კვლიავი – სანელებელი, რომელსაც უამრავ დაავადებასთან და ჯანმრთელობის პრობლემასთან შეუძლია გამკლავება

726

კვლიავი – სანელებელი, რომელსაც უამრავ დაავადებასთან და ჯანმრთელობის პრობლემასთან შეუძლია გამკლავება!

შესაძლოა ეს ინფორმაცია ბევრისთვის ახალი იყოს, მაგრამ გეტყვით, რომ ამ სანელებელს უამრავ დაავადებასთან და ჯანმრთელობის პრობლემასთან შეუძლია გამკლავება. მეტიც, ყოველდღე მისი მიღების შემთხვევაში თქვენ გაუმკალვდებით ჭარბ წონას, შაქრიან დიაბეტს, ანემიას და პარაზიტებს.

სწორედ მისი შემადგენლობის გამოა, რომ ის არამხოლოდ სამზარეულოში, არამედ მედიცინაშიც აქტიურად გამოიყენება

უფრო მეტი ინფორმაციის და მისი გამოყენების გზების შესახებ თუ გსურთ გაიგოთ, მაშინ გაეცანით სტატიას ბოლომდე:მოდით მისი სასარგებლო თვისებების განხილვა დავიწყოთ იქიდან, რომ მას შეუძლია- მჟავიანობის დარეგულირება: თანაბარი პროპორციით შეურიეთ ერთმენეთს კვლიავი, ქინძი და შაქარი. მიიღეთ დღეში 2–ჯერ წყალთან ერთად. თქვენი მჟავიანობა აუცილებლად დარეგულირდება.

ასევეა პარაზიტების მოშორება:

400 მლ. წყალში ცაყარეთ 15 გრ. კვლიავი და მიიყვანეთ ადუღებამდე წყლის აბაზანაზე. ადუღეთ იქამდე, სანამ სითხის მოცულობა 100 მლ. არ გახდება. უნდა მიიღოთ დღეში 2–ჯერ, ჭამამდე 30 წუთით ადრე 20–40 მლ. დაახლოებით 2–3 კვირის განმავლობაში. მარტივად განთავისუფლდებით პარაზიტებისგან.

კუჭის აშლილობა: კუჭის აშლილობის დროს თანაბარი რაოდენოიბით შეურიეთ ერთმანეთს კვლიავი, შავი წიწაკა, მარილი და მშრალი კოჭა. ჭამის შემდეგ მიიღეთ ნარევის 1 ს.კ. წყალთან ერთად. უკეთესობას მალევე იგრძნობთ.

სურდო და ხველება: 1/4 ჩ.კ. კვლიავს დაასხით 1 ჭიქა ადუღებული წყალი, დააყენეთ 10–15 წუთი გადაწურეთ და დალიეთ. კვლიავს აქვს ანტისეპტიკური თვისებები, ამიტომ ის ძალიან კარგად და ეფექტურად ანთავისუფლებს გულ–მკერდის არეს ლორწოსაგან.

უძილობა: 1/2 ჩ.კ. კვლიავის ფხვნილი გადაურიეთ დაჭყლეტილ ბანანს და მიირთვით სადილის შემდეგ 15–20 წუთში. შედეგს პირველივე მიღებაზე იგრძნობთ.

ქრონიკული ღებინება: აურიეთ ნატურალურ თაფლში 1 ს.კ. მსუბუქად მოხალული კვლიავი და მიიღეთ ყოველი ჭამის შემდეგ. ასე თავს დააღწევთ ქრონიკულ ღებინებას.

ყაბზობა: შეურიეთ თანაბარი რაოდენობით კარის ფხვნილი, სავი წიწაკა, კვლიავი და მშრალი კოჭა. ყზობის პრობლემების შესამსუბუქებლად მიირთვით მოხარშული ბრინჯი, მარილით, ზეთით და ამ ნარევით.

არ გამოგვრჩეს შაქრიანი დიაბეტიც: 1 ჭიქა წყალში გახსენით 1/2 კვლიავის ფხვნილი და დალიეთ. უნდა მიიღოთ დღეში 2–ჯერ, რომ შეამციროთ სისხლში შაქრის დონე.

ჩვენი რჩევა:

ყოველდღიურად მიიღეთ 1 ს.კ. კვლიავი ან წყალში გახსნილი კვლიავის ფხვნილი. დაიმახსოვრეთ, რომ ეს თქვენი ჯანმრთელობის საწინდარია.

გაითვალისწინეთ! მისი მიღება არაა რეკომენდირებული ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში. ასევე შესაძლოა გქონდეთ პროდუქტზე ინდივიდუალური აუტანლობა ან ალერგია. გირჩევთ ამ საშუალების გამოყენებამდე გაიაროთ კონსულტაცია ექიმთან.

Facebook კომენტარები