ეს ოქროსფერი შეფერილობის სასმელი დაგეხმარებათ გაციების, ართრიტის და კრუნჩხვების დროს

267

ეს ოქროსფერი შეფერილობის სასმელი დაგეხმარებათ გაციების, ართრიტის და კრუნჩხვების დროს

ესაა ყველაზე პოპულარული სანელებელი ინდოეთში – სილამაზისა და ჯანმრთელობის საიდუმლოებით მდიდარ ქვეყანაში. მისი სამკურნალო თვისებები ჯადოსნურად მოქმედებს კანზე და სხვადასხვა სახის დაავადებებზე.

კურკუმა ყველაზე პოპულარული სანელებელია ინდოეთში, სილამაზისა და ჯანმრთელობის საიდუმლოებით მდიდარ ქვეყანაში. მისი სამკურნალო თვისებები ჯადოსნურად მოქმედებს კანზე და სხვადასხვა სახის დაავადებებზე. კურკუმას მრავალი სახის გამოყენება აქვს, როგორც შიდა, ასევე გარეგანი სახითაც. ამიტომაც ნამდვილად ღირს ყურადღებით გაეცნოთ მისი გამოყენების ინსტრუქციებს

კურკუმას ეთერზეთის დამზადება მარტივია სახლშიც:

კურკუმას ეთერზეთის სარგებელი:

კანის მოვლა: ზეთი შეიძლება გამოყენებულ იქნას კანის მასაჟისთვის, რაც ხელს შეუწყობს აკნეს, შავი წერტილების, ნაწიბურების შემცირებას, გახდის მას მეტად რბილს და ტონუსშიც მოიყვანს.

მისი გამოყენებით ჩატარებული რეგულარული მასაჟი აქრობს ყველანაირი სახის დეფექტს, აძლევს კანს ჯანსაღ იერს. ასევე შეგიძლიათ აბაზანაში რამდენიმე წვეთი ზეთიც დაუმატოთ.

ანტიბაქტერიული თვისებები:

კურკუმას აქვს ანტისეპტიკური თვისებები, კურკუმას ზეთი ბუნებრივი საშუალებაა კოღოს ნაკბენის, კანის ინფექციების დროს და ასევე კარგი ჭრილობების სამკურნალო საშუალებაა.

ანთების საწინააღმდეგო თვისებები:

კურკუმას ზეთი თავისი ანთების საწინააღმდეგო თვისებების გამო ხსნის სახსრების ტკივილს, კუნთების ტკივილს, კრუნჩხვებს, ასევე ეხმარება ართრიტს.

დაგეხმარებათ გაციების დროსაც:

კურკუმას ზეთის ჩასუნთქვა ცხელ წყალში დამატებით ან დამატენიანებლის გამოყენებით დაუყოვნებლივ ხსნის ცხვირის შეშუპებას, კლავს მიკრობებს და ხელს უწყობს მის უფრო სწრაფ აღდგენას.

ხელნაკეთი კურკუმას ეთერზეთი:

საჭირო ინგრედიენტები:

– 2 ჭიქა ქოქოსის ზეთი
– კურკუმას ფესვები

მომზადება:

კურკუმას ფესვი გახეხეთ პასტის მსგავსი კონსისტენციის მისაღებად. (საჭიროა მინიმუმ 2 სუფრის კოვზი პასტა) ქვაბში დაბალ ცეცხლზე გააცხელეთ ქოქოსის ზეთიც, დაუმატეთ კურკუმას პასტა, ადუღეთ 1 წუთი. (მთავარია კურკუმა არ დაიწვას!) გამორთეთ ცეცხლი და გააციეთ ოთახის ტემპერატურამდე. ჩაასხით ნებისმიერ სუფთა და მშრალ ბოთლში, მოერიდეთ ტენიან ადგილებს. შედეგად კი ზეთიც მზად იქნება გამოსაყენებლად!

მთავარია არ დაიზაროთ და რეგულარულად გამოიყენოთ, შედეგიც არ დააყოვნებს!

Facebook კომენტარები