ფარისებრი ჯირკვლის შემოწმება თერმომეტრით სახლის პირობებშიც ძალიან მარტივია!!

2047
ფარისებრი ჯირკვლის შემოწმება თერმომეტრით სახლის პირობებშიც ძალიან მარტივია!!
შეამოწმეთ ფარისებრი ჯირკვალი თერმომეტრის საშუალებით, ეს უბრალო, თუმცა საოცარი მეთოდია, რომელიც ექიმ ბროდ ბარნსს ეკუთვნის.

15 წლის წინ ექიმმა აღმოაჩინა, რომ სხეულის ტემპერატურა ძალიან კარგად ასახავს ფარისებრი ჯირკვლის აქტიურობას, თანაც აღნიშნა რომ ამ ყველაფერზე ინფორმაციას მივიღებთ დილით, გაღვიძებისთანავე.

თავის წიგნში ექიმმა აღნიშნა, რომ სხეულის ტემპერატურას ბევრი რამის თქმა შეუძლია ადამიანის ჯანმრთელობაზე. ამის გასარკვევად კი თქვენ დაგჭირდებათ უბრალო თერმომეტრი.

დილისთვის მოიმზადეთ თერმომეტრი. თერმომეტრზე უნდა იყოს არაუმეტეს 35 С°. გაღვიძებისთანავე  სიცხე გაისიჯნჯეთ იღლიაში და თერმომეტრი გააჩერეთ 10 წუთის განმავლობაში.

შემდეგ დაგეხედეთ შედეგს და ჩაიწერეთ. ეს შედეგიუ ცნობილია, როგორც “დილის ბაზალური ტემპერატურა”. ნორმალური ბაზალური ტემპერატურა მერყეობს 36, 5 С°- დან 36, 8 С°-მდე.

შედეგის განხილვა:

თუ თქვენი ტემპერატურა 36, 5 С°დან 36, 8 С°-მდეა, მაშინ თქვენი ფარისებრი ჯირკვალი გამართულად მუშაობს

ხოლო თუ დილის ტემპერატურა უფრო დაბალია 36, 5 С°-ზე, ე.ი. ფარისებრი ჯირკვალი ვერ მუშაობს სათანადოდ და გავამახვილოთ ყურადღება სხვა სიმპტომებზეც.

სიმპტომები შესაძლოა იყოს: დეპრესია, ენერგიის ნაკლებობა, ქრონიკული დაღლილობა, ხშირი გაციება, ქრონიკული თავის ტკივილი, გაუარესებული მეხსიერება და ყურადღების კონცენტრაციის დარღვევები. ასევე თმის ცვენა.

ხოლო თუ თქვენი ბაზალური ტემპერატურა 36, 8 С°-ზე მაღალია, ე.ი. ფარისებრი ჯირკვლის მუშაობა დაჩქარებულია.(ჰიპერთირეოზი) ან ორგანიზმში მიმდინარეობს ანთებითი პროცესები.

ეს ტესტი რეკომენდირებულია ჩაიტაროთ 3 დღე გადაბმულად, რომ მივიღოთ მაქსიმალურად სწორი შედეგი.

ამის შემდეგ თუ თქვენი ტემპერატურა ნორმალურ ბაზალურ ტემპერატურას აცდება ან ნაკლები იქნება, მიმართეთ ექიმს.

საკმაოდ მარტივი და ამავდორულად უტყუარი მეთოდია, თქვენ არანაირ ზედმეტ ენერგიას არ ხარჯავთ, სამაგიეროდ ჯანმრთელობის შესახებ სრულ ინფორმაციას იღებთ.

Facebook კომენტარები