დაიბანეთ სახე ამ საშუალების ნახარშით და მალევე შეამჩნევთ თქვენი სახის კანი როგორ გაახალგაზრდავდება!

3377

დაიბანეთ სახე ამ საშუალების ნახარშით და მალევე შეამჩნევთ თქვენი სახის კანი როგორ გაახალგაზრდავდება!

დაემშვიდობეთ ნაოჭებს და მუქ ლაქებს!

ამ სტატიაში ვაპირებთ წარმოგიდგინოთ ხელნაკეთი ნარევი, რომელიც მზადდება ოხრახუშის ფოთლებისა და ლიმონისგან (ან ვაშლის ძმრისგან)! ეს გამაგრილებელი საშუალება დაგეხმარებათ გაათეთროთ კანი და გაასუფთავოთ სახე შავი წერტილებისა და მუქი ლაქებისგან. თქვენი კანი კვლავ გახდება ჯანსაღი და ბზინვარე, ისეთივე როგორც ახალგაზრდობაში გქონდათ!

მომზადება ძალიან მარტივია! შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს საშუალება ყოველდღეც კი

ოხრახუში მდიდარია ვიტამინებითა და მინერალებით. ხოლო მისი წვენი შეიცავს ეთერზეთებს კალიუმთან და მანგანუმთან ერთად.

მას სიცხის, თირკმელების დაავადების, საშარდე გზების დაავადებების, დიაბეტის, თვალის ანთების და დაღლილობის სამკურნალო საშუალებადაც კი იყენებენ.

ხოლო კოსმეტიკური ინდუსტრია იყენებს ოხრახუშს მისი მათეთრებელი და აღმდგენი თვისებებისთვის.

აქრობს სიწითლეს, გაღიზიანებას და შესანიშნავად ათეთრებს კანს, ასევე  აახალგაზრდავებს და აძლიერებს მას.

ასევე შესანიშნავი საშუალებაა თვალების ირგვლივ კანისთვის და ხელს უწყობს მუქი ლაქების და აკნეს მოცილებას.

ინგრედიენტები:

– 2 სუფრის კოვზი ოხრახუშის ფოთლები
– 1 ჩაის კოვზი ლიმონის წვენი ან ვაშლის სიდრი ძმარი
– 200 მლ წყალი

მომზადება

2 სუფრის კოვზ ახალდაჭრილ ოხრახუშის ფოთოლს დაასხით 200 გრ მდუღარე წყალი და ადუღეთ 15 წუთის განმავლობაში. დროის გასვლის შემდგომ კი გადმოდგით წყალი ცეცხლიდან და გააცივეთ. ხოლო როცა წყალი გაცივდება, დაამატეთ 1 ჩაის კოვზი ლიმონის წვენი ან ვაშლის ძმარი. ნარევი შეინახეთ მაცივარში, მინის ბოთლით..

Როგორ გამოვიყენოთ?

ამ საშუალების გამოყენება შესაძლებელია ყოველ დილას და საღამოს.

ეს ხელნაკეთი ნარევი ხურავს ფორებს, წმენდს და ათეთრებს კანს. ასევე აშორებს მუქ ლაქებს და აკნეს.

ოხრახუშის უნიკალური თვისებები დაეხმარება თქვენს სახეს კვლავ სუფთა და გაბრწყინებული იერი შესძინოთ.

გამოიყენეთ ის ყოველდღე და ერთ თვეში ლაქები და შავი წერტილები სამუდამოდ გაქრება!

თვალებისთვის:

თუ გსურთ მოიცილოთ მუქი წრეები და თვალების სიწითლე მოამზადეთ იგივე ნარევი, ოღონდ ლიმონის წვენის დამატების გარეშე.

დაასველეთ ბამბის დისკი ნარევში და დაიდეთ თვალებზე დილით და საღამოს. გააჩერეთ 5 წუთის განმავლობაში!

თუ მოგეწონათ სტატია, გაუზიარეთ ის თქვენს მეგობრებსაც!

Facebook კომენტარები