გააკეთეთ ეს კვირაში ერთხელ მაინც და თქვენი სახე 10 წლით უფრო ახალგაზრდულად გამოიყურება!

1871

გააკეთეთ ეს კვირაში ერთხელ მაინც და თქვენი სახე 10 წლით უფრო ახალგაზრდულად გამოიყურება!

საუკეთესო კანის მოვლის საშუალება

ესაა ის, რაც იაპონელმა ქალებმა საუკუნეების განმავლობაში იცოდნენ – საუბარია ბრინჯის საოცარ სამკურნალო თვისებებზე!

ბრინჯის ზეთის, ბრინჯის ფხვნილისა და ბრინჯის წყლის კანზე წასმამ შეიძლება შეცვალოს კანის მთლიანი ტექსტურა და ფერიც კი. ეს კი იმას ნიშნავს, რომ მას შეუძლია კანი გახადოს მეტად გლუვი და აღმოფხვრას მასზე არსებული მუქი ლაქები. გარდა ამისა, შეგიძლიათ გაამდიდროთ თქვენი საკვები რაციონი ბრინჯით და გამოიყენოთ მისი ანტიოქსიდანტური თვისებები.

ბრინჯი ლინოლეინის მჟავისა და სკალენის მდიდარი წყაროა, აგრეთვე ის ძლიერი ანტიოქსიდანტია, რომელიც ასტიმულირებს კოლაგენის გამომუშავებას კანში. ესაა ნივთიერება, რომელიც აქრობს ნაოჭებს. გარდა ამისა, სკალენი იცავს კანს მზის მავნე ზემოქმედებისგან. დიდი რაოდენობით ვიტამინი E და გამა-ორიზნოლი ბრინჯში, ასევე იცავს გულს და აქვეითებს ქოლესტერინს.

ბრინჯს საოცარი ეფექტი აქვს კანის გაახალგაზრდავებაში და ამის შესახებ ბევრმა სამწუხაროდ ჯერ კიდევ არ იცის, გარდა იაპონელებისა.

გთავაზობთ ბრინჯზე დაფუძნებული ნიღბის რეცეპტს, რომელიც არბილებს ნაოჭებს და ანათებს თქვენს კანს:

ნიღბის მოსამზადებლად დაგჭირდებათ:

– 3 სუფრის კოვზი ბრინჯი
– 1 სუფრის კოვზი რძე
– 1 სუფრის კოვზი თაფლი

ბრინჯის მოხარშვის შემდეგ გადაწურეთ წყალი, რომელშიც ბრინჯი მანამდე იხარშებოდა. შემდეგ კი მასში დაამატეთ კოვზი გაცხელებული რძე და აურიეთ. მას შემდეგ რაც კარგად აურევთ, დაამატეთ თაფლიც.

წაისვით ნიღაბი სუფთა, მშრალ კანზე და შეიშრეთ. ამის შემდეგ მოიხსენით ნიღაბი და კვლავ დაიბანეთ სახე იმ წყლით, რომელშიც ბრინჯი მოხარშეთ.

ბრინჯის წყალს აქვს ანტიოქსიდანტური და სამკურნალო თვისებები, რომლებიც ატენიანებს კანს და აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას, აქრობს ასაკობრივ ლაქებს და ამსუბუქებს ანთებას. ბრინჯის წყალი მოგცემთ ჯანსაღ, სუფთა და უფრო დატენიანებულ კანს. გარდა ამისა, ის გთავაზობთ ზომიერ მზისგან დაცვას.

ჩაიტარეთ ეს მკურნალობა კვირაში ერთხელ მაინც, თუ გსურთ იგრძნოთ სარგებელი და გამოიყურებოდეთ ათი წლით უფრო ახალგაზრდულად.

Facebook კომენტარები