8 ხალხური მეთოდი სისხლჩაქცევებისგან თავის დასაღწევად!
პირადად მე საკუთარ თავზე გამოვცადე მეთოდი ნომერი 3, ეფექტი გარანტირებულია!
თითოეულმა ჩვენგანმა კარგად იცის თუ რაცაა სისხლჩაქცევა. უფრო კონკრეტულად კი გეტყვით, რომ ისინი სისხლძარღვების დაზიანებისას ჩნდება.
ყველაზე ხშირად, შემდეგი დაზიანებების შედეგად გვიჩნდება სისხლჩაქცევები - კარზე შეჯახება, მაგიდაზე დარტყმა და ა.შ. მაგრამ ზოგჯერ სისხლჩაქცევების მიზეზი არის ისეთი დაავადებებიც, როგორიცაა სისხლის დაავადებები, დიაბეტი, გადაჭარბებული სტრესი ვარჯიშის დროს და გარკვეული მედიკამენტების მიღება.
ჩვენ კი ყოველთვის ვცდილობთ კოსმეტიკური საშუალებებით დავმალოთ სისხლჩაქცევები :
საბედნიეროდ, არსებობს უამრავი საშინაო საშუალება, რომელიც შეგიძლიათ გამოიყენოთ სისხლჩაქცევების სამკურნალოდ!
1. ძმარი და თბილი წყალი:
ძმარი აძლიერებს სისხლის ნაკადს კანის ზედაპირზე, რათა ხელი შეუწყოს შეხორცებას. ძმრისა და თბილი წყლის ხელნაკეთი ხსნარის გამოყენება დაგეხმარებათ სისხლჩაქცევების ალბათობის შემცირებაში.
2. ოხრახუში:
ცნობილია, რომ ოხრახუში ამცირებს ანთებას და ათავისუფლებს ტკივილს. დაჭერით მუჭა ოხრახუშის ფოთოლი და წაისვით დალურჯებულ ადგილზე, შემდეგ შემოახვიეთ ბინტით. ეს ბალახი დაგეხმარებათ სისხლჩაქცევებისგან თავის დაღწევაში.
3. კაიენის წიწაკა და ქოქოსის ზეთი:
კაიენის წიწაკის შერევა ქოქოსის ზეთთან 1:5 თანაფარდობით ხელს შეუწყობს სისხლჩაქცევების შეხორცების პროცესის დაჩქარებას.
4. ჩაის პაკეტები:
როგორც მწვანე, ასევე შავი ჩაი მდიდარია ტანინებით, რომლებიც ამცირებს შეშუპებულ ქსოვილებს და ვიწრო სისხლძარღვებს. ჩაის პაკეტი ცხელ წყალში დაასველეთ და შემდეგ წაისვით დალურჯებულ ადგილზე.
5. მოხარშული კვერცხი:
მოხარშული კვერცხი შეფუთეთ თხელ ქსოვილში. (ეს გააკეთეთ სანამ კვერცხი ჯერ კიდევ ცხელია.) დაიდეთ სისხლჩაქცევაზე სანამ კვერცხი არ გაცივდება. ითვლება, რომ ეს საშუალება ხელს უწყობს თვალის ქვეშ სისხლჩაქცევების განკურნებას.
6. ანანასი:
ანანასი და პაპაია შეიცავს ბრომელინს, ფერმენტს, რომელიც ამცირებს შეშუპებას. გააკეთეთ პიურე ანანასის, პაპაიას და ჯანჯაფილის გამოყენებით. საუკეთესო შედეგისთვის დაამატეთ კაიენის წიწაკა.
7. კომბოსტო:
კომბოსტო სავსეა C ვიტამინით და K ვიტამინით, რომლებიც აჩქარებენ შეხორცების პროცესს. აიღეთ კომბოსტოს რამდენიმე ფოთოლი, შემდეგ მოათავსეთ ცხელ წყალში და ბოლოს დაიდეთ სისხლჩაქცევებზე.