შავი ქლიავი – ყველაზე ძლიერი ბუნებრივი ანტიოქსიდანტი. გაიგეთ, რა დაავადებებისგან გიცავთ ეს ჯადოსნური ხილი

15089

შავი ქლიავი - ყველაზე ძლიერი ბუნებრივი ანტიოქსიდანტი. გაიგეთ, რა დაავადებებისგან გიცავთ ეს ჯადოსნური ხილი

ყველას გვსმენია შავი ქლიავის სასარგებლო თვისებებზე, ის ითვლება ერთ-ერთ პირველ კულტურულ მცენარედ. მწიფე ქლიავი შეიცავს 113 მგ. კალიუმს, რომელიც არეგულირებს სისხლის წნევას და ინსულტის რისკს ამცირებს. შეიცავს ასევე სორბიტოლს და ისინინს, რომლებიც ხელს უწყობენ საჭმლის მონელებას.

დაკვირვებამ აჩვენა, რომ ქლიავი შეიცავს ორჯერ მეტ პოლიფენოლის ანტიოქსიდანტებს, ვიდრე პოპულარული ნექტარინები, იგივე ვაშლატამა და ატამი. მოწითალო-მოლურჯო ფერს აძლევს ანტიოქსიდანტი ანტოციანინი. ეს ნივთიერება ამცირებს გულსისხძარღვთა დაავადებებისა და კიბოს რისკს. 2-3 ცალის სისტემატური მიღება ორგანიზმს აწვდის საჭირო რაოდენობის ანტიოქსიდანტებს.

ასევე ქლიავი შეიცავს კოფეინის მჟავას, რომელიც კვებას ძვლის ქსოვილს და მცირდება ოსტეოპოროზის საშიშროება. ხოლო ნედლი ხილი ან მისგან დამზადებული ჩირი აღადგენს უკვე დაზიანებულ ძვლის ქსოვილს, ანელებს დაბერების პროცესს. აქვე გეტყვით იმასაც, რომ შავი ქლიავი შეიცავს მცირე რაოდენობით შაქარს, ამიტომ მისი გამოყენება გვიცავს მეორე ტიპს დიაბეტისგან.

ერთ მწიფე ქლიავში 30 კალორიაა. 2-3 დღის განმავლობაში მისი მიღება ნებისმიერი რაოდენობით დაგაკლებინებთ წონაში 2-5 კგ. შეიძლება მხოლოდ წყლის დალევა.

ქლიავი სავსეა ანტიოქსიდანტებით. ის კვებავს ტვინის იმ უბნებს, რომლებიც პასუხისმგებლები არიან სწავლაზე და მეხსიერებაზე, სისტემატიური მიღება პროფილაქტიკური საშუალებაა ალცჰაიმერის დაავადების წინააღმდეგ.

შავი ქლიავი შეიცავს ვიტამინ B6, რომელიც ხელს უწყობს ნერვული იმპულსების სწრაფ გადაცემას და ეხმარება ნერვული სისტემის სწორ ფუნქციონირებას. დიდი რაოდენობით შეიცავს ამინომჟავა ტრიფტოფანს, ის სეროტონინის გამომუშავებას უწყობს ხელს, რომელიც მშვიდ ძილზე, კარგ განწყობაზე და კონცენტრაციაზეა პასუხისმგებელი. ქლიავი შეიცავს C ვიტამინის დიდ რაოდენობას, რომელიც აუცილებელია იმუნური სისტემის გაძლიერებასა და ინფექციებისადმი წინააღმდეგობის გაწევისთვის.

ქლიავი და მათი პროდუქტები სასარგებლოა ორსულობის დროს ვიტამინებისა და მინერალების სიმრავლის გამო. ეს კომპონენტები მნიშვნელოვანია ნაყოფის თვალის, ძვლებისა და ქსოვილების ფორმირებისთვის, დედის უჯრედების ჯანმრთელობასა და ბავშვის ჯანმრთელობაზე. საბოლოოდ კი მისი მრავალმხრივი სასარგებლო თვისების გამო აუცილებლად უნდა დაიწყოთ ამ საოცარი ხილის რეგულარულ გამოყენება.

აუცილებლად სანახავი:რადიკულიტით გამოწვეულ ტკივილებს შეგიმსუბუქებთ ეს შესანიშნავი რეცეფტები.

Facebook კომენტარები

ფრენის კომპენსაცია
ფრენის კომპენსაცია