ქრისტესისხლას ნაყენი – უამრავი დაავადების მკურნალი. ეს მცენარე ყველას ოჯახში უნდა იყოს

2895

ქრისტესისხლას ნაყენი - უამრავი დაავადების მკურნალი. ეს მცენარე ყველას ოჯახში უნდა იყოს

ქრისტესისხლა მრავალწლიანი, ბალახოვანი მცენარეა ყაყაჩოსებრთა ოჯახისა, სიმაღლით 80- 100 სმ აღწევს, ფესვი დატოტვილია, მოკლე ფესურით.

ღერო წიბოიანია, დატოტვილი, ფოთლები ღეროზე მორიგეობითაა განლაგებული, ფოთლები ზემოდან მწვანეა, ქვემოდან უფრო ბაცი, ყვითელი ყვავილები ქოლგა ყვავილედებადაა შეკრებილი და ღეროების კენწეროზეა განლაგებული, ნაყოფი 5 სმ სიგრძის კოლოფაა. თესლი კვერცხისებრია, 1-2 მმ სიგრძის.

ყვავილობს მაისიდან შემოდგომამდე, ნაყოფი ივნის-სექტემბერში მწიფდება. სამკურნალო მიზნით იყენებენ მიწისზედა ნაწილს, ფესვებს, წვენს.

ბალახს ყვავილობის დროს აგროვებენ, ფესვებს შემოდგომაზე. მცენარე შხამიანია, ამიტომ შეგროვების დროს არ შეიძლება სახეს ან თვალებს შეეხოთ. ნედლეულად გამოიყენება მხოლოდ გამხმარი.

ქიმიური შემადგენლობა

ქრისტესსისხლას შემადგენლობაში შედის ალკალოიდები: ბერბერინი, პროტოპინი, ხელიდონინი, ჰემოხელიდონინი, კოპტიზინი, სტილოპინი, სანგვინარინი. საპონინები, ფლავონოიდები, ასკორბინის მჟავა, ვითამინი A, ეთერზეთები, ორგანული მჟავეები: ვაშლის, ლიმნის, ქარვის და სხვა.

სამკურნალო  თვისებები

აფერხებს ავთვისებიანი სიმსივნის ზრდას, იწვევს პულსის შენელებას, არტერიული წნევის შემცირებას. აქვს ნაღვლმდენი მოქმედება. გააჩნია ფუნგისტატიკური და ბაქტერიოსტატიკური მოქმედება ტუბერკულოზის ჩხირის მიმართ.

გამოიყენება შემდეგი დაავადებების დროს:

  • ჰიპერტონული დაავადები.
  • მეჭეჭები, კოჟრები.
  • კანზე მუქი ლაქები და გამონაყარი.
  • ძნელად შეხორცებადი ჭრილობები.
  • ეგზემა.
  • ღვიძლის და ნაღვლის ბუშტის დაავადებები.
  • ფაღარათი.
  • სიყვითლე.
  • რევმატიზმი.
  • დიზენტერია.
  • მუნი.
  • ფსორიაზი.
  • გაცივება.
  • ბრონქიტი.
  • ანგინა
  • პოდაგრა.
  • ოსტეოქონდროზი.
  • გასტრიტი.
  • კუჭის წყლული.
  • ნევროზები.
  • საშვილოსნოს ყელის ეროზია.

რეცეპტები

ქრისტესსისხლას ნაყენის მოსამზადებლად 1 ს/კ გამხმარი მცენარე მოათავსეთ მომინანქრებულ ჭურჭელში, დაასხით 200 მლ ცხელი ანადუღარი წყალი და დადგით წყლის აბაზანაზე 15 წთ. შემდეგ გააცივეთ 45 წთ, გადაწურეთ, დარჩენილი მასა გამოწურეთ და სითხე შეავსეთ საწყის მოცულობამდე. შეინახეთ ბნელ და გრილ ადგილას არაუმეტეს 2-3 დღე-ღამისა. მიიღეთ 1/2 ან 1/3 ჭიქა 2-3 ჯერ დღეში ჭამის წინ 30 წუთით ადრე.

სიცხის დამწევი საშუალება ქრისტესსისხლას ყვავილის ნაყენი - 1 ჩ/კ ბალახს დაასხით 1 ჭიქა მდუღარე წყალს და მიიღება 1/3 ჭიქა დღეში 3-ჯერ.

ღვიძლის, ნაღვლის ბუშტის, თორმეტგოჯა ნაწლავის, შარდის ბუშტის დაავადების დროს:

1 ჩ/კ მშრალ ნედლეულს დაასხით 1 ჭიქა მდუღარე წყალი გააჩერეთ 15 წთ. გადაწურეთ და მიიღეთ 1/3 ჭიქა დღეში 3-ჯერ, ჭამამდე 30 წუთით ადრე. მკურნალობის კურსი 5-7 დღეა.

ფსორიაზის სამკურნალოდ:

კანზე წაისვით ქრისტესსისხლას ახლად გამოწურული წვენი, დილა საღამოს. მკურნალობის კურსია 10-14 დღე. თუ დაზიანებული კანის ზედაპირი დიდია მოცულობით 10-14 დღის განმავლობაში იღებენ აბაზანებს. 25 გრ დაჭრილ მცენარეს ასხამენ 3 ლ მდუღარე წყალს, და ხარშავენ. შემდეგ აგრილებენ მისაღებ ტემპერატურამდე.

ეგზემის დროს:

20 გრ მშრალ დაქუცმაცებულ მცენარეს დაასხით 200 მლ მდუღარე წყალი, თავდახურული დადგით წყლის აბაზანაზე 15 წთ, შემდეგ 45 წთ გააცივეთ, ნახარში 2 დღე-ღამეზე მეტ ხანს არ შეინახოთ, მიღებული ნახარში წაისევით ან დოლბანდით დაიდეთ კანის ზედაპირზე.

პროსტატის ადენომის დროს:

მწვავე ანთებითი პროცესის შესაჩერებლად ერთი კვირის განმავლობაში უნდა მიიღოთ ნახევარ ჭიქა წყალში გახსნილი ქრისტესსისხლას 2 ს/კ წვენი, მიიღეთ ხშირად დღის განმავლობაში.

ოსტეოქონდროზი და რევმატიზმის დროს:

აიღეთ ნახევარი ჭიქა ქრისტესსისხლას წვენი, შეურიეთ 1 ჭიქა სპირტი ან არაყი, გააცხელეთ მაგრამ არ აადუღოთ, დაასველეთ მასში დოლბანდი და გაიკეთეთ კომპრესები, შეიხვიეთ თბილი შალით, შეგიძლიათ გაიჩეროთ მთელი ღამის განმავლობაში.

ართრიტი და ართროზი:

თუ სახსარში ანთებითი პროცესი მიმდინარეობს მაშინ არ შეიძლება ცხელი სპირთანი კომპრესებით მკურნალობა, მაგრამ შესაძლებელია 2-3 სთ-ით საფენების დადება სპირტისა და ქრისტესსისხლას წვენის.

ცხვირის, ხახის და წიაღების პათოლოგიის დროს:

2-3 წვ, ჯერ ერთ ნესტოში, როდესაც წვის შეგრძნება გაივლის, შემდეგ ჩაიწვეთეთ მეორე ნესტოში აუცილებლად მწოლიარე მდგომარეობაში.

ღრძილების სამკურნალოდ:

დღეში 2-3 ჯერ წვენი შეიზილეთ ღრძილებში ან დაიგუბეთ პირში 20-25 წთ.

ძილის, მადის, ნერვული სისტემის დარეგულირება:

7 დღის განმავლობაში რეგულარული გამოყენების შემდეგ 2 დღიანი შესვენება, რეკომენდირებულია დღეში ერთხელ მიიღოთ პარალელურად 1 ს/კ სტაფილოს წვენი, ნაყენი შემდეგნაირად მოამზადეთ აიღეთ 500 მლ ქილა ჩაყარეთ ახალმოკრეფილი ნედლეული ნახევრამდე, დაასხით მდუღარე წყალი დაახურეთ თავსახური, გააცივეთ და მიიღეთ დღეში 3-ჯერ 100 მლ ჭამამდე 10-15 წთ -ადრე. ნაყენს მუქი ფერი და მწარე გემო აქვს.

მეტასტაზების ზრდას ამცირებს:

ერთნაირი რაოდენობით აიღეთ ქრისტესსისხლა, ჭინჭარი და გულყვითელა, დააქუცმაცეთ კარგად აურიეთ. მიღებული ნარევის 1 ს/კ აიღეთ, დაასხით 1 ჩ/ჭ მდუღარე წყალი და 1-2 საათი გააჩერეთ, მიიღეთ ნახევარი ჭიქა დილით უზმოზე, მეორე ნახევარს კი ვახშმამდე 20 წთ ადრე.

აუცილებლად სანახავი:მიირთვით თაფლი ყოველ დღე და თქვენს სხეულში მოხდება ეს 8 ცვლილება

Facebook კომენტარები

ფრენის კომპენსაცია
ფრენის კომპენსაცია