უნიკალური მეთოდი, რომელიც თავის ტვინის სისხლძარღვებს წმენდს. ეფექტური რეცეპტია

2426

უნიკალური მეთოდი, რომელიც თავის ტვინის სისხლძარღვებს წმენდს. ეფექტური რეცეპტია

სამწუხაროდ, არსებობენ ადამიანები, რომელთათვისაც ნაცნობია თავის ძლიერი ტკივილის შეტევები და უეცრად აღმოცენებული თავბრუხვევა. ამ ადამიანთა უმრავლესობა მეხსიერების გაუარესებასაც უჩივის, მაგალითად, ვერაფრით იხსენებს, სად დადო გასაღები ან სხვა წვრილმანი ნივთები, ავიწყდება მნიშვნელოვანი თარიღები და სხვა. ზოგი ამ სიმპტომებს გადაღლას უკავშირებს, ზოგიც ხუმრობს, სკლეროზი დამეწყოო. აღნიშნული ჩივილების მიზეზია თავის ტვინის სისხლის მიმოქცევის დარღვევა, რომელიც თავის ტვინის სისხლძარღვთა შევიწროების ან ათეროსკლეროზის სახელწოდებით არის ცნობილი.

რა იწვევს პათოლოგიას?

ათეროსკლეროზი არტერიების კედლებზე ქოლესტერინული (ათერომული) ფოლაქების დალექვის გამო ვითარდება. ფოლაქები ავიწროებს სისხლძარღვის სანათურს, ამცირებს მასში გამავალ სისხლის ნაკადს და ტვინში მოცირკულირე (მოძრავი) სისხლის მოცულობაც მკვეთრად იკლებს. ირღვევა ჟანგბადითა და საკვები ნივთიერებებით ტვინის მომარაგება, რასაც მეხსიერების გაუარესება, თავის ტკივილი და დაავადების სხვა სიმპტომები მოჰყვება. ათერომული ფოლაქები უმეტესად თავის ტვინისა და კისრის ნაწილის სისხლძარღვებში წარმოიშობა. პათოლოგიური პროცესი შემდეგნაირად ვითარდება:

  • ცხიმიანი კერძებით ჭარბი კვება, უჯრედისით ღარიბი რაციონი სისხლში ქოლესტერინის დონის მატებას განაპირობებს.
  • მცირდება არტერიათა კედლების ელასტიკურობა, ისინი სკდება, რაც, თავის მხრივ, ხელს უწყობს ათეროსკლეროზული (ათერომული) ფოლაქების დალექვას.
  • ათეროსკლეროზული ფოლაქები მაგნიტივით იზიდავს თრომბოციტებს, რომლებიც სისხლის შედედებას უზრუნველყოფს; ფოლაქები თოვლის გუნდასავით იზრდება, წარმოქმნის თრომბებს და ახშობს სისხლძარღვთა სანათურს. ზოგიერთ შემთხვევაში სისხლძარღვის სანათური მთლიანად იხშობა.
  • აღწერილი პათოლოგიური პროცესი, ჩვეულებრივ, კისრის სისხლძარღვების, კერძოდ, საძილე არტერიის შევიწროებით იწყება.

თავის ტვინის სისხლძარღვები გაწმენდა ძალიან მნიშვნელოვანი პროცედურაა. ამისთვის რამდენიმე ეფექტურ ხერხს გთავაზობთ.

თაფლი და კაკალი

1 ს/კ თაფლს კაკლის 5 დაქუცმაცებული ლებანი შეურიეთ, დაამატეთ ცოტა კოჭა და მაცივარში შედგით. ნაზავი დღეში 3-ჯერ ნახევარი საათით ადრე მიიღეთ.

ხახვის წვენი და თაფლი

1 ჭიქა ხახვის წვენი 1 ჭიქა თაფლს შეურიეთ. ნაზავი დღეში 3-ჯერ ნახევარი საათით ადრე მიიღეთ მიიღეთ.

ბროწეულის წვენი

ყოველდღიურად ჭამამდე ნახევარი საათით ადრე 1 ჭიქა ბროწეულის წვენი დალიეთ.

აუცილებლად სანახავი: ლიმონიანი წყლის დილით დალევის დადებითი და უარყოფითი მხარეები.

Facebook კომენტარები

ფრენის კომპენსაცია
ფრენის კომპენსაცია