მოამზადეთ საახალწლო ორცხობილები და გაახარეთ ბავშვები. მარტივი და გემრიელი რეცეპტი

1305

მოამზადეთ საახალწლო ორცხობილები და გაახარეთ ბავშვები. მარტივი და გემრიელი რეცეპტი

ახალი წელი გვიახლოვდება და ყველა ჩაერთო საახალწლო სამზადისში. დღეს რაზეც გვინდა გესაუბროთ ესაა საახალწლო ორცხობილები. ორცხობილების მომზადება განსაკუთრებით უხარიათ ბავშებს და დიდი სიამოვნებით იღებენ მონაწილეობას მათ მომზადებაში. იმისთვის რომ მოამზადოთ უგემრიელესი ორცხობილები დაგჭირდებათ 

  • კვერცხი 1 ც
  • შაქარი 100 გ
  • კარაქი 200 გ
  • თაფლი 4 ს/კ
  • სოდა ½ ჩ/კ
  • დარიჩინი ½ ჩ/კ
  • ფქვილ 2,5 ჭიქა

ღრმა ჯამში მოათავსეთ  კვერცხი და კარგად ათქვიფეთ,დაუმატეთ ოთახის ტემპერატურის კარაქი, შაქარი და თაფლი, ყველაფერი კარგად აურიეთ. ცალკე ჭურჭელში ავურიოთ ფქვილი, სოდა და დარიჩინი. შემდეგ დავაყაროთ სველ მასას, მოვზილოთ ცომი ( სასურველია კარგად დაიზილოს) და მაცივარში გავაჩეროთ 1 საათის განმავლობაში . დროის გასვლის შემდეგ გამოვიღოთ ცომი და გავაბრტყელოთ ფქვილით დანამულ ზედაპირზე. გავაბრტყელოთ სანამ სასურველ სისქის ცომს არ მივიღებთ. წინასწარ გავაცხელოთ გაზქურა 200 გრადუსზე და ცხელ ჟარუნაზე დავალაგოთ სასურველი ფორმის ორცხობილები, შევდგათ გაზქურაში 10 წუთის განმავლობაში. 

 მინანქარი

  • 1 კვერცხის ცილა 
  • შაქრის პუდრა 200 გ
  • სახამებელი 2 ს/კ
  • ლიმონის წვენი 1 ჩ/კ

 კვერცხის ცილას დაუმატეთ შაქრის პუდრა და სახამებელი, აურიეთ კარგად სანამ ერთგვაროვან მასას არ მიიღებთ. თუ მასა არ გაერთიანდა არ შეგეშინდეთ, დაუმატეთ ცოტაოდენი ლიმონის წვენი და კარგად ათქვიფეთ მიქსერით, სანამ არ მიიღებთ ფაფუკ, თეთრ, მბზინვარე მასას.

მინანქარი მოათავსეთ  ტომარაში  და მოხატეთ ორცხობილები თქვენი სურვილისამებრ. მინანქარის გაშრობას დაახლოებით  ერთი დღე სჭირდება. მოხატული ორცხობილები შეგიძლიათ როგორც საახალწლო სუფრის გასაფორმებლად გამოიყენოთ, ასევე სტუმრების მისართმელადაც კარგი საშუალებაა.


Vap.ge არის სივრცე, რომელიც გთავაზობთ რჩევებს ჯანმრთელობის, თავის მოვლისა და ყოველდღიური საქმიანობის შესახებ. ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ინფორმაცია ისეთი ნატურალური საშუალებებისა და რეცეპტების შესახებ, რომლებიც დაგეხმარებათ გაიუმჯობესოთ ჯანმრთელობა, გახდეთ უფრო ლამაზები და გაიმარტივოთ ყოველდღიური საქმეები. რაც მთავარია, ამ ყველაფერს აკეთებთ სახლში, სიამოვნებას იღებთ პროცესით და ზოგავთ საკმაოდ დიდი თანხას.

ბევრი ინფორმაცია, რომელსაც ჩვენი საიტიდან შეიტყობთ, თქვენი ყოველდურობის ნაწილი გახდება. თქვენს გამოცდილებას გაუზიარებთ ახლობლებსაც და კიდევ უფრო მეტ ადამიანს გავუმარტივებთ ყოველდღიურობას. Vap.ge დაგარწმუნებთ, რომ სულაც არ არის ძვირადღირებული პროცედურები ან პროდუქტები საჭირო იმისათვის, რომ იყოთ ჯანმრთელები, ლამაზები და საუკეთესო დიასახლისები. თქვენ სახლის პირობებშიც შეგიძლიათ მიაღწიოთ სასურველ შედეგებს ისეთი საშუალებების დახმარებით, რომლებიც ყველას სამზარეულოში თუ ეზოში მოიპოვება.

Vap.ge -ზე გამოქვეყნებული რეცეპტები და რჩევები არ არის საზიანო ჯანმრთელობისთვის. თუმცა, სასურველია, რომელიმე სამკურნალო რეცეპტის გამოყენებამდე კონსულტაცია გაიაროთ ექიმთან.  ხოლო, სახის ნებისმიერი ნიღბის გამოყენებამდე დარწმუნდით, რომ მასში შემავალ ინგრედიენტებზე არ ხართ ალერგიულები. ამისათვის საჭიროა მომზადებული ნიღაბი პირველ რიგში წაისვათ ხელზე და დაელოდოთ რამდენიმე წუთი. თუ ალერგიული რეაქცია არ მოგცათ, ეს იმას ნიშნავს, რომ თამამად შეგიძლიათ წაისვათ ნიღაბი სახეზე.

Facebook კომენტარები

ფრენის კომპენსაცია
ფრენის კომპენსაცია