წითელი კომბოსტოსგან მომზადებული წვენი, რომელიც ღვიძლს უჯრედულ დონეზე გაწმენდს და თავიდან აგვაცილებს მის გაცხიმოვნებას!

1326

წითელი კომბოსტოსგან მომზადებული წვენი, რომელიც ღვიძლს უჯრედულ დონეზე გაწმენდს და თავიდან აგვაცილებს მის გაცხიმოვნებას!

ზამთრის სეზონზე როდესაც ტემპერატურა ნელ ნელა მკვეთრად ვარდნას იწყებს, ამის ფონზე ჩვენი იმუნიტეტიც ძალიან სუსტდება. ზოგადი მდგომარეობები კი როგორიცაა მოთენთილობა, სისუსტე და გაციება თითქოს ჩვენი მუდმივი “თანამგზავრნი” ხდებიან. სინამდვილეში ესაა ორგანიზმის გამაფრთხილებელი ნიშნებ, რომ მას ჩვენი დახმარება სჭირდება

მაშინ ისმის კითხვა, როგორ შევუწყოთ ხელი ორგანიზმს სრულფასოვნად ფუნქციონირებაში?

პასუხი კი უცვლელია: აუცილებელია ჩვენი კვების რაციონის მაქსიმალურად გაზრდა სასარგებლო ინგრედიენტებით, ხოლო შემოდგომის სეზონზე ყველაზე ხელმისაწვდომი და ამავდროულად ყველაზე ჯანსაღი პროდუქტია ვაშლი, გოგრა და წითელი კომბოსტო, რომელიც კომბოსტოს სხვა სახეობებისგან გაცილებით მეტად სასარგებლოა!

მეტსაც გეტყვით, წითელი კომბოსტოს ფურცელი შეიცავს საკმაოდ დიდი რაოდენობით ანტოციანებს – შენაერთს, რომელიც მის წითელ შეფერილობას განაპირობებს და აქვს წარმოუდგენლად სასარგებლო გავლენა ჩვენს ჯანმრთელობაზე. გარდა ამისა, მოცემული პროდუქტი წარმოადგენს იმ ვიტამინებისა და მინერალების ძალიან დიდ ბუნებრივ წყაროს, რომლებიც მთელი ზამთრის განმავლობაში ძალიან გვჭირდება.

ახლა კი უფრო დეტალურად გავეცნოთ წითელი კომბოსტოს სასარგებლო გავლენას:

თავდაპირველად ყველა მიზეზგარეშე გეტყვით, რომ ეს პროდუქტი აუცილებლად უნდა ჩართოთ თქვენს ყოველდღიურ რაციონში, თუ ჰიპერტონიკი ხართ: რადგან წითელი კომბოსტო ამცირებს წნევას, აძლიერებს სისხლძარღვებს და უბრუნებს მათ მოქნილობას.

ხოლო მისი ფურცლების გამოყენება, კომპრესების სახით, სწრაფად ახორცებს ჭრილობებს, დამწვრობას და ხსნის თავის ტკივილს.

ასევე რაღა თქმა უნდა სასარგებლოა მისი წვენიც, რომელიც გამოდევნის ორგანიზმიდან ტოქსინებს და ბოლომდე წმენდს ჩვენს ღვიძლს.

ფიტონციდები, რომელთაც კომბოსტოს ეს სახეობა დიდი რაოდენობით შეიცავს, ანადგურებს ტუბერკულოზის ჩხირებს. დადგენილია ისიც, რომ ჯერ კიდევ ძველ რომში გამოიყენებოდა ამ ბოსტნეულის წვენი ფილტვების დაავადებების სამკურნალოდ.

და ბოლოს ყველა სხვა სარგებელთან ერთდ წითელი კომბოსტოს ხშირი მირებით ორგანიზმში ჩქარდება მეტაბოლიზმი და მარტივდება საჭმლის გადამუშავება

საინტერესოა, თუ როგორ მოვამზადოთ სამკურნალო წვენი

ამისთვის საჭირო ინგრედიენტებია: 

  • 300 გრამი წითელი კომბოსტო
  • 1 წითელი ვაშლი
  • ნედლი ბაზილიკა – დაახლოებით 1 მუჭი
  • პიტნა – ანალოგიური რაოდენობით

მომზადებისა და მიღების წესი უმარტივესია: 

პირველ რიგში ყველა ინგრედიენტი კარგად გარეცხეთ, დაჭერით პატარა ნაჭრებად და მოათავსეთ ბლენდერში. აურიეთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე

ბოლოს კი მიირთვით მზა სასმელი დღის სასურველ მონაკვეთში, რათა შეავსოთ ორგანიზმი სასარგებლო ვიტამინებითა და მინერალებთ, გაიწმინდოთ ნაწლავები მავნე ნაჩვენებისგან, დაიჩქაროთ მეტაბოლიზმი, აღიდგინოთ იმუნური სისტემა და უჯრედულ დონეზე გაიწმინდოთ ღვიძლი.

Facebook კომენტარები