაივიწყეთ უძილობა, მოიხსენით სტრესი, დაძაბულობა და მოიპოვეთ სიმშვიდე.

აუცილებლად სანახავი: 5 დაავადება, რომელსაც ყავის ეშინია - ეს უნდა იცოდეთ

Vap.ge არის სივრცე, რომელიც გთავაზობთ რჩევებს ჯანმრთელობის, თავის მოვლისა და ყოველდღიური საქმიანობის შესახებ. ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ინფორმაცია ისეთი ნატურალური საშუალებებისა და რეცეპტების შესახებ, რომლებიც დაგეხმარებათ გაიუმჯობესოთ ჯანმრთელობა, გახდეთ უფრო ლამაზები და გაიმარტივოთ ყოველდღიური საქმეები. რაც მთავარია, ამ ყველაფერს აკეთებთ სახლში, სიამოვნებას იღებთ პროცესით და ზოგავთ საკმაოდ დიდი თანხას.

Facebook კომენტარები

ფრენის კომპენსაცია
ფრენის კომპენსაცია