ყველა მკითველის საყურადღებოდ! უებარი წამალი, რომელიც მალე დაგაყენებთ ფეხზე. .

1940

ყველა მკითველის საყურადღებოდ! უებარი წამალი, რომელიც მალე დაგაყენებთ ფეხზე. .

ნიკოლაი ამოსოვი დიდებული ქირურგი და მედიცინის სფეროში ბევრი ინოვაციური ტექნიკის ავტორი იყო. ბრძენი კაცი ოპერაციის გადატანის შემდეგ პაციენტებს იმუნიტეტის გასაზრდელად და ორგანიზმის გასაძლიერებლად ნარევის მიღებას ურჩევდა. „წამალი“ შესანიშნავად აძლიერებს გულის კუნთებს, არითმიის და ათეროსკლეროზის დროს დაგეხმარებათ. ამოსოვის პასტა მთელ ორგანიზმზე დადებითად მოქმედებს და იმუნიტეტს აძლიერებს.

გარდა ამისა,  მკვებავი და გემრიელია, ამიტომ დიეტის დროს შეგიძლიათ ვახშამი ან საუზმე ჩაანაცვლოთ. ტკბილი ფაფების მოყვარულებს შეუძლიათ ეს ნარევი ორიგინალური სართავის ნაცვლად გამოიყენონ. პასტა იოგურტს შესანიშნავად ერწყმის. დღეს გიზიარებთ ამოსოვის პასტის რეცეპტს, რომ უფრო ჯანმრთელი გახდეთ და ნაკლებად იავადმყოფოთ!

ამოსოვის პასტა იმუნიტეტის გასაძლიერებლად

იმის გასაგებად, თუ რატომ აქვს ამოსოვის პასტას სამკურნალო თვისებები, საკმარისია მის შემადგენლობას შეხედოთ. ცნობილმა ქირურგმა ზუსტად იცოდა, თუ ბრწყინვალე ეფექტის მისაღებად რომელი ხილის დამატება არის საჭირო.

1. ქიშმიში

ქიშმიში კალიუმის შემცველობით რეკორდსმენია. 1 მუჭა ქიშმიში დაახლოებით 850 მგ კალიუმს შეიცავს. სწორედ ამიტომ, გულის კუნთებისთვის კარგი საკვებია. ქიშმიში ნერვულ სისტემას აძლიერებს და ძლიერ ანტიოქსიდანტად ითვლება.

2. გარგარის ჩირი

ხმელი გარგარი ერთ–ერთ ყველაზე სასარგებლო ჩირად ითვლება. ის ეფექტურია ანემიის საწინააღმდეგოდ, ორგანიზმიდან ზედმეტ სითხეს გამოდევნის და მხედველობას აუმჯობესებს. A ვიტამინის მაღალი შემცველობის წყალობით გარგარის ჩირი რეკომენდებულია ფარისებრი ჯირკვლის პრობლემების დროს.

3. ლეღვი

ლეღვის ხე რკინის და ცილების წყაროა. მზარდი ორგანიზმისა და ორსული ქალებისთვის განსაკუთრებით სასარგებლოა. ხმელი ლეღვი მდიდარია ტრიპტოფანებით, რომელიც ძლიერ და ჯანმრთელ ძილზეა პასუხისმგებელი.

4. შავი ქლიავი

კალიუმით მდიდარი კიდევ ერთი პროდუქტი. შავქლიავი ენერგეტიკულ ბალანსს სწრაფად აღადგენს, საჭმლის მომნელებელი სისტემის მუშაობას აუმჯობესებს. ცალკე აღსანიშნავია დიდი რაოდენობით უჯრედისის შემცველობა.

ჩირების ნარევს სურდოს საწინააღმდეგო ცნობილ საშუალებებს თაფლს და ლიმონს უმატებენ. ასევე აუცილებლად უნდა შეიცავდეს ნიგოზს, რომელიც მდიდარია იოდით და სასარგებლო ცხიმებით. ორიგინალურ რეცეპტს იდეალური პასტის მისაღებად მხოლოდ კოჭა აკლია. მის დამატებასაც გირჩევთ.

როგორ მოვამზადოთ ამოსოვის პასტა

თქვენ დაგჭირდებათ:

  • 500 გრ ქიშმიში
  • 1 ლიმონი ქერქიანად
  • 500 გრ გარგარის ჩირი
  • 500 გრ ლეღვის ჩირი
  • 2 ჭიქა ნიგოზი
  • 500 გრ შავქლიავი კურკების გარეშე
  • 500 გრ თაფლი

ყველა ინგრედიენტი სამზარეულოს კომბაინში, ბლენდერში ან ხორცსაკეპ მანქანაში გაატარეთ. 500 გრ თაფლი დაუმატეთ და ერთგვაროვანი მასის მიღებამდე აურიეთ. ახლა პასტა ქილებში გადაანაწილეთ და მაცივარში შეინახეთ. 1 ს/კ პასტა დღეში 3-ჯერ, ჭამამდე 30 წუთით ადრე მიიღეთ.

Facebook კომენტარები

ფრენის კომპენსაცია
ფრენის კომპენსაცია