კამა, თაფლი და ვალერიანი-მოამზადეთ საუკეთესო საშუალება სისხლძარღვებისთვის!

2140

კამა, თაფლი და ვალერიანი-მოამზადეთ საუკეთესო საშუალება სისხლძარღვებისთვის!

მოგეხსენებათ სისხლძარღვებზე ზრუნვა აუცილებელია, რადგან ხშირად, სწორედ აქ გროვდება მავნე ნივთიერებები, რაც თავის მხრივ უამრავი დაავადების, მათ შორის ათეროსკლეროზის, ვარიკოზის და მაღალი წნევის გამომწვევია. სწორედ ამიტომაც ჩვენ გთავაზობთ იდეალური საშუალების მომზადების მეთოდს, სცადეთ და იზრუნეთ საკუთარ ჯანმრთელობაზე ბუნებრივი ინგრედიენტების დახმარებით!

სისხლძარღვების გასასუფთავებელი საშუალების რეცეპტი:

საჭირო ინგრედიენტები:

100 გ კამის თესლი;

2 ს/კ ვალერიანის დაფქვილი ფესვები

2 ლ ადუღებული წყალი;

2 ს/კ თაფლი

მომზადება და გამოყენება საკმაოდ მარტივია:

1. თავდაპირველად აურიეთ კამის თესლი და ვალერიანის ფესვები, შემდგომ კი დაუმატეთ ადუღებული წყალი.
2. ხოლო როდესაც ნაყენი გაგრილდება, დაუმატეთ 2 ს/კ თაფლი.
3. გადაასხით მიღებული სითხე მინის ქილაში და გააჩერეთ 1 დღის განმავლობაში.

მიიღეთ 1 ს/კ ჭამამდე ნახევარი საათით ადრე. კურსის ხანგრძლივობას შეადგენს 20 დღე, შემდეგ შეისვენეთ 10 დღით და კვლავ გაიმეორეთ.

როგორც უკვე გაეცანით ამ საშუალების რეცეპტი საკმაოდ ხელმისაწვდომი და მარტივად მოსამზადებელია. არც ბევრ ძალისხმევას მოითხოვს და არც ბევრ დროს!!

ნუღარ დაელოდებით ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებას, ახლავე მოამზადეთ ეს სასწაულებრივი საშუალება და ისიამოვნეთ მისი შედეგით. შემდგომ კი არ დაგავიწყდეთ თქვენი გამოცდილების გაზიარებაც, რათა სხვებიც დავარწმუნოთ რეცეპტის ეფექტურობაში.

ჯანმრთელობას გისურვებთ!

Facebook კომენტარები

ფრენის კომპენსაცია
ფრენის კომპენსაცია