თუ არ შეგიძლიათ ყავის დალევა, მაგრამ ძალიან გინდათ ის, არსებობს გამოსავალი!

900

თუ არ შეგიძლიათ ყავის დალევა, მაგრამ ძალიან გინდათ ის, არსებობს გამოსავალი!

დაიმახსოვრეთ მხოლოდ 5 სანელებელი, რომელიც ანეიტრალებს კოფეინის ნეგატიურ გავლენას სხეულზე და ყავის გადმუშვებას უწყობს ხელს.

1. შავი წიწაკა. შავი პილპილი ძლიერად ასუფთავებს საჭმლის მომნელებელ სისტემას, აშორებს ტოქსინებს, აუმჯობესებს ნივთიერებათა ცვლას, ასტიმულირებს კუჭს. იგი ანტისეპტიკური საშუალებაა. დაუმატეთ ყავას 1-2 მარცვალი და დალევამდე ცოტა ხანი გააჩერეთ.

2. ილი. აქვს დამამშვიდებელი ეფექტი. აძლიერებს კუჭს. რეკომენდებულია ყავას დაუმტოთ ილის მარცვლები ან ახალი ფხვნილი. ილი ეთერზეთების მოქმედების გამო ყავას ანიჭებს განსაკუთრებულ უნიკალურ არომატს.

3. მიხაკი. ეს ასტიმულირებს სისხლის მიმოქცევას და ამცირებს წნევას. იგი კოფეინის ნეგატიური ეფექტის შემცირებას უწყობს ხელს. ცხელ ყავას დაუმატეთ ერთი კბილი და გააჩერეთ.4. დარიჩინი. ამცირებს ყავის მჟავე ეფექტს სხეულზე. ყავის მომზადებისას შეგიძლიათ დაამატოთ დარიჩინის ფხვნილი ან მთლიანი ჯოხი უბრალოდ ჩაყავით ცხელ ყავაში.

5. კოჭა. ამშვიდებს ნერვულ სისტემას, ხელს უწყობს ტკივილის და სპაზმების შემსუბუქებას და ასტიმულირებს კუჭ-ნაწლავის ტრაქტს. ყავის მომზადებისას შეგიძლიათ დაამატოთ კოჭას ფხვნილი ან ახალი ფესვის პატარა ნაჭერი.

Facebook კომენტარები