13 რჩევა, რომელიც დაგეხმარებათ კიბოს პრევენციაში

1564

კიბო საშინელი დაავადებაა, რომელსაც სიკვდილის გამოწვევა შეუძლია. მის გამო 2012 წელს 8.2 მილიონი სიკვდილი დაფიქსირდა მთელ მსოფლიოში. მეცნიერები ვარაუდობენ, რომ ეს რიცხვი მომავალში 70 %-მდე გაიზრდება. დაიწყეთ კიბოსთან ბრძოლა ახლავე. ეს 13 რჩევა დაგეხმარებათ:

1) შეწყვიტეთ შაქრიანი სასმლის სმა. შაქრიანი სასმელი არამარტო დიაბეტს, არამედ კიბოსაც იწვევს. ისინი კიბოს შანსს 87 %-ით მაღლა წევენ.

2) იყავით უფრო აქტიური. კიბოს შესამცირებლად იარეთ მეტი და იჯექით ცოტა. მთელი დღე ჯდომა იწვევს მსხვილი ნაწლავისა და საშვილოსნო კიბოს რისკის 24 %-ით გაზრდას. თუ თქვენი ჰობი ტელევიზორის ყურებაა, ეცადეთ ის შეამციროთ. ეს იმიტომ რომ ამ დროს კიბოს რისკი 54%-ით იზრდება.

3) ჯანსაღი წონის ქონა. ზედმეტი წონა ჯანმრთელობისთვის საზიანოა.

4) ჭამეთ ჯანსაღი საკვები. თუ ჯანსაღ საკვებს მიირთმევთ, როგორებიცაა ხილი და ბოსტნეული, მსხვილი ნაწლავის კიბოს რისკს შეამცირებთ.

5) შეწყვიტეთ წითელი ხორცის ჭამა. წითელი ხორცი ძალიან გემრიელია, უბრალოდ ის კიბოს რისკს ზრდის. მჭლე ხორცი კი როგორც გემოთი, ისე ჯანმრთელობის მხრივ ძალიან სასარგებლოა.

6) მოერიდეთ ალკოჰოლურ სასმელს. პირისა და ყელის კიბო ალკოჰოლის გადაჭარბებული მიღების გამო ჩნდება.

7) მოერიდეთ მარილიან საჭმელებს. ეცადეთ მარილიანი საკვები ნაკლებ მიირთვათ. ის კიბოს რისკს ზრდის. აუცილებლად გაითვალისწინეთ ის პროდუქტები, რომლებიც მარილს დამალულად შეიცავენ.

8) ძუძუთი კვება არა მარტო ბავშვისთვის, არამედ თქვენთვისაც კარგია. იცოდით თუ არა, რომ ძუძუთი კვება კიბოს რისკს ამცირებდა?

9) არ მიიღოთ დანამატები. კიბოს რისკის შესამცირებლად თქვენ უნდა ჭამოთ საჭმელი ყოველგვარი დანამატის გარეშე.

10) მიიღეთ ვიტამინ D-ს დღიური დოზა. ვიტამინ D-ს ყველაზე კარგი სათავე მზეა. გაისეირნეთ ხოლმე მზიან ამინდებში 15 წუთით მაინც.

11) შეწყვიტეთ თამბაქოს გამოყენება. ყველასთვის ცნობილია, რომ თამბაქო კიბოს იწვევს.

12) ღამე ოთახი ჩააბნელეთ. ეს ხელს შეუწყობს მკერდისა და საკვერცხეების კიბოს რისკის შემცირებას.

13) ზოგიერთი ვაქცინაცია ამცირებს კიბოს. არსებობს გარკვეული ვაქცინაციები, რომლებიც, მაგალითად, პაპილომავირუსის წინააღმდეგ იხმარება.

Facebook კომენტარები

ფრენის კომპენსაცია
ფრენის კომპენსაცია