სელის თესლი: როგორ მივიღოთ ამ საოცარი პროდუქტისგან მაქსიმალური სარგებელი და სამკურნალო ეფექტი, შეიტყვეთ მეტი. .

722

სელის თესლი: როგორ მივიღოთ ამ საოცარი პროდუქტისგან მაქსიმალური სარგებელი და სამკურნალო ეფექტი, შეიტყვეთ მეტი. .

ბევრ თვენგანს ალბათ აქამდეც არა ერთელ სმენია სელის თესლის საოცარი თვისებების შესახებ. იგი როგორც უჯრედისით, ისე ცხიმოვანი მჟავით განსაკუთრებით მდიდარია. როგორც დადგინდა მისი მიღება გახდომის პროცესის დასაჩქარებლად და ქოლესტერინის საკონტროლებლად განსაკუთრებითაა რეკომენდებული

მისი რეგულარული მიღების ფონზე სელის თესლი სისხლში გლუკოზის დონეს აკონტროლებს. ხოლო მასში ბევრი ბოჭკოს შემცველობით საჭმლის სწორად მონელებას ხელს უწყობს და შეკრულობის პრობლემას ამსუბუქებს, ამავდროულად უნდა ითქვას რომ  ის ანტისიმსივნურ თვისებებსაც ფლობს, განსაკუთრებით ძლიერ გვიცავს მსხვილი ნაწლავის, ძუძუს და წინამდებარე ჯირკვლების სიმსივნისგან

სელის თესლის დამატება შეგიძლიათ როგორც ცომეულში, სალათებში ასევე წვენსა თუ რძეში, რითაც საკმაოდ ბევრი ჯანმრთელობის სარგებლის მიღება შეგვიძლია, თუმცა მაქსიმალური სარგებლის და სამკურნალო ეფექტის მისაღებად სჯობს სწორად მოიხმაროთ.

დღევანდელ სტატიაში გაგიზიარებთ ყველაზე ეფექტურ რეცეპტს. ასევე გირჩევთ სახლში გემრიელი სელის რძის მომზადებას

საჭირო ინგრედიენტები:

  • 3 ს/კ სელის თესლი, 300 მლ სუფთა წყალი
  • 1 ს/კ ქიშმიში ან უკურკო ფინიკი, 2 ჩ/კ თაფლი (სურვილით)
  • 1 ს/კ სეზამის თესლი

მომზადება და გამოყენება:

თავდაპირველად სეზამის და სელის თესლებს 300 მლ თბილი წყალი დაასხით. შემდეგ ფინიკი და ქიშმიში გარეცხეთ და ცივი წყალი დაასხით. 15-20 წუთით გააჩერეთ. შემდეგ კიდევ ერთხელ გარეცხეთ და თესლებს და წყალს დაუმატეთ. ამის შემდეგ თაფლი დაუმატეთ და აურიეთ.

მინიმუმ 1 საათით გააჩერეთ. სჯობს თავსახური დაახუროთ და მთელი ღამე მაცივარში გააჩეროთ, დილით ერთგვაროვანი მასის მიღებამდე დააბლენდერეთ.

რეკომენდებულია, საუზმის მიღებამდე 30 წუთით ადრე დალიოთ.

Facebook კომენტარები

ფრენის კომპენსაცია
ფრენის კომპენსაცია