სამყურა ახალგაზრდობის ელექსირია: აუმჯობესებს მხედველობას და მეხსიერებას, კურნავს მძიმე დაავადებებს

1991

სამყურა ახალგაზრდობის ელექსირია: აუმჯობესებს მხედველობას და მეხსიერებას, კურნავს მძიმე დაავადებებს

სამყურა ჩემთვის ყოველთვის იღბალთან ასოცირდებოდა, რადგან მასზე სხვადასხვა ლეგენდა დადის. თუმცა, ფიტოთერაპიის პრაქტიკაში გამოყენებამ მასზე წარმოდგენა სრულად შემაცვლევინა.

მისი თვისებების შესწავლისას, ყურადღება გავამახვილე, რომ სამყურა შესანიშნავად უმკლავდება ყურებში ხმაურს – ტვინის სისხლძარღვების სკლეროტიკული დაზიანების ერთ-ერთ ნიშანს, მხედველობისა და მეხსიერების დარღვევებს, დეპრესიას, ნევროზს, განწყობის აუხსნელ ცვლილებებს, ასევე, ძლიერ თავის ტკივილს.

სამკურნალოდ იყენებენ როგორც ნედლ, ისე ხმელ მცენარეს, მის წვენსა და ნაყენს.

წვენის მოსამზადებლად სამყურას ნებისმიერი სახეობა გამოიყენება. ყვავილობის პერიოდში ჭრიან მცენარის ზედა ნაწილებს, აქუცმაცებენ ბალახის ფაფის მიღებამდე და წურავენ მისგან წვენს.

სითხე დიდხანს რომ შეინახოთ, 1/3 წილს შეურიეთ 1 წილი არაყი და მოხუფეთ შუშის ქილებში. თუ მკურნალობა სამყურას ყვავილობის პერიოდში მიმდინარეობს, სამკურნალოდ ახლადდაწურული წვენი გამოიყენეთ.

ამისთვის, მცენარეული ნედლეული დააქუცმაცეთ ბლენდერში ან ხორცსაკეპში ფაფის მიღებამდე, შემდეგ 4-5 ს.კ. მომზადებულ მასას დაასხით 1 ჭიქა ოთახის ტემპერატურის წყალი და 10-15 წუთის განმავლობაში მუდმივად ურიეთ.

ამის შემდეგ, გადაწურეთ სასმელი 2-3 ფენად დაკეცილ მარლაში და დალიეთ მიღებული წვენი. მკურნალობის კურსი, ორივე შემთხვევაში, 1.5-2 თვე უნდა გააგრძელოთ. ათეროსკლეროზის პროფილაქტიკისთვის, მიიღეთ იგი ყოველდღე, 1-2 ს.კ.

სამყურას წვენი ყურებში ხმაურისა და თავის ტკივილისგან გათავისუფლებთ, აუმჯობესებს მხედველობასა და მეხსიერებას, ეფექტურია ნევროზისა და დეპრესიის დროს, გვეხმარება კლიმაქსის გადატანაში, არეგულირებს სხეულის ტემპერატურას გაციების დროს, არბილებს ხველას, აუმჯობესებს ჯანმრთელობის მდგომარეობას ბრონქიტის, ტრაქეიტისა და პნევმონიის დროს, ხელს უწყობს სასუნთქი გზების გაწმენდას, რაც მნიშვნელოვანია ფილტვების ტუბერკულოზის დროს.

მიიღეთ იგი 1 ს.კ. დღეში 3-7-ჯერ, ჭამამდე, სანამ არ გამოჯანმრთელდებით, და კიდევ 7-10 დღე დაავადების სიმპტომების გაქრობამდე.

განსაკუთრებული ყურადღება სამყურას წვენზე უნდა გაამახვილონ ქალბატონებმა, რომლებსაც მკივნეული და დაურეგულირებელი თვიურები, საშვილოსნოს სისხლდენა და ანემია აწუხებთ.

სხვა სამკურნალო პრეპარატებთან კომბინაციაში, სამყურას წვენი უნდა მიიღოთ 3-5 ს.კ. დღეში, 1-1.5 თვის განმავლობაში. მკურნალობის პერიოდში, აუცილებელია ექიმის დაკვირვების ქვეშ ყოფნა.

მოხუცებმა, გულის კუნთის გაძლიერებისა და ფეხების შეშუპების ჩასაცხრობად, სამყურას წვენი უნდა მიიღონ 3-4 კვირის განმავლობაში, 1ჩ.კ. დღეში 5-7-ჯერ.

ბევრმა არ იცის, რომ სამყურა შესანიშნავად უმკლავდება ალერგიულ დერმატოზს, კვინკეს შეშუპებას, ნაცრისფერ ციებასა და ბრონქულ ასთმას.

ამ პრობლემების დროს, მიიღეთ პირველ დღეს 100 მლ-ში გახსნილი 1-2 ჩ.კ. წვენი, მეორე დღეს დოზა გააორმაგეთ, ასევე მოიქეცით მესამე დღესაც.

შემდეგ, ყოველდღე, მკურნალობის დასრულებამდე, მიიღეთ 2-5 ს.კ. სამყურას წვენი. თუ დაავადება გამწვავებულია, დაიწყეთ მიღება დღეში 3-4 ს.კ., დღიური დოზა კი თანდათან 5-7 ს.კ.-მდე აიყვანეთ. როგორც კი უკეთ გახდებით, შეამცირეთ დოზა ორჯერ.

მიიღეთ სამყურას წვენი წყალთან ან ბალახების ნაყენთან ერთად, დღეში 3-4-ჯერ, ჭამამდე 20-30 წუთით ადრე, ასევე, აუცილებლად ღამით. მკურნალობის კურსი, ჩვეულებრივ, 1.5-2 თვეს მოიცავს.

სოკოთი, გაზებითა და მძიმე მეტალების მარილებით მოწამლვის დროს, სამყურას წვენს იღებენ იმავე დოზით, რა დოზითაც გამწვავებული დაავადების დროს მკურნალობენ.

სასარგებლოა წვენი პოლიართრიტის, რევმატიზმის, ქრონიკული ცისტიტისა და ონკოდაავადებების კომპლექსურ მკურნალობაში.

მედპრეპარატებთან კომბინაციაში, ამ დაავადებების დროს, სამყურას წვენს იღებენ დღეში 3-5 ს.კ. თუმცა, ონკოდაავადებების დროს, უმჯობესია სამყურას წვენის მიღება მრავალძარღვას, ქრისტესისხლას, აირას, კრაზანას, ანწლის, ასფურცელას წვენებთან ერთად.

ონკოდაავადებულმა აუცილებლად უნდა მიიღოს ფუტკრის მტვერიც.

სამყურას წვენი, გალეგის, ბაბუაწვერას, ბერძნული კაკლისა და ჭინჭრის წვენებთან ერთად, მიიღება დიაბეტის დროს სისხლში შაქრის დონის დასარეგულირებლად.

ამასთან, აუცილებელია დიაბეტური დიეტის დაცვა, ზომიერი ფიზიკური სავარჯიშოების შესრულება და დიაბეტის საწინააღმდეგო მედიკამენტოზური საშუალებების მიღება. არ დაგავიწყდეთ შაქრის დონის რეგულარული კონტროლი.

Facebook კომენტარები