როგორ უნდა მოვიქცეთ, რომ ოჯახი რომ მტკიცე იყოს?

998

როგორ უნდა მოვიქცეთ, რომ ოჯახი რომ მტკიცე იყოს? (საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი უწმინდესი და
უნეტარესი ილია II)

მტკიცე ოჯახი - ჩვენი ქვეყნის საიმედო მომავალია, პირველ რიგში იგი უნდა იყოს მტკიცე, რათა ერი და სახელმწიფოც
მტკიცე იყო. არსებობს შეხედულება, რომ ოჯახი იგივე მცირე სახელმწიფოა, რომელსაც აუცილებლად უნდა ჰყავდეს თავისი მეთაური.

საღვთო წერილში წერია, რომ თავი ცოლისა და საერთოდ ოჯახისა, მამაკაცია. ხანდახან ჩვენი ქალები პროტესტს გამოთქვამენ, როგორ შეიძლება კაცი, რომელიც უვარგისია, ოჯახის მეთაური იყოს, მაგრამ ეს საღვთო კანონია, სულიწმიდის მიერ ნაკარნახევი.

თუ ქალი ამ კანონს ვერ იღებს, ეს იმას ნიშნავს, რომ იგი ან არ იცნობს საღვთო წერილს, ან არ სწამს მისი, ან თუ სწამს, მცირედმორწმუნეა. ეს სულაც არ ნიშნავს, რომ ქალი და მისი პიროვნება ქრისტიანობაში დამცირებულია, პირიქით, ქრისტიანობა უდიდეს პატივს სცემს ქალს.

გავიხსენოთ ის პატივი, რომლითაც ყოვლადწმიდა ღვთისმშობელია შემკობილი, ან ის წმინდანი ქალები, რომელთაც სიცოცხლე ღვთის სამსახურს შესწირეს.

იაფი ავიაბილეთები avia.ge
იაფი ავიაბილეთები avia.ge

მით უმეტეს დიდი პატივით სარგებლობდა
ქალი ჩვენთან, საქართველოში, რომლის ეკლესიაც ქალის მიერაა დაარსებული.

დღეს მთელ მსოფლიოში დგას საკითხი ქალის მამაკაცთან სრული გათანასწორებისა, მაგრამ ეს შეცდომაა, რადგან არ შეიძლება ქალი, თუნდაც შრომაში, მამაკაცს გაუთანაბრდეს, მას
თავისი დიდი მოვალეობა აქვს - შვილების შობა და აღზრდა, ერის გამრავლება.

რა თქმა უნდა, ცოდნის მიღება საჭიროა, უფრო მეტიც, აუცილებელია დედა განათლებული იყოს, მაგრამ ეს ცოდნა და განათლება, პირველ რიგში, თავის შვილებს
უნდა მოახმაროს.

დედამ უნდა ასწავლოს შვილებს წერა-კითხვა, პირჯვრის გადაწერა, ლოცვები, შთაუნერგოს ღვთისა და მოყვასის სიყვარული. რა შეიძლება იყოს ამაზე უფრო დიდი და საპატიო მოვალეობა? დღეს კი სულ სხვა სურათს ვხედავთ.

დედა, ისევე როგორც მამა, მთელი დღე სამსახურშია, ბავშვები საბავშვო ბაგაში ან ბაღში. რა თქმა უნდა, ვერ ვიტყვით, რომ იქ
ბავშვებს ცუდად ზრდიან, მაგრამ განა აღმზრდელი, რა გინდ კარგი იყოს იგი, დედას შეცვლის?

ჩვენ არ შეგვიძლია უცხო ადამიანებს, აღმზრდელებსა და მომვლელებს მოვთხოვოთ ის, რაც დედას მოეთხოვება. ამიტომაც იზრდებიან ჩვენი ბავშვები ცივ,
მკაცრ და მცირედმორწმუნე ან საერთოდ ურწმუნო ადამიანებად.

ამიტომ ტირიან მერე დედები - მთელი სიცოცხლე მათთვის ვშრომობდი და რატომ გამომივიდა ასეთი შვილებიო. რატომ და
იმიტომ, რომ მისი სიყვარული, მისი დედობრივი სითბო და ყურადღება აკლდათ. ღმერთმა მისცეს ჩვენს ერს ის, რისგარეშეც არსებობა შეუძლებელია - რწმენა და სიყვარული.

აუცილებლად სანახავი:14 სიმპტომი, რაც ღვიძლის დაავადებაზე მიგითითებთ! ეს არ უნდა დააიგნოროთ!

Vap.ge-ს აქვს ელექტრონული რესურსი, საინფორმაციო და სატელეკომუნიკაციო ქსელში პერიოდულად განახლებული საეკლესიო ხასიათის ინფორმაციის განთავსებისთვის. Vap.ge ის დეველოპერთა გუნდი ცდილობს გააუმჯობესოს საიტის ფუნქციები და შეავსოს გვერდები მკითხველთა სურვილის გათვალისწინებით.

Vap.ge -ზე შეძლებთ წაიკითხოთ ბიბლია, ლოცვები, ფსალმუნები და ყველა აუცილებელი ინფორმაცია საეკლესიო დღესასწაულების და მარხვების შესახებ.

Vap.ge -ის მიზანია ღვთის მსახურება, ხალხის სულიერი განმანათლებლობის ხელშეწყობა, ოჯახური და მორალური ფასეულობების შენარჩუნება. რაც მთავარია, ამ ყველაფერს აკეთებთ სახლში. ბევრ ინფორმაციას მოგაწვდით ეკლესიისა და სარწმუნოების შესახებ, რომელსაც ჩვენი საიტიდან შეიტყობთ, რაც ყოველდურობის ნაწილი გახდება.

Facebook კომენტარები

ფრენის კომპენსაცია
ფრენის კომპენსაცია