დღეს გასწავლით როგორ უნდა მოამზადოთ მალამო სარეცხი საპნისგან, რომელიც ამიერიდან მუდამ გექნებათ სახლში
დღეს სტატიაში შემოგთავაზებთ სარეცხი საპნისგან მომზადებულ სამკურნალო მალამოს რეცეპტს,რომელიც შეგიძლიათ გამოიყენოთ აკნეს,სხეულზე სხვადასხვა ანთებითი პროცესებისა და ფურუნკულის (თმის ძირისა და მის ირგვლივ მდებარე ქსოვილების მწვავე ანთება) სამკურნალოდ.
მართალია მალამო სხვადასხვა ინგრედიენტებითაა დატვირთული, თუმცა თითოული მათგანი საკმოად იაფია და ამასთანავე ყველასათვის თანაბრადაა ხელმისაწვდომი.
მალამოს მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები: 2 ს.კ სარეცხი საპონი ( ყველაზე მუქი შეფერილობის და მძაფრი სუნი მქონე); ცვილი -10 გრ (1ს.კ); თაფლი- ნახევარი ს.კ; დინდგელი- მეოთხედი ჩ.კ; მუმია 1 აბი- ორგრამიანი; მზესუმზირის ან სელის ზეთი_ 1ჩ.კ.
მომზადების და გამოყენების წესი: აიღეთ ქვაბი,ჩაასხით წყალი, დადგით ცეცხლზე და სანამ წყალი ადუღდება, მანამდე მოამზადეთ მალამოს ინგრედიენტები.
აიღეთ ღრმა, ფართო ჭურჭელი, რომელსაც შემდგომ ქვაბზე დადგამთ. ამ ჭურჭელშ უნდა მოათავსოთ გახეხილი სარეცხის საპონი, პატარა ნაჭრებად დაჭრილი ცვილი; თაფლი,მუმია, დინდგელი. ყველაფერი კარგად აურიეთ და დადგით ქვაბზე. მალამოს ამზადებთ ორთქლის აბაზანაზე, ფრთხილად ურიეთ სანამ არ მიიღებთ ერთგვაროვან მასას. შემდგომ კი მალამო მზად იქნება.
მიღებული შიგთავსი უნდა გადაიტანოთ მინის ქილაში და შეინახოთ ოთახის ტემპერატურაზე. ღამით კი მალამო შეიზილეთ ფურუნკულზე, ზემოდან დაიფარეთ დოლბანდი, შემდეგ პატარა ცელოფანი და დაიკარით პლასტირი. 3-4 დღის შეემდგომ ფურუნკული აუცილებლად გაგივლით!.
თუმცა აქვე უნდა გაგაფრთხილოთ, რომ მალამოს გამოყენებამდე სასურველია ალერგიის ტესტი გაიკეთოთ. მომზადებლი მალამოს მცირე ნაწილი უნდა დაიტანოთ იდაყვის შიგნითა ნაწილზე. გაფრთხილება !!_ მალამო არ გამოიყენოთ ღია ჭრილობაზე.
დარწმუნებული ვარ ამ მალამოს ხშირი გამოყენება ნამდვილად ეფექტურად იმოქმედებს, რადგან მისი სამკურნალო ძალა არა ერთ ადამიანზეა გამოცდილი.
აუცილებლად სანახავი:ბუასილის ყველაზე ეფექტური სამკურნალო რეცეფტები , გასაოცარი შედეგი აქვს.
Vap.ge არის სივრცე, რომელიც გთავაზობთ რჩევებს ჯანმრთელობის, თავის მოვლისა და ყოველდღიური საქმიანობის შესახებ. ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ინფორმაცია ისეთი ნატურალური საშუალებებისა და რეცეპტების შესახებ, რომლებიც დაგეხმარებათ გაიუმჯობესოთ ჯანმრთელობა, გახდეთ უფრო ლამაზები და გაიმარტივოთ ყოველდღიური საქმეები. რაც მთავარია, ამ ყველაფერს აკეთებთ სახლში, სიამოვნებას იღებთ პროცესით და ზოგავთ საკმაოდ დიდი თანხას.