ლიმონის სკრაბი კანის გაახალგაზრდავებისთვის..! გამოსადეგი ინფორმაციაა

1041

ლიმონის სკრაბი კანის გაახალგაზრდავებისთვის..

გამოსადეგი ინფორმაციაა!

მოგეხსენებათ მკვდარი კანის მოცილებით, ჩვენ დასაბამს ვაძლევთ ახალ კანს, რომელიც მაშინვე გამოიყურება უფრო ჯანსაღად, გლუვად და ერთგვაროვნად.

რეცეპტს, რომელსაც დღეს გაგაცნობთ, ორ ნაწილად გავყოფთ. რადან უნდა იცოდეთ ისიც, რომ სახის კანზე უნდა გამოიყენოთ უფრო რბილი ამქერცლავი, ვიდრე ტანზე.

ხოლო ამ რეცეპტისთვის ჩვენ ვაპირებთ გამოვიყენოთ ლიმონის სკრაბის ამქერცლავი თვისებები. ლიმონი ძალიან კარგი საშუალებაა კანის ჯანმრთელობის გასაუმჯობესებლად. გარდა ამისა, მისი არომატი ამაღელვებელია და თავს გვაგრძნობინებს უფრო ენერგიულადაც..

ჯერ რეცეპტს გადავხედოთ. ლიმონის მჟავა კანზე მუქი ლაქების გაღიავებას უწყობს ხელს, შაქარი კი კანის მკვდარი უჯრედების მოცილებას. ეს სკრაბი ასევე იდეალურია იდაყვისა და მუხლის კანის გასაწმენდად.

მთელი სხეულის აქერცვლა:

ინგრედიენტები:

– 5 სუფრის კოვზი შაქარი ან ზღვის მარილი
– 1 სუფრის კოვზი ზეითუნის ზეთი
– 1 ლიმონი

მომზადება: შეურიეთ ზეითუნის ზეთი შაქარს. ლიმონი კი შუაზე გაჭერით და მისგან წვენი გამოწურეთ. წვენს თანდათან უმატებენ ნარევს, მანამ სანამ პასტის მსგავსი კონსისტენცია არ ჩამოყალიბდება.

სველ კანზე შეიზილეთ სკრაბი წრიული მოძრაობით რამდენიმე წუთის განმავლობაში..

არ შეიზილოთ ძალიან ძლიერად, მხოლოდ იმდენი, რომ მოიცილოთ მთელი ჭუჭყი და მკვდარი უჯრედები, მაგრამ არც ისე ძლიერად, რომ ზედმეტად გააღიზიანოს თქვენი კანის სტრუქტურა

ლიმონის სახის სკრაბი:

ინგრედიენტები:
– 2 სუფრის კოვზი შვრიის ფაფა
– 1/2 სუფრის კოვზი ზეითუნის ზეთი
– 1 ლიმონი

მომზადება: შვრიის ფაფა აურიეთ ბლენდერში, სანამ არ გახდება ფხვნილის კონსისტენცია. შემდეგ კი შვრიის ფხვნილი შეურიეთ ზეითუნის ზეთს. ნარევს თანდათან დაუმატეთ ლიმონის წვენი პასტის წარმოქმნამდე. წაისვით კანზე ისე, როგორც ტანის ამქერცლავი.

მნიშვნელოვანია:

კანი უნდა გაიწმინდოს კვირაში მაქსიმუმ 3-ჯერ, არა უმეტეს! რადგან უფრო ხშირად გამოყენების შემთხვევაში ლიმონმა შეიძლება გააღიზიანოს მგრძნობიარე კანი

Facebook კომენტარები