თუ გსურთ შაქრის დონის დარეგულირება, მაშინ აუცილებლად გამოიყენეთ ეს ბუნებრივი საშუალება.შედეგი მოლოდინს გადააჭარბებს!

523

თუ გსურთ შაქრის დონის დარეგულირება, მაშინ აუცილებლად გამოიყენეთ ეს ბუნებრივი საშუალება.შედეგი მოლოდინს გადააჭარბებს!

ხშირად ისეც ხდება, რომ მიუხედავად ძვირადღირებული პროცედურებისა თუ მედიკამენების გამოყენებისა, სასურველ შედეგს მაინც ვერ აღწევთ. აქვე იმასაც ნუ დავივიწყებთ, რომ თითოეულ მედიკამენტს თან ახლავს გვერდითი არასასიამოვნო გართულებები. და სწორედ ამ დროს უნდა გამოვიყენოთ ბუნებრივი ტრადიციული საშუალებები, რომლებიც გარდა იმისა, რომ ვიცით უვნებელი იქნება ჩვენი ჯანმრთელობისთვის,ასევე ბევრად ხელმისაწვდომია

დღევანდელ სტატიაში კი ერთ ერთ ყველაზე პრობლემატურ და გავრცელებულ ჯანმრთელობის პრობლემას შევეხებით, რომლის მკურნალობა და დარეგულირება სწორედ ხალხური მედიცინის პროდუქტებითაა შესაძლებელი. საუბარი კი გვაქვს შაქრიან დიაბეტზე, რომელიც ორგანიზმში იწვევს პირის სიმშრალეს, ჭრილობების ძნელად შეხორცებას, მხედველობის გაუარესებას და ა.შ

გაგაცნობთ გოგრის თესლის საოცარ სამკურნალო უნარზე, რომელშიც უამრავი სასარგებლო ნივთიერებაა. გარდა სისხლში შაქრის დონის დარეგულირებისა, ის დადებითად მოქმედებს კანზე, ამაგრებს სისხლძარღვებს და აუმჯობესებს სისხლის შემადგენლობასაც.

ახლა კი გაგიზიარებთ საოცარ რეცეპტს, რომლის დახმარებითაც თავადვე შეძლებთ გოგორის თესლისგან სამკურნალო საშუალების მომზადებას:

საჭირო ინგრედიენტები:

– 150 გრ. გოგრის გაფცქვნილი თესლი
– 1/2 ჩ.კ. დარიჩინი (არომატისთვის)
 4-5 ც. ფინიკი
– წყალი

მომზადების წესი უმარტივესია:

პირველ რიგში წინასწარ 8 საათის განმავლობაში  წყალში უნდა დაალბოთ გოგრის თესლი. როცა თესლი კარგად დალბება, ბლენდერში გადაიტანეთ მხოლოდ თესლი და დაასხით 4 ჭიქა სუფთა წყალი. კარგად დააბლენდერეთ.

მიღებული მასა მარლაში გადაწურეთ, დაუმატეთ დარიჩინი და დაქუცმაცებული ფინიკი.
მიღებული სითხე ისევ დააბლენდერეთ და უკვე შემდეგ გადაიტანეთ შუშის ქილაში. შეინახეთ მაცივარში.

მიღების წესი კი შემდეგია:

უნდა მიიღოთ უზმოზე, ჭამამდე 30 წუთით ადრე 100 მლ. (4 დღე დალიეთ, 4 დღე შეისვენეთ) უნდა დალიოთ ბოლომდე.

გოგრის რძე ასევე კარგია ჭიების პროფილაქტიკისთვის როგორც დიდებისთვის ასევე პატარებისთვისაც.

ეს საშუალება სრულიად უსაფრთხოა ყველასათვის, ამიტომ თამამად შეგიძლიათ მოამზადოთ და გამოიყენოთ. მითუმეტეს, რომ პროდუქტები სრულიად ჯანსაღია და ყველასათვის თანაბრად ხელმისაწვდომია! სცადეთ და შედეგები გაგვიზიარეთ

ჯანმრთელობას გისურვებთ.

Facebook კომენტარები