თუ ამ სარეველას თქვენს ეზოში შეამჩნევთ, გთხოვთ არ გაანადგურით იგი! აი ამიტომ!

1314

თუ ამ სარეველას თქვენს ეზოში შეამჩნევთ, გთხოვთ არ გაანადგურით იგი! აი ამიტომ!

როგორც კი გაიგებთ, რისთვის გამოიყენება ეს მცენარე, დარწმუნებულნი ვართ შოკირებულნი დარჩებით!

დანდური, რომელსაც უმეტესობა ჩვეულებრივ სარეველად მოიხსენიებს, სინამდვილეში ჯანმრთელობის ხელშემწყობი საუკეთესო საკვებია.

დანდური, საკმაოდ ლამაზი მცენარეა ყვითელი ყვავილებით. მისი გავრცელების არეალი ინდოეთიდან და სპარსეთიდან იწყება, თუმცა უკვე დიდი ხანია მთელს მსოფლიოში გავრცელდა.

ეს მცენარე ძალიან მოქნილია იმ გაგებით, რომ მას შეუძლია გაიზარდოს თითქმის ყველგან. დანდური მდიდარია ომეგა -3 ცხიმოვანი მჟავებით, ბოჭკოებით, A ვიტამინით, C ვიტამინით, B ჯგუფის სხვადასხვა ვიტამინებით, რკინით, მაგნიუმით, კალიუმით, კალციუმით და სპილენძით.

აქ კი ის რამდენიმე ჯანმრთელობის სარგებელია, რომელიც დაკავშირებულია ამ მცენარის გამოყენებასთან!

გულის ჯანმრთელობა:

ცნობილია, რომ კალიუმი და ომეგა -3 ცხიმოვანი მჟავები ხელს უწყობს გულის ჯანმრთელობას. კალიუმი ამცირებს არტერიულ წნევას, ხოლო ომეგა -3 ცხიმოვანი მჟავები ხელს უწყობს ორგანიზმში ცუდი ქოლესტერინის რაოდენობის შემცირებას.

წონის კლება:

დანდური განთქმულია დაბალი კალორიული შემცველობით, მაგრამ მდიდარია ბოჭკოებით, რაც დაგეხმარებათ რამდენიმე ზედმეტი კილოგრამის მოცილებაში. ეს მცენარე ასევე მდიდარია საკვები ნივთიერებებით. რაც ნიშნავს, რომ ადამიანები, რომლებიც მოიხმარენ ამ მცენარეს, არ მიიღებენ დამატებით კალორიებს.

კუჭ-ნაწლავის ჯანმრთელობა:

ტრადიციულ ჩინურ მედიცინაში დანდურს იყენებენ კუჭ-ნაწლავის პრობლემების სამკურნალოდ, დიარეიდან დიზენტერიამდე. ამ მცენარის ამ პრობლემების მკურნალობის უნარი, სავარაუდოდ, მოდის მის შემადგენლობაში ნაპოვნი რამდენიმე ორგანული ნაერთებიდან – დოფამინი, ვაშლის მჟავა, ლიმონმჟავა, ალანინი და გლუკოზა.

ძვლის სიმტკიცე:

კალციუმი, მაგნიუმი, რკინა და მანგანუმი დანდურში აუცილებელი ელემენტებია ძვლების ჯანმრთელობის დაცვისა და შენარჩუნებისთვის. ამ “სარეველას” ყოველდღიურ გამოყენებას შეუძლია ოსტეოპოროზის თავიდან აცილებაც კი.

სისხლის მიმოქცევის გაუმჯობესება:

როგორც უკვე აღვნიშნეთ, დანდური სავსეა რკინით და სპილენძით.

ეს ორი ელემენტი აუცილებელია გულ-სისხლძარღვთა ჯანმრთელობისთვის. ჯანსაღი სისხლის მიმოქცევის სისტემა ხელს უწყობს სხეულის მთლიან ჯანმრთელობას.

შემდეგ ჯერზე, როცა თქვენს ბაღში დანდურს შეამჩნევთ, ნუ ამოძირკვავთ მას! სჯობს ეს მცენარე თქვენს ყოველდღიურ რაციონში დაამატოთ!

გავიგეთ, რომ ის ასევე ძალიან გემრიელია!

Facebook კომენტარები