კინეზიოლოგიური ტექნიკა: დღეში 10 წუთი და დაივიწყებთ დაავადებებს!

966

კინეზიოლოგიური ტექნიკა: დღეში 10 წუთი და დაივიწყებთ დაავადებებს!

კინეზიოლოგიის გამოცდილებაზე დაფუძნებული ეს პროგრამა დიდ დროს არ წაგართმევთ, სამაგიეროდ კი დიდ სარგებელს მოგიტანთ.

ყოველდღიური ვარჯიშის ათი წუთი - და თქვენი სასიცოცხლო ენერგია საგრძნობლად იზრდება, უფრო მდგრადი ხდებით სტრესის მიმართ და სამუდამოდ ივიწყებთ დაავადებებს.

გარდა ამისა, პროგრამა შეიძლება გახდეს მყისიერი საპასუხო თერაპია ზურგის ტკივილის, თავის ტკივილის, საჭმლის მომნელებელი სისტემის საერთო დაავადებების, დაღლილობასთან დაკავშირებული ფსიქოლოგიური პრობლემების, კონკრეტულ დავალებაზე კონცენტრაციის გაძნელების, განწყობის ცვალებადობის დროს.

ასე რომ გაეცანით სავარჯიშოებს, რომელთა გაკეთებაც ყველას შეუძლია:

1. ფარისებრი ჯირკვლი:

ფარისებრი ჯირკვალი მდებარეობს ნიკაპის ქვეშ, კისრის შუაში. კინეზიოლოგიაში, ის ადამიანის სასიცოცხლო ენერგიის ცენტრალურ საკონტროლო პანელად ითვლება.

ხელი ოდნავ მოდუნებულ მუშტად შეკარით და 10-ჯერ ნაზად შეეხეთ ყელს მკერდის მიმართულებით, შემდეგ ღრმად ჩაისუნთქეთ.

გაიმეორეთ ვარჯიში რამდენჯერმე.

2. შუბლი:

შეეხეთ ორივე ხელის თითებით შუბლის ძვალს წარბების ზემოთ. დახუჭეთ თვალები და დააჭირეთ ამ წერტილებს მანამ, სანამ იგრძნობთ, რომ პულსი იზრდება. ამის შემდეგ გააკეთეთ წრიული ბრუნვითი მოძრაობები თვალების ირგვლივ.

ამ ვარჯიშის გაკეთება რეკომენდირებულია დღის განმავლობაში რამდენჯერმე, ასევე შემდეგ: ერთი ხელი შუბლზე დაიდეთ, მეორე კისერზე, უფრო ახლოს თავის უკანა მხარეს. და გააჩერეთ ასე, ოდნავ დაჭერით, 1-2 წუთის განმავლობაში.

ემოციური სტრესის დროს კი, თითი წარბების ცენტრებს შეეხეთ. ეს ვარჯიში ამშვიდებს და ხსნის შფოთვას.

3. ყურის მასაჟი:

შეიზილეთ ყურის ბიბილოები ცერა თითებით და საჩვენებელი თითებით, სანამ არ იგრძნობთ ყურების ოდნავ შეხურებას. უმჯობესია ცერა თითი დაიდოთ წილის უკანა მხარეს, საჩვენებელი თითი ყურის წინ. მასაჟის შემდეგ ნაზად გადაწიეთ ყურის ბიბილო უკან, სანამ არ იგრძნობთ დაძაბულობას ქსოვილებში.

4. სუნთქვა:

ზედაპირულ სუნთქვას გონება და სხეული წონასწორობიდან გამოჰყავს. ვინაიდან პრიორიტეტი ტვინს ეკუთვნის, ორგანიზმი მოკლებულია ჟანგბადს, რომელიც მას სჭირდება სხვა სასიცოცხლო ფუნქციების შესასრულებლად. ტვინშიც კი, მეორადი გადარჩენის სქემები იკეტება. ასე რომ, მოკლებული "წყაროდან" მკაფიო სიგნალებს, ამ დროს კი კუნთები უჩვეულოდ ფუნქციონირებს, ან იკუმშება ან სუსტდება.

ღრმა, კონტროლირებადი სუნთქვა აბალანსებს როგორც ტვინს, ასევე მთელ სხეულს. თუ ღრმად ჩავისუნთქავთ, ჟანგბადი მაქსიმალურად ავსებს მთელ სხეულს. ასევე როდესაც ღრმად ვსუნთქავთ, ტოქსინები ბუნებრივად გამოიყოფა კანისა და სხვა ბუნებრივი გზების მეშვეობით.

განიხილეთ შეგნებულად რეგულირებული ღრმა სუნთქვა, როგორც ფიზიკური ვარჯიში - ესაა საუკეთესო ფიზიკური ვარჯიში მთელი სხეულისთვის.

5. ენერგიზატორი

ეს ვარჯიში ამშვიდებს სხეულის კუნთებს. შედეგად, სისხლში ჟანგბადის დონე მატულობს, კისრისა და მხრების კუნთები მოდუნდება და ცერებროსპინალური სითხის დინება ცენტრალურ ნერვულ სისტემაში იზრდება. ვარჯიში ხელს უწყობს მთელი სხეულის გაღვიძებას, განსაკუთრებით კომპიუტერთან დამღლელი მუშაობის ან ხანგრძლივი ჯდომის შემდეგ.

ამ ვარჯიშის შესასრულებლად ხელები თქვენს წინ მაგიდაზე დადეთ. დახარეთ ნიკაპი მკერდისკენ. იგრძენით დაჭიმულობა ზურგის კუნთებში და დასვენება მხრებში. ღრმა ამოსუნთქვით, თავი უკან გადახარეთ, ზურგი მოხარეთ და გახსენით მკერდი. შემდეგ ამოისუნთქეთ, ისევ დაასვენეთ ზურგი და ნიკაპი ჩამოწიეთ მკერდზე.

თუ ამ ვარჯიშს 5-10 წუთის განმავლობაში შეასრულებთ, ის ასტიმულირებს და ზრდის კონცენტრაციას. სხეული ააქტიურებს ვესტიბულურ აპარატს, „აღვიძებს ტვინს“, ამშვიდებს მხრის სარტყელს. და ეს აუმჯობესებს სმენას და ზრდის ჟანგბადის მიმოქცევას, რითაც ხელს უწყობს ნერვული სისტემის ფუნქციონირებას.

6. ფრონტო-კეფის კორექცია

ფრონტო-კეფის კორექცია ხელს უწყობს თავის ტვინის სისხლის მიმოქცევის აღდგენას. ყველას გირჩევთ, კარგი იქნება ამის გაკეთება + პოზიტიური აზროვნება: ისუნთქეთ და წარმოიდგინეთ საკუთარი თავი ისე, როგორც გსურთ იყოთ, თავისუფალი და მხიარული.

ძალიან მარტივია - ერთი ხელი შუბლზე, მეორე ზურგზე, იმდენ ხანს გრძელდება ეს მდგოამრეობა, სანამ შუბლზე პულსაციას არ ვიგრძნობთ. ესაა ნიშანია რომ ტვინისკენ სისხლის მიმოქცევა გააქტიურდა!

Facebook კომენტარები

ფრენის კომპენსაცია
ფრენის კომპენსაცია