შესანიშნავი მკურნალი შეკრულობის დროს. 

1094

შესანიშნავი მკურნალი შეკრულობის დროს. 

ხშირად მაწუხებდა შეკრულობა. კოლიტიაო, მითხრა ექიმმა. დამინიშნა წამლები
მიშველა, თუმცა ჩემი ბრალიცაა, რადგან დანიშნულება ბოლომდე არ შევასრულე.

შეკრულობამ მეტისმეტად რომ შემაწუხა, კეთილი ვინებე და ისევ მივაკითხე ექიმს. მან ხელახლა დამინიშნა წამლები, თან საოცარი ბურახის მომზადებაც მასწავლა — შეკრულობას შველისო.

წამლები არ დამილევია, სამაგიეროდ, ბურახს ვსვამდი და კუჭ-ნაწლავის მოქმედე-
ბა სავსებით მომიწესრიგდა. გასწავლით ამ საოცარი ბურახის მომზადების წესს:

– აიღეთ 3 ლ რძის შრატი, დაამატეთ 1 ჭიქა შაქარი. 1 ჭიქა დაჭრილი ქრისტესისხლა
(შეიძლება ნედლიც და ხმელიც) გაახვიეთ დოლბანდში, სიმძიმისთვის მიამაგრეთ მომცრო ტვირთი და ჩაუშვით შრატიანი ქილის ფსკერზე.

ქილას გადააფარეთ დოლბანდი და სიბნელეში დადგით. ორი კვირის შემდეგ ნაყენი გაფილტრეთ, ჩაასხით მინის ქილაში, თავი პოლიეთილენით მოუკარით და მაცივარში შედგით. სვით 0,5-0,5 ლ დღეში 2-ჯერ, დილა-საღამოს, ჭამამდე ნახევარი საათით ადრე.

მკურნალობის კურსი 2 კვირაა, შემდეგ 10 დღე უნდა შეისვენოთ, მერე კი დარჩენილი
ნაყენიც იმავე წესით დალიოთ. დილით, გაღვიძებისთანავე, ვიხეხავ კბილებს ზღვის მარილით, ენიდან ნადებს ვიშორებ ჩაის კოვზით, ვწუწნი მცენარეულ ზეთს (კანფეტივით) რამდენიმე წუთის განმავლობაში, შემდეგ გადმოვაფურთხებ და პირში თბილ წყალს ვივლებ.

ამის შემდეგ ვსვამ ქრისტესისხლას ბურახს და ნახევარ საათში ვსაუზმობ. ასე იწყება ჩემი დილა ამ უებარი ბურახით მკურნალობის პერიოდში.

გარდა ამისა, ვჭამ ბევრ ხილსა და ბოსტნეულს, მეტწილად - გახეხილს, მაგალითად, ვხეხავ ჭარხალს, სტაფილოს და ვაზავებ მცენარეული ზეთით. ახლა ჩემი კუჭნაწლავი საათივით მუშაობს.

სტატია მომზადებულია "2000 მცენარეული სამკურნალო რეცეპტი"- ზე დაყრდნობით.

აუცილებლად სანახავი:საუკეთესო ხალხური რეცეპტები ბრონქიტის წინააღმდეგ – სცადეთ და არ ინანებთ

Vau.ge არის სივრცე, რომელიც გთავაზობთ რჩევებს ჯანმრთელობის, თავის მოვლისა და ყოველდღიური საქმიანობის შესახებ. ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ინფორმაცია ისეთი ნატურალური საშუალებებისა და რეცეპტების შესახებ, რომლებიც დაგეხმარებათ გაიუმჯობესოთ ჯანმრთელობა, გახდეთ უფრო ლამაზები და გაიმარტივოთ ყოველდღიური საქმეები. რაც მთავარია, ამ ყველაფერს აკეთებთ სახლში, სიამოვნებას იღებთ პროცესით და ზოგავთ საკმაოდ დიდი თანხას.

Facebook კომენტარები

ფრენის კომპენსაცია
ფრენის კომპენსაცია