ამ საშუალებებით თქვენ შეძლებთ ეპლეფსიის შეტევის თავიდან აცილებას

910

ამ საშუალებებით თქვენ შეძლებთ ეპლეფსიის შეტევის თავიდან აცილებას

პროფესიით ექთანი ვარ და არაერთხელ მინახავს, როგორ ემართებათ ეპილეფსიით
დაავადებულებს შეტევა. ბედმა თავადაც ისეთ ადამიანთან დამაკავშირა, რომელიც ეპილეფსიით არის ავად.

ჩემს მეუღლეს საკმაოდ ხშირად აქვს ეპილეფსიური გულყრა. ზოგჯერ შეტევა ღამით ემართება (ბევრჯერ საწოლიდანაც გადმოვარდნილა).

ეწყება კრუნჩხვა, კარგავს გონებას, ფითრდება, სუნთქვა უმძიმდება, ხელ-ფეხი ეყინება, ცხვირი და ტუჩებიც ცივი აქვს.

შეტევის შემდეგ ხშირად საავადმყოფოშიც მოხვედრილა,3-5დღით რეანიმაციაშიც კი მოუთავსებიათ. ჩემი მეუღლე 20 წელიწადზე მეტია სვამს წამალს,
მაგრამ საკმარისია, ოდნავ აღელდეს ან წამლის დალევა ერთხელ მაინც დაავიწყდეს, რომ შეტევა მაშინვე უმეორდება.

ამ დროს ვცდილობ, გვერდზე დავაწვინო, კრიჭა რომ არ შეეკრას და ენა არ მოიკვნიტოს, პირში კოვზის ტარს ვუდებ, ვაღებ ფანჯარას, სახეს ცივი წყლით ვუზელ. ერთ დღეს ისე მოხდა, რომ შეტევა სამზარეულოში დაეწყო და სკამიდან გადმოვარდა. ჩემმა დედამთილმა სასწრაფო გამოიძახა.

ჩემს მეუღლეს დამამშვიდებელი ნემსი გაუკეთეს, მაგრამ საწოლში ვერ გადავიყვანეთ, ამიტომ იქვე ამოვუდე თავქვეშ ბალიში და დავაფარე საბანი.

ამ დროს მოულოდნელად მივხვდი, რომ შეიძლება, შეტევა თავიდან ავიცილოთ. გამახსენდა, რომ ჩემს ქმარს შეტევის დაწყებისთანავე სტკივდება გულის არე, უჭირს სუნთქვა, იპყრობს პანიკა, და საკუთარ თავს დავუსვი კითხვა:

რა იქნება, რომ ამ დროს სწორი სუნთქვა სცადოს?

გადავწყვიტე, მეცადა და, თქვენ წარმოიდგინეთ, გაჭრა. აი, როგორ ვიქცევით მე და ჩემი მეუღლე: როცა ქმარს შეტევის წინათგრძნობა უჩნდება, გულზე იტაცებს ხოლმე ხელს და პანიკაში ვარდება.

პანიკაში ვვარდები მეც, რაც მდგომარეობას კიდევ უფრო ამძიმებს. შიშს არ უნდა აჰყვეთ, მშვიდად უნდა აუხსნათ ავადმყოფს, რომ თუ თავს ხელში აიყვანს და სწორად ისუნთქებს, შეტევას თავიდან აიცილებს.

ერთხელაც, როცა შევატყვე, რომ ჩემს ქმარს შეტევა ეწყებოდა, ვურჩიე, ესუნთქა ღრმად და თანაბრად. გურამმა ერთი კი შემომხედა, მაგრამ არაფერი მითხრა და დაიწყო ღრმა სუნთქვა.

საბედნიეროდ, შეტევა არც კი დასწყებია.
2010 წლის 2 იანვრიდან თავად ვაკონტროლებ მეუღლეს, ვასწავლი სწორ სუნთქვას და შეტევის დაწყებისთანავე სიტუაციის დამოუკიდებლად მართვას. ასე უკვე ორი შეტევა ავიცილეთ თავიდან.

სტატია მომზადებულია "2000 მცენარეული სამკურნალო რეცეპტი"- ზე დაყრდნობით.

აუცილებლად სანახავი:რადიკულიტით გამოწვეულ ტკივილებს შეგიმსუბუქებთ ეს შესანიშნავი რეცეფტები.

Facebook კომენტარები

ფრენის კომპენსაცია
ფრენის კომპენსაცია