ჩვენს ორგანიზმში არსებული მთავარი სისხლძარღვების გაწმენდის ბუნებრივი მეთოდი!!
ექიმთა განცხადებებით დღესდღეობით საკმაოდ ბევრი ადამიანი იღუპება გულ-სისხლძარღვთა დაავადებებით. მაშ, რატომ არავინ არ უწყობს ხელს სისხლძარღვების გაწმენდისა და გულის ვარჯიშის მარტივი გზების გავრცელებას?
ყველამ კარგად იცის, რომ დაავადების პრევენცია ბევრად უფრო ადვილია, ვიდრე უგულებელყოფილი ორგანიზმის განკურნება. ინტერნეტშიც არაერთხელ შემხვედრია სისხლძარღვების გაწმენდის რეცეპტები და ყველა მათგანი საკმაოდ მარტივი მოსამზადებელიცაა და მისაღებით.
ჩვენ ვეცადეთ მათგან ყველაზე მთავარი და ეფექტური რეცეპტები ამოგვერჩია და თქვენთვის შემოგვეთავაზებინა :
სისხლძარღვების ელასტიურობისთვის შეურიეთ 1 ჩაის კოვზი ლიმონის წვენი, თაფლი და მზესუმზირის ზეთი და დალიეთ უზმოზე. მკურნალობის კურსი 10 დღეა.
ან აურიეთ 1 ჩაის კოვზი თაფლი და ნახევარი ლიმონის წვენი 3/4 ჭიქა თბილ ადუღებულ წყალში. დალიეთ ძილის წინ ესეც 10 დღის განმავლობაში.2. ასევე თქვენ შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს რეცეპტიც: სისხლძარღვების გასაწმენდად ხორცსაკეპ მანქანაში გაატარეთ 2 საშუალო ზომის ლიმონი, დაუმატეთ 2 სუფრის კოვზი თაფლი, აურიეთ, გადაიტანეთ მინის ქილაში და გააჩერეთ ოთახის ტემპერატურაზე ერთი დღე.
შემდგომ კი მიიღეთ 2-3 ჩაის კოვზი დღეში ჭამის წინ ან ჩაისთან ერთად.
ჩამოთვლილი ნებისმიერი რეცეპტი სასარგებლოა თქვენი ჯანმრთელობისთვის, ამიტომ სურვილისამებრ შეგიძლიათ აირჩიოთ ერთ ერთი და დაიწყოთ მისი აქტიური გამოყენება.